19.09.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მარნეული – საქართველოს მასშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა

საქართველოში მაშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა მარნეულის მუნიციპალიტეტშია. რეგიონის ყველა რაიონში იციან, რომ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ცხენების მყიდველები, სწორედ, აქ იყრიან თავს.

,, ყაზახეთიდან ჩამოვიდე. უკვე, მეორედ ჩამოვდივარ და ცხენები მიმყავს. ფასებიც შედარებით დაბალია, თუმცა აქედან წაყვანილ ცხენს ორი კვირა სჭირდება, რომ მოსუქდეს და ღონე მიეცეს“ – საუბრობს ბაზრობის ყაზახი სტუმარი.

მარნეულის რაიონის ორი მთაზეა დაბანაკებული საქონლის გადამყვანი მანქანები, ხარები, ცხვრები, ცხენები და მათი გამყიდველები. მანქანები საიდანაც პირუტყვი ჯერ არ არის გადმოყვანილი მოძრაობს – საქონელი სივიწროვეს აპროტესტებს. ჩვენგან განსხვავებით ბაზრობაზე ბევრჯერ ნამყოფი ადამიანი გვაფრთხილებს, რომ ხარების ჯოგს ვერიდოთ: ,, ხარები ერთმანეთს ერჩიან და თავზე ახტებიან. ასეთ დროს სირბილით ტოვებენ მათ ჯოგს და შეიძლება გადაგიარონ. აქ, ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება.“

საქონლის ბაზრობა ქალაქ მარნეულიდან დაახლოებით 2 კილომეტრშია. ის სოფელ ყიზილაჯლოს სიახლოვესაა. თუმცა აქ მარნეულის მოსახლეობა არც მთავრი მყიდველია და არც გამყიდველი. გარდაბნელი ქარიმ მემედოვი ამბობს, რომ მის ცხვარს მყიდველი გარდაბანშიც ჰყავს, თუმცა აქ ერთბაშად ბევრის გაყიდვა შეუძლია.  

ამ ორომტრიალის გვერდით უცნაური სანახავები არიან ცხენებზე მოჯირითე ახალგაზრდები. თუმცა, როგორც ვიგებთ ეს ცხენების გასაყიდად მოწყობილი პიარ სვლაა. ამით მყიდველს აჩვენებ, როგორი მარდი ცხენი ყავთ და მის ყურადღებას იქცევენ. ცხენების უმრავლესობა კი ბაზრობაზე ისეთია, რომ მასზე ამხედრებული ნებიმიერი პრინცის დაწუნება შეიძლება. უუნაგირო ცხენებს მხედრის ფეხის გასმისგან გვერდებზე ბეწვი აქვთ ამძვრალი. ცხენები გამხდრები და ტალახიანები არიან. მთელ ბაზრობაზე სულ ორი ცხენი თუ მოგეწონებათ. ,, ეს ცხენები ძირითადად ტვირთის საზიდათ უნდათ, მაგრამ ზოგჯერ საჯირითო და ჯიშიან ცხენებსაც ყიდიან. თუმცა არც ესენი არიან ცუდი ცხენები. მათ, უბრალოდ, კარგი მოვლა სჭირდებათ. აქ ყველაფერს თავისი მყიდველი ყავს“ – საუბრობენ ცხენების გამყიდველები. 

მარნეულის საქონლის ბაზრობა ქვემო ქართლში საქონლის ვაჭრობის ცენტრია. მიუხედავად ბევრი გასაყიდი პირუტყვისა აქ თავისი მყიდველის გარეშე არავინ რჩება. თუმცა მანქანებზე მიბმული საქონლის, თუ წკეპლის დარტყმით ერთ ადგილას გაჩერებული შეშინებული პირუტყვის ნახვისას პირველი გრძნობა რაც გიჩნდება – დიდი სიცოდილია ამ ცოცხალი არსებების მიმართ.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=137

Related Posts

რუსთავის თვითმმართველობამ პირობა შეასრულა

7 თებერვალს ვწერდით. რომ რუსთავის თვითმმართველობა საკრებულოს სხდომის თარიღს თავის ოფიციალურ საიტზე არ აქვეყნებს. რის გამოც სხდომებზე დასწრება ადგილობრივი ჟურნალისტების...

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერის ხიბლი

რუსთავის მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე 208 000 ლარი დახარჯა. მან საჭირო საქონელი და მომსახურება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“ და შპს „ჯეოტურისტ+“.

ბაღების გაერთიანება ,,მოწონებული“ დირექტორის წასვლას, თუ გაშვებას მისტირის

რუსთავის ბაღების გაერთიანებას სულ, რაღაც სამი  თვით ყავდა ახალი ხელმძღვანლი, ირმა მესხი. მესხმა გაერთიანების  დირექტორი, ზაქრო დათუაშვილი შეცვალა. დღეს კი...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

„ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო ყველაზე და ყველაფერზე“

თეთრიწყაროში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: სკოლა, სახლი, ცეკვა, ფორტეპიანოს გაკვეთილები, … სანამ რამდენიმე ახალგაზრდის ძალისხმევით 2016 წლის 16...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს

ჩეჩნები საქართველოში – ლტოლვილის სტატუსის მნიშვნელობა ადამიანის წამებისგან დასაცავად/ Chechens in Georgia – The importance of refugee status in protecting a person from torture

რამზან ახიადოვის საქმე ეს სტატია ქალაქ რუსთავში იწერება. რამდენიმე თვის წინ ამავე ქალაქის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური...

„წინწყაროს საკვირაო სკოლას“ თეთრიწყაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ სათემო ფონდ “კოდორი 2013”-თან პარტნიორობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: „სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა...

რუსთაველთა ბინებში გაწვიმდა

რამდენიმე დღის წინ რუსთავის 21-ე მიკრო რაიონის მე-7 სართულზე  გაწვიმდა. სახურავიდან თოვლის დნობის შედაგად წარმოქმნილმა  წყალმა ცხრა სართულიანი შენობის სამი...

იაფი, მაგრამ არაკომფორტული – მუნიციპალური ტრანსპორტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ერთ-ერთი ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით მგაზრობა რუსთავშია. ყვითელი ავტობუსით სარგებლობისთვის რუსთაველები 20 თეთრს იხდიან, თუმცა ავტობუსების რაოდენობით...

“როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”

კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა.

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ...

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტების ხარისხი

ქვემო   ქართლში  მუნიციპალიტეტების  საშუალოვადიანი  განვითარებისა  და  პრიორიტეტების   დოკუმენტების  ხარისხის  მონიტორინგის ანგარიში

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *