KAS პოლიტიკური განათლების აკადემია აცხადებს მიღებას 2025 წლის ნაკადზე

კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) აცხადებს აპლიკაციების მიღებას პოლიტიკური განათლების აკადემიის 2025 წლის ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამის მიმოხილვა:

KAS-ის პოლიტიკური განთლების აკადემია 19-23 წლის ახალგაზრდებს სთავაზობს შესაძლებლობას, გაიღრმავონ ცოდნა პოლიტიკური ლიდერობის, დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებების მიმართულებით. ინტენსიური სამეტაპიანი პროგრამის მეშვეობით, მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას,  რომელიც მოიცავს:

  1. თეორიულ (ინტერაქციული შეხვედრები და სემინარები) ეტაპს (აპრილი, 2025)
  2. პროექტის განხორციელების ეტაპს (ზაფხული, 2025)
  3. პრაქტიკული სიმულაციის ეტაპს (შემოდგომა, 2025)

პოლიტიკური განათლების აკადემია ეფუძნება წინასწარ შემუშავებულ პროგრამას, რომლის მიზანია შერჩეულ ახალგაზრდებს შეუქმნას შესაძლებლობა, გაიმყარონ  ლიდერობისთვის აუცილებელი უნარები და გახდნენ დემოკრატიული ღირებულებების დამცველები, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოების საერთო კეთილდღეობის შექმნაში.

შერჩევის კრიტერიუმები:

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტები უნდა:

  • სწავლობდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (საბაკალავრო საფეხურზე);
  • იყვნენ 19-23 წლის;
  • ჰქონდეთ დაინტერესება დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში;
  • მზად იყვნენ, გაიარონ პროგრამის სამივე ეტაპი;
  • ფლობდნენ ინგლისურ ენას (B2 დონეზე);

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგი საბუთები:

  1. ესე  (ქართულ ენაზე, არაუმეტეს 1200 სიტყვისა) თემაზე: “სამოქალაქო თავისუფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების როლი თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ფორმირებაში“
  2. CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე) – უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აკადემიური განათლების, პროექტებსა და საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის შესახებ.
  3. რეკომენდაცია აკადემიის კურსდამთავრებულისგან (მაქსიმუმ 500 სიტყვა)

გასაუბრების ეტაპი:

წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები მიწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 24 მარტი.

გთხოვთ, განაცხადები უნდა გაგზავნოთ შემდეგ მეილზე: shorena.gharibashvili@kas.de