16.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ერთი ყველასთვის – ყველა ერთისთვის

დღეს, სამოქალაქო სოლიდარობის აქცია, თბილისისი ექვს მოედანზე, ერთროულად დაიწყო. ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული მემკვიდრეობა – სწორედ, ამ ექვსი თემის გარშემო გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებამ სოლიდარობა ერთმანეთს.

თავისუფალი მედიის მთავარი ჭირისუფლები ისევ ჟურნალისტები იყვნენ, ადამიანის უფლებების – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. კულტურული მემკვიდრეობა, სხვა არასამთავრობოებთან ერთად, ალეკო ელისაშვილის ,,ტფილისის ჰამქარმა” დაიცვა. გარემოზე ზრუნვა კი აქციის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა ,,მწყვანე ალტერნატივამ” ითავა.

მედიის მხარდასაჭერი აქცია ავლაბრის მეტროსთან დაიწყო. საყვირების ხმის ფონზე 20-მდე ჟურნმალისტი თავისუფალ მედიას ითხოვდა. ,,არა პროპაგანდას”, ,,გაანთავისუფლეთ მედია” – მსგავსი სლოგანები ეწერათ სახელდახელოდ მომზადებულ პლაკატებზე.

ფოტოაპარატებით შეირაღებული ახალგაზრდები გამვლელების ყურადღებას იქცევდნენ.

მოქალაქეები, მათ აქციის შესახებ ეკითხებოდნენ. სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს ჟურნალ ,,ლიბერალი”-ს რედაქტორი შორენა შავერდაშვილი ესაუბრებოდა. ,, ამ კამპანიის პათოსიც ისაა, რომ ერთ ადამიანს ბევრის გაკეთება შეუძლია, თუკი აქტიურად მოითხოვს თავისი უფლებების დაცვას. ამის გაკეთება კი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. თუნდაც იმით, რომ არ ჩართოს ტელევიზორი. მე პირადად სამი წელია არ ჩამირთავს. ეს ერთგვარი პროტესტია” – უხსნიდა შავერდაშვილი ახალგაზრდას, რომელსაც ერთი კითხვა აწუხებდა: ,,რა შეიცვლება მსგავსი აქციებით?”

მსგავსი ერთი აქციით, რომ სხვადასხვა სფეროში დაგროვილი პრობლემები ვერ მოგვარდება, აქციის ძირითად მამოძრავებ ძალას კარგად ესმოდა. მედიის მხარდამჭერებს, გუდიაშვილის მოედანზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ელოდნენ.

,,ჩვენ საზოგადოებაში, სამწუხაროდ სოლიდარობის პრობლემაა. როდესაც ჩნდება პრობლემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ,, ტფილისის ჰამქრის” გასაპროტესტებელია და ასევე ხდება სხვა თემატიკის პრობლემების გარშემოც. ვთვლი, რომ ყველამ ერთად უნდა გავაპროტესტოდ მსგავსი საკითხები, რადგან ეს ყველასი საქმეა და არა რომელიმი ერთი საზოგადოებრივი გაერთიანების „ – საუბრობდა ,,ტფილისის ჰამქარი”-ს ხელმძღვანელი ჟურნალისტი, ალეკო ელისაშვილი. ჰამქარი, რომელსაც თბილისზე მზრუნველი საზოგადოების გაერთიანებასაც უწოდებენ, დღეს გუდიაშვილის მოედნის გადარჩენას ცდილობს.

სხვადასხვა სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი გაერთიანებების, ჟურნალისტების და ოპერატორების გვერდით, მათზე არანაკლებად ყურადღებას იქცევდა, დაახლოებით 10 წლის ბიჭი. მას ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით ,, თავისულფება მედიას”. მასთან საუბრისას გავიგეთ, რომ აქციის მონაწილეებს გზად შეუერთდა და ახლა ერთი კითხვა აწუხებს ,,ვინ გოგო დაიჭირეს?”. შემდეგ გოგოს სახელი დაგვიზუსტა – მედეა. ,, აი, აქ ხო წერია თავისუფლება მედეასო. ვინ არის ეს გოგო, რატო დაიჭირეს?” – გაგვიზიარა თავისი კითხვა და წუხილი.

დღეს, არავინ დაუჭერიათ და აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაირა. თუმცა გუდიაშვილის მოედანს ,,დამჭერების” ყურადღება არ აკლდა. მოედნის გარშემო დაბურულმინებიანი მანქანების რიგი იდგა.

,, სიმართლე გითხრათ ეს არ მიკვირს. თავიდან, როდესაც აბსოლუტურად უწყინარ აქციებს ვაწყობდით გუდიაშვილის მოედნის დასაცავად, მაშინაც ასე იდგნენ. რას ვიზამთ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ” – ამბობდა ალეკო ელისაშვილი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=134

Related Posts

თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე

პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის  გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების ...

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც...

რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია...

გოგონები დაბა კაზრეთში პოზიტიური ცვლილებებისთვის

პროექტის მიზანია დაბაში მცხოვრები გოგონების/ქალების გააქტიურება - ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებებისთვის. პროექტის მონაწილეებს უტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები:

რატომ 0,75-ით ? – ბანკები წყლის და ბუნებრივი აირის გადასახადზე საკომისიოებს საკუთარი ნება-სურვილით აწესებენ

კომერციული ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან საყოფაცხოვრებო გადასახადების საკომისიოების ზრდაში. ეს სიახლე ყველაზე მეტად ,,ლიბერთი ბანკს” შეეტყო. თუ ახლო წასრულში თითქმის ყველა...

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

ცრუ მედია ორგანიზაციები, ანონიმური გვერდები, პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაცია – სოციალური მედიის უახლესი მონიტორინგი/sosial medianın son dövrə olan monitorinqi

ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებას სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები გააცნო. დოკუმენტი ანგარიშის სახითაა მომზადებული და მოიცავს საქართველოში სოციალური მედიის სივრცეში 2020...

“კომპანია RMG -ის დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი” – მწვანე ალტერნატივა

„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია RMG – ის მუშაობის არეალში, ბოლნისისა და...

სოფელი ჯორჯიაშვილი – პროტესტის მცირე შედეგი და უცვლელი დიდი პრობლემა

მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯორჯიაშვილის დასახლებაში 721 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი, დღეს, წყლის პრობლემის წინაშე დგას.ადგილობრივები მართავენ აქციებს, ჰყვებიან...

თვითმმართველობის მთავარი პრინციპი სისტემატიურად ირღვევა

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა არაერთხელ მოამზადეს სტატიები იმის თაობაზე, რომ რუსთავის თვითმმართველობა საკარებულოს სხდომის თარიღს თავის ოფიციალურ საიტზე არ აქვეყნებს...

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

რეპორტაჟი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ცურტავი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის...

შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებს ქვემო ქართლის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორი გაეცნო

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში. სწორედ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ონლაინ შეხვედრა ქვემო...

#აკონტროლე – რუსთავის მუნიციპალიტეტის ტენდერები

რუსთავის პრობლემების ხუთეულში თუ არა, ათეულში მაინც შედის, ქალაქის საბავშვო ბაღებში არსებული ადგილების სიმცირე. ყოველ წელს, ბაღში ბავშვების რეგისტრაციისთვის, ონლაინ...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *