მარნეულში ადგილობრივი ოპოზიციონერები სამართლიან არჩევნებს ითხოვენ

მარნეულში ,, ქართული ოცნების” ოფისმა დაიწყო მუშაობა. მის ოფიციალურ გახსნას ჟურნალისტები არ დასწრებიან, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ მედიას არ ჰქონდა. თუმცა დღეს, ,, ქართული ოცნების” ადგილობრივი წარმომადგენლები ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობენ. 

მაშინ, როდესაც ჩვენ მარნეულში ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ესაუბრებოდა, მარნეულის შსს წარმომადგენელი ოფისიდან 10 მეტრში მდგარ დაბურულ მინებიან, შესტში იყინებოდა. ივანიშვილის თბილ ოფისში კი საუბრები მარნეულის მოსახლეობის განწყობებზე და მათ სამომავლო გეგმებზე მიდიოდა.

გვესაუბრება ,,ქართული ოცნების” წევრი პარტიის, რესპუბლიკელების მარნეულის რაიონის კომიტეტის ხელმძღვანელს, ქამილ ალიევი.

– როგორც კი ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება ,,ქართული ოცნების” დაარსებაზე – ამას დიდი რეზონანსი მოყვა მარნეულის რაიონში. მოსახლეობა არის დაინტერესებული ბიძინა ვინალშვილის პოლიტიკაში მოსვლით. მათ გაუჩნდათ იმედი, რომ ქვეყნის სათავეში მოვა სამართლია ადამიანი, რომელიც სამუშაო ადგილების გაზრდას შეუწყობს ხელს.

– ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ივანიშვილს თუნდაც იმიტომ დაუჭერს მხარს, რომ რუსეთში თავისუფლად გადასვლა და მცირე ბიზნესისი წამოწყება შეეძლოს. ,, ქართული ოცნება” მარნეულის მოსახლეობის დაინტერესებას, მხოლოდ, რუსეთის ფაქტორით ახდენს?

– ეს მხოლოდ ერთი საკითხია. ისე, ხომ გსმენიათ მეზობელი ხშირად, ნათესავზე ახლობელია. ყველა ქვეყანას შეძლებისდაგვარად ნორმალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თავის მეზობელთან. რუსეთში ბევრი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს დღეს და მუშაობს.

,, ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიგრაციაში წასულ ხალხს სამუშაო ადგილები საქართველოში ქონდეთ და აქ იცხოვრონ.

დღეს ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის დარგში. ხალხს კაპიკებში უწევს მისი მოყვანილი ხილის, თუ ბოსტნეულის გაყიდვა. უჭირს ზამთარში შეშის ყიდვა, რადგან ფასებია გაზრდილი და ა.შ.

ივანიშვილმა 1 მილიონი ლარი შესთავაზე სააკაშვილს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა დამდგარიყო ფეხზე, მაგრამ ასეთი სურვილი არ აქვს მთავრობას. მათ უნდათ, რომ მოსახლეობა ღარიბი და რაც მთავრია მათზე დამოკიდებული იყოს. ასე ბევრად უფრო ადვილია ხალხის მართვა.

– არჩევნებისთვის სამზადისი დაიწყეთ? მარნეულის სოფლებში მოსახლეობის განწყობა არ ვიცი, თუმცა გარდაბნის მაგალითზე თუ ვიტყვით სოფლებში მოსახლეობამ ოპოზიციური პარტიების სახელწოდებებიც არ იცის. ამ მხრივ, როგორი ვითარებაა მარნეულის სოფლებში?

– არჩევნები ყოველთვის უსამართლოდ და გაყალბებითი ტარდებოდა მარნეულში.

ჩვენს რაიონში ოფიციალურად 96 000 ამომრჩეველია დაფიქსირებულია. ჩნდება კითხვა საიდან გაჩნდა ეს ციფრი, როდესაც 2003 წელს მარნეულის რაინში 60 000 ამომრჩეველი იყო. ხოლო, 2008 წელს დაახლოებით 80 000. თქვენი აზრით მოსახეობის ასეთი მკვეთრი მატება ბუნებრივია?

რეალურად კი არჩევნებზე 15 000 ამომჩეველი მონაწილეობს, დანარჩენი 81 000 ხმები კი მთავრობას ჯიბეში უდევს.

,,ქართული ოცნების” და რესპუბლიკური პარტიის მიზანია სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაა. ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

– ზოგადად, ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მოსახლეობის აზერბაიჯანული ნაწილი ხმას ყოველთვის სააკაშვილს და სამთავრობო გუნდ არძლევს.

– არ არის ეს სწორი ინფორმაცია. მთავრობას ხმას აძლევენ გამგეობის თანამშრომლები, სკოლის, ბაღის მასწავლებელები და სოფლის ადმინისტრაციებში მომუშავეები. ასევე ამ ხალხის ნათესავები და მეგობრები.

მათ ხმებს კი დიდი გაყალბები ემატება და გადიან შედეგებზე.

არჩევნების გაყალბების გზით, ხელმძღვალეობაში მოყავთ ისეთი ადამიანები, რომელთა დაკავება და დაპატიმრება მერე თვითონვე უწევთ. საუბარი მაქვს მარნეულის საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე – აივაზ ისმაილოვზე. ჯერ თვითონ დასვეს ამ ადგილზე და შემდეგ 2 თვეში ქრთამის აღებისთვის დაიჭირეს. ჩემი აზრით, საკრებულოს სხვა წევრებსაც, რომ ჰქონოდათ სინდიდი უნდა გადამდგარიყვნენ.

,, ქართული ოცნება” და რესპუბლიკელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთ უსამართლობას არ ქონეს ადგილი და სამართლიანი არჩევნები მივიღოთ. დღეს ბევრი ადამიანი ჩუმად მხვდება ქუჩაში და მეუბნება, რომ ჩვენი მხარდამჭერია, მაგრამ ოფისში პოლიციის შიშით ვერ შემოდის. იცის, რომ თუ შემოვა აუცილებლად შუექმნიან პრობლემას და დააჯარიმებენ. ეს იმ ადამიანებს ეხებათ ვისაც მცირე ბიზნესები აქვთ, ვინც უმუშევარია და ფინანსურად დასაკარგი არაფერი აქვთ ჩვენთან ღიად ურთიერთობს.

რაც შეეხება სოფლებს, ჩვენ აქტიურად დავდივართ და ვმუშაობთ ხალხთან. ეს მუშაობა ჩვენ ეხლა არ დაგვიწყლია. გასული წლის მანძილზე სისტემატიურად ჩავდიოდით მათთან. მე არ მინდოდა მოსახლეობას ეთქვა, რომ ისინი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა არჩევნები მოგვადგება კარს.

ასე, რომ მარნეულის მოსახლეობის განწყობები ჯანსაღია. მათი ერთადერთი სურვილი სამართლიანი   არჩევნები

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=103