04.06.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

პირველად პოლიციაში – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

პრობლემა

გასული წელს,  15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მოზარდი გარდაიცვალა. ტრაგიკულ  შემთხვევას წინ უძღვოდა ლუკა სირაძის რამდენიმე საათიანი [დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე] დაკითხვა თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ტერიტორიაზე, უკანონო შეღწევის და კედლების მოხატვის ფაქტზე. დაკითხვა ჩატარდა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში.

დღეს სირაძის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ორგანიზაციის განცხადებით გამოკითხვისას მოზარდი  პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„ არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან – საია.

უფლებადამცველები ლუკა სირაძის საქმეზე, არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებზე აქტიურად საუბრობენ. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ხაზს უსვამს იმ  გარემოებას, რომ სირაძის საქმე არ არის ერთადერთი, რომელიც  ააშკარავებს სახელმწიფო უწყებების „რეპრესიულ და კარცერულ“ ბუნებას.

 „ჩვენი გამოცდილება არაერთ მსგავს შემთხვევას გვახსენებს [მათ შორის, დემურ სტურუას, ა. კვირიკაშვილის საქმეები] და საზოგადოებას კვლავაც არ აქვს პასუხები, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ წარსულში მსგავს ტრაგედიებზე. EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სხვადასხვა აქტორების მონაწილეობით, გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს“ – EMC.

საერთაშორისო პრაქტიკა

როგორ უნდა წარიმართოს ბავშვის დაკითხვა?

პეკინის წესების [1985 წლის 29 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია] თანახმად, მშობლებს ან მეურვეს აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს მათი დასწრება არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია უარი უთხრას მათ ასეთ მონაწილეობაზე, თუ არის საფუძველი ვარაუდისა, რომ ეს აუცილებელია არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე. სახელმწიფოთა უმეტესობა არა მხოლოდ უშვებს მშობლების ან მეურვის დასწრებას, არამედ მოითხოვს, რომ პოლიციის მიერ ბავშვის ნებისმიერი დაკითხვის ჩატარებას დაესწრონ მშობლები ან სხვა სათანადო უფროსი. პრაქტიკაში, მშობლის დასწრების უფლებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მშობელს ეცნობა ვითარების შესახებ და თუ მშობელს ეძლევა საკმარისი დრო, რომ მივიდეს დაკითხვის ადგილზე. მიზანშეწონილია, რომ მშობლებს მიეცეთ გარკვეული პერიოდი პოლიციაში მისასვლელად და დაკითხვა არ დაიწყოს მათ მისვლამდე.[1]

„ მშობლის თანდასწრება ემოციურ მხარდაჭერას გაუწევს ბავშვს და უზრუნველყოფს, რომ ის მარტო არ დაუპირისპირდეს ისეთ ვითარებას, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან სტრესული იქნება მისთვის მარტო ყოფნის შემთხვევაში. და კიდევ, მშობლის დასწრების ერთ-ერთი მიზეზი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვმა გაიგოს ნათქვამი, როგორც შინაარსის, ისე ენის თვალსაზრისით, და რომ მას მიეცეს საკუთარი მოსაზრებების ნათლად გამოხატვის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს შეუძლიათ სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენა, ისინი, მათი ასაკიდან გამომდინარე, უფრო მეტად ექვემდებარებიან ოფიციალური პირების მხრიდან ზეწოლას და, ამგვარად, შეიძლება წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს არასაიმედო, დეზინფორმაციულ ან თვითმამხილებელი. იმაში დასარწმუნებლად, რომ ბავშვის მიერ მიცემული ჩვენება ნებაყოფლობითია და არა იძულებითი, მშობელი ან სხვა სათანადო უფროსი ყოველთვის უნდა ესწრებოდეს ბავშვის დაკითხვას დანაშაულთან დაკავშირებით“ – ქეროლინ ჰამილტონი, ესექსის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და ბავშვთა სამართლებრივი ცენტრის დირექტორი(CLC).

ქეროლინ ჰამილტონის აზრით, შესაძლებელია, მხოლოდ მშობლის დასწრება არ იყოს საკმარისი პოლიციაში ბავშვის უფლებების დაცვისათვის. აუცილებელია იურისტის დახმარებაც, ბავშვის საუკეთესო ინტერესებოდან გამომდინარე. ამის შესაძლებლობას კი საერთაშორისო სამართალი გვაძლევს – ბავშვის უფლებათა კონვენციის 37- მუხლი ითვალისწინებს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუყოვნებლივ მიიღოს სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება. ამასთანავე, კონვენციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის (II) ნაწილის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული ბავშვი იყოს უზრუნველყოფილი “სამართლებრივი ან სხვა აუცილებელი დახმარების მიღებით, თავისი დაცვის მომზადებისა და განხორციელებისათვის“.

საქართველოს კონონდებლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე -დაკითხვის ნაწილი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელ ძირითად სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელიც არეგულირებს არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივიდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხებს.  ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით არასრულწლოვანი არის 18 წლამდე ასაკის დაზარალებული, მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი.

არასრულწლოვნებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ 14 წლის ასაკიდან, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 16 წლის ასაკიდან.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, ადვოკატები, მოსამართლეები.  სპეციალიზაციის არმქონე პირებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებაში.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობას იღებენ არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება იყვნენ  არასრულწლოვანი პირის არასრულწლოვნის მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე.  იმ შემთხვევაში თუ კანონიერ წარმომადგენელს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი უზრუნველყოფენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომლის ან სხვა სანდო პირის ჩართვას (საპროცესო წარმომადგენელი) პროცესში.  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდნენ ფსიქოლოგი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

არასრულწლოვანთა გამოკითხვა და დაკითხვა რეგულირდება ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 52-ე მუხლით.

რომლის თანახმადაც არასრულწლოვანი შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. საჭიროების შემთხვევაში პირი/მოწმე გამოკითხვის/დაკითხვის დროს სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის გამოკითხვისას/დაკითხვისას საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოფდეს  უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს რომ რეალობა პრობლემურია და მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არასრულწლოვნები ზარალდებიან. გასული წლის 16 დეკემბერს, მას შემდეგ რაც 15 წლის მოზარდმა ლუკა სირბილაძემ თვითმკვლელობა სცადა, გაეროს ბავშვთა ფონდმა  განცხადება გაავრცელა:

“არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა დაიცვას კანონთან კონტაქტში მყოფი თითოეული ბავშვის ღირსება და პატივი სცეს ბავშვის ასაკსა და გენდერთან დაკავშირებულ საჭიროებებს. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, შექმნან ბავშვის ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. კონვენციის მიხედვით დაუშვებელია ბავშვის იძულება, ჩვენება მისცეს მოწმის, ან სხვა ნებისმიერი სტატუსით და აღიაროს დანაშაული. ასევე აკრძალულია ბავშვის წამება, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური,  ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა.” [2]

ნახატის ავტორი: მარიამ გელაძე


პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და ააიპ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ დაკვეთით, პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.


[1] არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის სახელმძღვანელო მითითებები

[2] გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს დაცული იყოს ბავშვთა უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში

Related Posts

დაკარგული ტრადიციები და სასუქზე დამოკიდებული ნიადაგი

თინათინ მოსიაშვილი ვახტანგისი საქართველოს სასაზღვრო სოფელია აზერბაიჯანის საზღვართან. 2014 წლის აღწერით, აქ 2375 ადამიანი ცხოვრობს. აქაურები, გარდაბნის რაიონის სხვა სოფლების...

რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყაროს საკვირაო სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს:  სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და  აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის-ახალგაზრდა სამოქალაქო  აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში. ...

რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია...

გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს

დღეს, თბილისი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორუმს მასპინძლობდა ბიზნესფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები – ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი, შაჰინ მუსტაფაევი და ბიზნეს საზოგადოება...

რუსთაველთა ბინებში გაწვიმდა

რამდენიმე დღის წინ რუსთავის 21-ე მიკრო რაიონის მე-7 სართულზე  გაწვიმდა. სახურავიდან თოვლის დნობის შედაგად წარმოქმნილმა  წყალმა ცხრა სართულიანი შენობის სამი...

მარნეული – საქართველოს მასშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა

საქართველოში მაშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა მარნეულის მუნიციპალიტეტშია. რეგიონის ყველა რაიონში იციან, რომ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ცხენების მყიდველები,...

“როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”

კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა.

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზის პროექტს მოსახლეობის განსახლების გეგმა, ჯერაც, არ აქვს

დღეს, მუნიციპალური გავითარების ფონდში, რუსთავის-თბილისისი ჩქაროსნული გზის მშენებლობის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრას ორი დაინტერესებული მოქალაქე, ფონდის...

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით...

ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ბედი გაურკვეველია

2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რუსთავის მერიის მიერ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. ითქვა, რომ...

წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტების და სოფლის რწმუნებულების ხელფასები იზრდება

,, ჩვენ შეპირებისამებრ ვზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასებს” – გამოუცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა საკრებულოს წევრებს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა,...

მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც...

ხაიში – შეშინებული რესპონდენტები და სოფლის მთავარი პრობლემა

491 ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში. მათი დიდი ნაწილი სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია, ნაწილი კი შედარებით ახალი მოსახლე.უცნაურად თვალშისაცემია  სოფელში...

თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე...

იაფი, მაგრამ არაკომფორტული – მუნიციპალური ტრანსპორტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ერთ-ერთი ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით მგაზრობა რუსთავშია. ყვითელი ავტობუსით სარგებლობისთვის რუსთაველები 20 თეთრს იხდიან, თუმცა ავტობუსების რაოდენობით...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *