19.09.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

რეპორტაჟი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ცურტავი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის აღწერით დაახლოებით 2 500-მდე კაცი ცხოვრობს.

მოსახლეობა ძირითადად აზერბაიჯანელია. ადგილობრივების უფროსი თაობა ქართულად ვერ საუბრობს. მათგან განსხვავებით სასაუბრო დონეზე ენას სკოლის მოსწავლეები ფლობენ.

მე-4 კლასელი ელშანი, თითქმის ვენეციაში ცხოვრობს. მისი სახლის წინ მდინარე ხრამიდან გადმოყვანილი სარწყავი წყლის არხი გადის. ,, მე- 4კლასში ვსწავლობ და როგორ არ მეცოდინება ქართული?!” – კითხვაზე კითხვით გვპასუხობს.

,, ამ წყალში ზაფხულში ბავშვები ბანაობენ და თევზაობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვბანაობთ. შორტებით სოფელში გამოჩენას ჩვენი რელიგია კრძალავს. არხიდან წყალი სახლებში არ გვივარდება, რადგან არხს ჩამკეტი აქვს და იმით არეგულირებენ წყლის დონეს “- საუბრობენ ადგილობრივები.

სოფელში, ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალება ვირზე შებმული ურემია. ზოგ ურემში ორი ვირია შებმული. წლის ამ დროს მთელ სოფელს ბევრი საქმე აქვს. მინდვრები უკვე გადახნულია და კარტოფილის თესვა მიდის.

ცურტავს სარწყავი წლის პრობლემა არ აქვს. მდინარე ხრამი და მისი სარწყავი არხი სოფელს წყლით უზრუნველყოფს, თუმცა ადგილობრივები მაინც წვიმას ნატრობენ.

,, საერთოდ ერთი კარტოფილიდან ვიღებთ ხუთ თავს, მაგრამ თუ დათესვის დროს წვიმა არ მოვიდა, მხოლოდ, სამი გამოგვდის.

ეს კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან მიწის დამუშევა ძვირი გვიჯდება. თითქმის ყველას კრედიტები გვაქვს აღებული. მოსავალზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება. თუ კარგ მოსავალს ვერ ავიღებთ კრედიტს ვერ დავფარავთ, ეს კი დიდი პრობლემების დასაწყისია” – საუბრობენ მიდვრებში მომუშავე ადგილობრივი.

მამაკაცების გვერდით, ეზოს განაპირას მიმავალ სარწყავ არხს, ქვებისგან ქალიც ასუფთავებს. კითხვაზე რატომ ამუშავებენ ამდენს ქალს გვპასუხობენ ,, მარტო ხომ არ მუშაობს? ყველანი ვეხმარებით ერთმანეთს. ეს ყოჩაღი ქალია. სახლსაც კარგად უძღვება და სახლის გარე საქმეებსაც”.

სოფელში ერთი ჰექტარი მიწაც არაა აუთვისებელი, თუმცა ადგილობრივები ჩივიან, რომ მიწის ყველაზე დიდი ფათობი სამ ადამიანს უკავია. ცურტავში, დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა.

ყოფითი პრობლემისგან შორს კი ამ სოფლის მთავარი ღირსება, ცურტავის ციხე (ზოგიერთ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც ქოლაღარის ციხე) დგას. მისი 6 მეტრიანი კედლები და გალავანი სრულადაა შენარჩუნებული. ციხე ისტორიული წყარობის თანახმად მე-18 საუკუნეში დარეჯან დედოფალის დროს აშენეს. დანიშნულება, როგორც ყველა ციხესიმაგრის მისიც სოფლის მტრებისგან დაცვა იყოს. ციხესიმაგრეში დღეს დედათა მონასტერი და პატარა ეკლესია ფუნქციონირებს.

,, ჩვენ სოფელ თამარისიდან ვართ. აქ წლების წინ ჩამოვსახლდით. თამარისის კორპუსებში ვცხოვრობთ. ამ ეკლესიის ძირითადი მრევლიც ჩვენ ვართ” – გვპასუხობს, ზიარების რიგში მდგომი ქალბატონი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=141

Related Posts

მოწონებული და დაწუნებული არქიტექტურული მიგნებები

დავინტერესდით რუსთაველების აზრით, რომელი ახალი ნაგებობა არის ქალაქის არქიტექტურაში მათთვის ყველაზე მოსაწონი. ასევე გვაინტერესებდა, რომელი არქტიტექტურული მიგნება არის რიგითი რუსთაველებისთვის...

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

ტრენინგი: გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ქალთა შრომითი უფლებები

ტრენინგი მოიცავს საკითხებს: შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა - მექანიზმები; დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაციის

რუსთაველთა ბინებში გაწვიმდა

რამდენიმე დღის წინ რუსთავის 21-ე მიკრო რაიონის მე-7 სართულზე  გაწვიმდა. სახურავიდან თოვლის დნობის შედაგად წარმოქმნილმა  წყალმა ცხრა სართულიანი შენობის სამი...

გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს

დღეს, თბილისი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორუმს მასპინძლობდა ბიზნესფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები – ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი, შაჰინ მუსტაფაევი და ბიზნეს საზოგადოება...

ხაიში – შეშინებული რესპონდენტები და სოფლის მთავარი პრობლემა

491 ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში. მათი დიდი ნაწილი სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია, ნაწილი კი შედარებით ახალი მოსახლე.უცნაურად თვალშისაცემია  სოფელში...

დაბა კაზრეთში სასმელი წყლის ავზთან ცხოველის ლეში იპოვეს

1 ივლისს,  ბოლნისის რაიონის  დაბა კაზრეთის მაცხოვრებლებმა სასმელი წყლის ავზთან მკვდარი ძაღლი იპოვეს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ცხოველის ლეში ე.წ....

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იმსჯელეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake...

ნანა მასწავლებელი ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელ ხიხანიდან

სოფელ ხიხანში ნანა მასწავლებლის სახლი ყველამ იცის. მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეკომიგრანტებით დასახლებულ 500 მოსახლიან სოფელში, ნანა გაბაიძე რუსულსაც ასწავლის, ცეკვასაც და ქალთა ფეხბურთის გუნდსაც უძღვება.

რუსთაველები ,,რუსთავის წყალს“ დაუპირისპირდნენ

გასული წლის აპრილში ,,რუსთავის წყალმა” საზოგადოებას ამცნო, რომ წყლის მრიცხველების სადარბაზოში გატანა დაიგეგმა. ასევე ითქვა, რომ  რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს

რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყაროს საკვირაო სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის – ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში.  პროექტის მიზანია გაზარდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა სოფელ წინწყაროს...

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

სოლიდარობას ვუცხადებთ მედიაჯგუფს ,, აჭარა p.s”

6 აპრილს მედიაჯგუფ ,,აჭარა p.s”-მა გამოქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ აღნიშნული მედიაგამოცემის ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას ხელს...

იმერაში წყლის პრობლემა, განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, სრულად მაინც ვერ მოგვარდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერაში  72 ოჯახი ცხოვრობს.  ადგილობრივების თქმით, მათ სასმელი წყალი ორი წლის წინ „მიუყვანეს“, მაგრამ იმ გარემოების გამო,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *