ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდები სოციალური სერვისების გაძლიერებას ცდილობენ

„მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“ ახორციელებს პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების მიწოდებაში.” პროექტის ფარგლებში მოხდა არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, როგორიცაა: გარდაბანში სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტის კადრების დეფიციტი; პროფესიული გადაწვის რისკი; ინტერესის ნაკლებობა ამ პროფესიების მიმართ.

მარტყოფის ცენტრმა უკვე იმუშავა ახალგაზრდებში ინფორმირებულობისა და დაინტერესების გაზრდისთვის, სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტის პროფესიების მიმართ; გარდაბნის მუნიციპალიტეტთან ადვოკატირება ადგილობრივი ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებაზე, მათ მიერ სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტის პროფესიების არჩევისას; საინფორმაციო ონლაინ და ოფლიან კამპანიის წარმოება საზოგადოებაში სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტის პროფესიების არსზე, მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.

პროექტს აქვს კონკრეტული შედგები. მისი დახმარებით გადამზადდა 21 სათემო ლიდერი, შეიქმნა გადამზადებული ახალგაზრდების ქსელი, საინფორმაციო სათემო შეხვედრებს დაესწრო 130 მოსწავლე, სასწავლო ვიზიტს დაესწრო 20 ახალგაზრდა საინფორმაციო კამპანიამ ჯამში მიაღწია 6 300-იან აუდიტორია და შეიქმნა მოკლე ვიდეოები დეფიციტური პროფესიების შესახებ.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვავე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) თანამშრომლობით.

QvemoQartli.ge