გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს

დღეს, თბილისი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორუმს მასპინძლობდა ბიზნესფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები – ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი, შაჰინ მუსტაფაევი და ბიზნეს საზოგადოება ესწრებოდა.

თითქმის ყველა მინისტრის გამოსვლა მსგავსი იყო. სამივემ ხაზი გაუსვა ერთმანეთში მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების უდიდეს მნიშვნელობასა და გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე. ,, ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა, რომ ფორუმზე იმდები ბიზნესმენი ჩამოვიდა – დარბაზში ადგილი აღარაა და ფეხზე უწევთ დგომა”- ამბობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვერა ქობალია.
მეზობელი ქვეყნების ბიზნეს ფორუმზე ხდებოდა იმ პროექტების ხაზგასმა, რომელსაც დღემდე წარმატებით ერთობლივად ახორციელებენ.


ერთი ახალი პროექტი, რომლის დაწყებაზეც ფორუმზე გახდა ცნობილი გარდაბნის რაიონს ეხება. ,, საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” ფორუმის ფარგლებში გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი თურქულ კომპანია “MIMSAN group “-სთან, რომელიც გულისხმობს გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობას. როგორც ,, საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფის” დირექტორმა ნათია სურმავამ განცხადა, თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე 300-მდე ადამიანი დასაქმნდება, ხოლო მისი ექსპლუატაციაში შევლოს შემდეგ 100 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საქართველოში აზერბაიჯანის ინვესტიციეზე აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათი თქმით, დღეს საქართველოში 270 აზერბაიჯანული კომპანია მუშაობს. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი, შაჰირ მუსტაფაევი განმარტავდა, რომ ბიზნეს ფორუმმა წარმატებით ჩაირა და ფორუმის მონაწილე ქვეყნებმა თავიანთი თანამშროლობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

მსგავსი განცხადება გააკეთა მისმა კოლეგამ, თურქეთის ეკონომიკის მინისტრმაც. მისი თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ერთობლივი პროექტები კიდევ უფრო განვითარდება.

შემდეგ ბიზნეს ფორუმს, სადაც კვლავ სამი ქვეყანა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი იქნება წარმოდგენილი, მაისში ყარსი უმასპინძლებს, ხოლო აგვისტოში აზერბაიჯანი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=54