იმერაში წყლის პრობლემა, განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, სრულად მაინც ვერ მოგვარდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერაში  72 ოჯახი ცხოვრობს.  ადგილობრივების თქმით, მათ სასმელი წყალი ორი წლის წინ „მიუყვანეს“, მაგრამ იმ გარემოების გამო, რომ ერთ „მილზე“ რამდენიმე ოჯახია „დაერთებული“ –  წყალი პერიოდულად წყდება. სასმელი წყალი სოფელს ზოგჯრე კვირაზე მეტი არ აქვს, განსაკუთრებით პრობლემებია ზაფხულის თვეებში. „წინასწარ არავინ გვაფრთხილებს, რომ წყალი არ იქნება, ალბათ, თვითონაც არ იციან.

რომ ვიგებდეთ წინასწარ მოვიმარაგებდით მაინც. ამიტომ გვიწევს ხოლმე წალკიდან მოტანა ასეთ დროს“- საუბრობენ ადგილობრივები.

წალკის მერიის მოწოდებული ინფორმაციით: „წყალი სოფელს პერიოდულად გვალვების და დაბალი დებიტის გამო უწყდება.

სოფელ იმერაში სასმელი წყალი მოედინება 14 კმ. სიშორის მანძილიდან, გვალვების პერიოდში წყლის დებეტი არასაკმარისია, ასევე მანძილის სიშორის გამო ხშირად ხდება მილის დაზიანება და დროულად ხდება მისი აღდგენა“- გვწერენ წალკის მერიიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება, ხოლო უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ ¼ იყენებს. მსოფლიო ბანკის 2017 წლის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 20%-ს უსაფრთხო სასმელ წყალთან წვდომის უფლება ეზღუდება. ამ მონაცემებით საქართველოს წინ უსწრებს მეზობელი სომხეთი, უკრაინა, ბელორუსი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით მიხედვით, საქართველოში უსაფრთხო სანიტარულ სერვისებს მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი იყენებს. ქვეყნის მოსახლეობის 73%-ს უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებზე ხელი არ მიუწვდება. არსებული მონაცემებით, უსაფრთხო სანიტარიული სერვისების
კუთხით, საქართველოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს.

შენიშნვა: იმერაში აღნიშნული პრობლემის გარდა უამრავი სხვა გასაჭირი აქვთ. სოფელში მცხოვრები ეკომიგრანტები ბერძნების სახლებში ცხოვრობენ, რომელიც მათ საკუთრებაში არ არის. მუდმივად დგანან სახლებიდან გამოსახლეობის პრობლემის წინაშე. სოფელს ასევე არ აქვს ბუნებრივი აირი, საბავშვო ბაღი და ინტერნეტი.

მასალა მომზადდა კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: ინფორმაცია ცვლილებებისთვისწყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.”

QvemoQartli.ge