21 წლის მათე დევიძე პატიმრობაში დატოვეს
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 21 წლის მათე დევიძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მას ბრალი წარდგენილი აქვს სამ პოლიციელზე თავდასხმისთვის, რომლის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფოტო: ტაბულა