16.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან საქართველო-სომხეთის ერთ-ერთი საზღვარი გადის. აქ ორ ქვეყანას მდინარე დებედა ყოფს.

დებედას მარჯვენა სანიპიროზე ნაძვნარია. ერთი სიმაღლის ნაძვები მათ პირდაპირ მთაზე გაშენებულ სოფელს უყურებს. ნაძვნარი სომხეთის ტერიტორიაა, ხოლო სოფელი რომელიც მდინარის მეორე მხარესაა საქართველოსი. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი თაზაქენდი არის აქ ბოლო სოფელი, რომლითაც საქართველოს საზღვარი მთავრდება.

მთაზე გაშებნებულ საზღვრისპირა სოფელში 100 ოჯახი ცხოვრობს. გარემო მთიანია. რჩება შთაბეჭდილება, რომ სოფლის ყველა სახლი თითო გორაზე დგას. სოფლის გზაც უსწორმასწოროა – აღმართებისა და დაღმართებისაგნ შედგება. თაზაქენდს დაახლოებით 35 კილომეტრი აშორებს მარნეულისგან.

სოფელში მდინარის ხმაური ისმის. დებედა გაზაფხულის სეზონზე უხვწყლიანია. ,, აქ კარგი თევზი იცის. ხშირად, ვთევზაობთ. რა ვქნათ სამსახური არავის აქვს და ხან რითი ვირჩენთ თავს და ხან რითი.

საზღვრის სიახლოვე ჩვენთვის არავითარი სარგებლის მომტანი არ არის. სომხეთში არ გადავდივართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის მანდ გადასვლა სარისკოცაა” – ამბობენ თაზაქენდის ,,ცენტრში” მდგარი ადგილობრივები. მათ უკვირთ, რატომ გაგვიჩნდა კითხვა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით.

,, ჩვენ სომხეთში ვაჭრობისთვის და სხვა საქმიანობისთვის არ შევალთ. ამაზე აქ არავინ ფიქრობს. ჩვენი საზრუნავი მიწაა, რომელიც სოფლის მოსახლეობას არ გვყოფნის. ერთ კაცს აქვს მიწის დიდი ნაკვეთი გაფორმებული და დანარჩენები შორიდან შევყურებთ მას. მთავრობა ვერაფერს გვშველის, რადგან მიწა მასზეა გაფორმებული. ამის გარდა გვაქვს გაზის პრობლემაც, თუმცა უმუშევრობა მაინც ყველაზე მეტად გვაწუხებს.

სხვა მხრივ, თვითონაც ხედავთ მშვიდი სოფელია, კარგი და თბილი ხალხი ცხოვრობს. სკოლაც გვაქვს. სხვათაშორის ახალი მასწავლებელი გვყავს ქართულის” – საუბარში სხვა ადგილობრივებიც ერთვებიან.

ახალი მასწავლებლის შესახებ, ჩვენ ინფორმირებული ვართ. თითქმის ყველა სკოლის ასაკის თაზაქენდელი, რომელიც შეგვხვდა მეტ-ნაკლებად საუბრობს ქართულად. და კიდევ ერთი, როცა ჩვენი კითხვა ქართული ენის ცოდნას ეხება, ადგილობრივი ბავშვები ერთი და იგივე ქართულ ლექსს ყვებიან. ორ სტროფიანი ლექსი ,, დიდ დრუნჩიან დათვზე” აქ, ყველა ასაკის ბავშვმა იცის. ეს როგორც გავიგეთ ნინო მასწავლებლის დამსახურებაა.

სოფლის სკოლას, ლურჯი ფერის ახალი შეღებილი, ერთსართულიანი შენობო წარმოადგენს. ეზო მოწესრიგებული და მოვლილია. შესასვლელი კარი ხისაა. გარემო მყუდრო და მშვიდია. ჩვენი სოფელში სტუმრობის დღე კვირაა, ამიტომ სკოლა ცარიელი გვხვდება.

თაზაქენდში ოჯახები ბაირამის დღესასწაულისთვის ემზადებიან. აცხობენ ტკბილეულს – სამზადისი სახლის წინ გაკეთებულ შეშის საცხობთან მიდის.

,, იმდენ შაქარს და კარაქს ხარჯავენ მაგ ნამცხვრისთვის კი უნდა იყოს გემრიელი” – ამბობს ოჯახის უფროსი ნამიქი, რომელიც საცხობთან მდგარ ქალებს ეხუმრება. ქადების გამოცხობას სოფლის ბავშვებთან ერთად იქვე მჯდარი ძაღლიც ელოდება.

იგი ქადას ჩვენი წყალობით დაეპატრონა.. გასაცილებლად გამოყოლილ ქალებს ერთი ჯამი ქადა უყურადღებოდ დარჩათ.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=112

Related Posts

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის (R)

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან  – ნაკრები 2 ₾, ...

წინწყარო წყაროს იმედად რჩება

„ონკანი?! ეგ რისთვისაა?!“ –  ასე ჟღერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს მოზარდების ერთ-ერთი საყვარელი ხუმრობა. სოფელს უკვე წლებია სასმელი და სარწყავი...

პირველად საქართველოში, თიბისიმ ონლაინ განვადების ციფრული არხი შექმნა (R)

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, დღეიდან, Tbcganvadeba.ge–ზე განვადების სერვისით სარგებლობა უკვე სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ამისათვის, მომხმარებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალიდან, მისთვის...

მეორე ტური – პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო უბნებთან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, სამოქალაქო სექტორის ნაწილი, შეზღუდული რესურსებით და შემცირებული სადამკვირვებლო ჯგუფებით აკვირდებოდა. ორგანიზაციების ნაწილმა კი უარი თქვა არჩევნების...

წყლის რესურსები და ევროკავშირის პოლიტიკა /Su resursları və Avropa İttifaqının siyasəti

მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს. მთლიანად საქართველოს მტკნარი წყლის რესურსები წარმოდგენილია: მდინარის ჩამონადენის ზედაპირული და მიწისქვეშა მდგენელებით,...

რუსთავს ახალი წლის “ლამაზად” შეხვედრა 114 482 ლარი დაუჯდა

საახალწლო სამზადისის დაწყებისას, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსთაველები „ლამაზად“ შეხვდნენ ახალ წელს. ახლა, როდესაც...

რუსთავში ჯანდაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დღეს, რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, სოციალური სამსახურების თანამშრომლებს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის თემა...

რუსთაველებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ ელით –

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” იწყებს მუშაობას. პროექტი, რომელიც ,,ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” დაფინანსებით ხორციელდება  დემოკრატიული პროცესების ხელისშეწყობას ისახავს მიზნად. ცენტრი,...

ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ბედი გაურკვეველია

2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რუსთავის მერიის მიერ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. ითქვა, რომ...

უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების...

ენმ: „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან, ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ მგელაძე,მმართველ პარტიას ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე...

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტების ხარისხი

ქვემო   ქართლში  მუნიციპალიტეტების  საშუალოვადიანი  განვითარებისა  და  პრიორიტეტების   დოკუმენტების  ხარისხის  მონიტორინგის ანგარიში

,,კარდაკარმა” ბინა რუსთავის მერიაში დაიდო

დღეს, რუსთავში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა. კომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო.  ,, ქვემო ქართლი რთული რეგიონია,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *