12.07.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო წყლის უფლება ეზღუდება

საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება, ხოლო უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ ¼ იყენებს. მსოფლიო ბანკის 2017 წლის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 20%-ს უსაფრთხო სასმელ წყალთან წვდომის უფლება ეზღუდება. ამ მონაცემებით საქართველოს წინ უსწრებს
მეზობელი სომხეთი, უკრაინა, ბელორუსი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი.

მსოფლიოს 160 ქვეყანა და მათ შორის საქართველოც მიიჩნევს, რომ უსაფრთხო სასმელი წყლისადმი შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნით, წყლის საშუალო რაოდენობად თითოეულ ადამიანზე 50-100 ლიტრი წყალია მიჩნეული. ხოლო 20-25 ლიტრი წყალი ის მინიმუმია, რომელიც თითეოულ ადამიანს უნდა მიეწოდებოდეს. წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის უფლების დარღვევით ირღვევა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებებიც, როგორებიცაა: განათლებისა და ჯანმრთელობის უფლება. ამავდროულად, წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების ხელყოფა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად მიიჩნევა.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის ⅓ ზე მეტი წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის. კანალიზაციის ქსელზე მიერთებული არ არის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ხოლო კანალიზაციიდან ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული არ არის მოსახლეობის ⅔ ზე მეტი.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით მიხედვით, საქართველოში უსაფრთხო სანიტარულ სერვისებს მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი იყენებს. ქვეყნის მოსახლეობის 73%-ს უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებზე ხელი არ მიუწვდება. არსებული მონაცემებით, უსაფრთხო სანიტარიული სერვისების
კუთხით, საქართველოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს.

გაეროს ბავშვთა ფონდმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2017 წელს, წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის კუთხით, საქართველოს სკოლებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს. ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველოს სკოლებში არსებული წყლის, სანიტარიისა და ჰიეგიენის კუთხით
საგანგაშო მდგომარეობაა. ქვეყანაში ყოველ მეოთხე სკოლას წყალი ან საერთოდ არ მიეწოდება, ან მიეწოდება თუმცაღა, მოსწავლეები აღნიშნულ წყალს ვერ იყენებენ. სკოლების მეოთხედს საერთოდ არ აქვს საპირფარეშო, ხოლო კიდევ 14%-ში აღნიშნული საპირფარეშოს გამოყენება შეზღუდულია.
სკოლების 27%-ში საერთოდ არ არსებობს ხელსაბანი, სადაც ბავშვები ტუალეტის შემდეგ ჰიგიენის დაცვას შეძლებდნენ.

საქართველოს სკოლებში სასმელი წყლის მიწოდება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა შეისწავალა სახალხო დამცველმაც. მის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქყვეყნის ტერიტორიაზე 94 სკოლას საერთოდ არ აქვს წვდომა წყალთან. 881 სკოლის შემთხვევაში, ცენტრალური წყალმომარაგება მხოლოდ ეზოში ფუნქციონირებს. ამასთან ხელსაბანი ნიჟარები უფრო მეტად ხელმისაწვდომია ქალაქის ტიპის დასახლების სკოლებისათვის (90.9%), ვიდრე სოფლის ტიპის დასახლებული სკოლებისათვის (69.8%). “მიუხედავად იმისა, რომ როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო რეგულაციები ავალდებულებს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს წყლისა და სანიტარიის უფლებების თანაბარ ხელმისაწვდომობას, საქართველოს საჯარო სკოლებში ამ უფლებების დაცვა და განმტკიცება დღემდე უმწვავეს პრობლემად რჩება” – ნათქვამია ანგარიშში.
ქვეყნის მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგების ვალდებულება საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებითაც აიღო. 98/83/EC დირექტივის მიხედვით, საკმარისი რაოდენობით უსაფრთხო სასმელი წყალი მოსახლეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბრად უნდა მიეწოდებოდეს. ამას გარდა, საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმით გაწერილია სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სანიტარიულ ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების ვალდებულებებიც.

მასალა მომზადდა “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: “ინფორმაცია ცვლილებებისთვის – წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.”

ნინო მელიქიშვილი

QvemoQartli.ge

Related Posts

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!“ – სარწყავი წყლის პრობლემა ბოლნისის სოფლებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეში ქართული კინოსამყაროსთვის ცნობილი ადგილია. ,,ბაში-აჩუკი” სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე მდებარე, ქვეშის ციხესთან გადაიღეს. ციხესიმაგრე დაახლოებით...

მარნეული – საქართველოს მასშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა

საქართველოში მაშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა მარნეულის მუნიციპალიტეტშია. რეგიონის ყველა რაიონში იციან, რომ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ცხენების მყიდველები,...

წყლის რესურსები და ევროკავშირის პოლიტიკა /Su resursları və Avropa İttifaqının siyasəti

მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს. მთლიანად საქართველოს მტკნარი წყლის რესურსები წარმოდგენილია: მდინარის ჩამონადენის ზედაპირული და მიწისქვეშა მდგენელებით,...

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

H2O როგორც მხოლოდ ფორმულა – სკოლა წყლის გარეშე

ბერლინს და სოფელ წინწყაროს ბევრი არაფერი აქვთ საერთო. მიუხედავად ამისა, რვა წლის წინ, სწორედ, ბერლინში დაწერილი: „ ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებოდეს უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე“

ივანიშვილთან ახლობლობა კერძო სკოლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმი” აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად ,, მილენიუმის ” 152 მოსწავლე...

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

სასმელი წყალი – ერთი სოფლის აუხდენელი ოცნება/İçməli su – bir kəndin həyata keçməyən arzusu

სასმელ წყალს, რომ ოქროს ფასი აქვს ეს კარგად იციან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში. 273 ადამიანი, რომელიც ხუტორ-ლეჟბადინში ცხოვრობს სოფლის ერთ...

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერის ხიბლი

რუსთავის მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე 208 000 ლარი დახარჯა. მან საჭირო საქონელი და მომსახურება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“ და შპს „ჯეოტურისტ+“.

ხაიში – შეშინებული რესპონდენტები და სოფლის მთავარი პრობლემა

491 ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში. მათი დიდი ნაწილი სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია, ნაწილი კი შედარებით ახალი მოსახლე.უცნაურად თვალშისაცემია  სოფელში...

წინწყარო წყაროს იმედად რჩება

„ონკანი?! ეგ რისთვისაა?!“ –  ასე ჟღერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს მოზარდების ერთ-ერთი საყვარელი ხუმრობა. სოფელს უკვე წლებია სასმელი და სარწყავი...

„დიდ დმანისში“ სასმელ წყალს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ/“Didi Dmanisi”də içməli su və dağlıq yaşayış məntəqəsi statusu tələb edirlər

ქვემო ქართლის არაერთი დაბა და სოფელი დგას სასმელი წყლის პრობლემის წინაშე. წლებია განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების მიუხედავადლ, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემების...

საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან საქართველო-სომხეთის ერთ-ერთი საზღვარი გადის. აქ ორ ქვეყანას მდინარე დებედა ყოფს. დებედას მარჯვენა სანიპიროზე ნაძვნარია. ერთი სიმაღლის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *