04.06.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ხაიში – შეშინებული რესპონდენტები და სოფლის მთავარი პრობლემა

491 ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში. მათი დიდი ნაწილი სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია, ნაწილი კი შედარებით ახალი მოსახლე.უცნაურად თვალშისაცემია  სოფელში ერთი გარემოება, ადგილობროვების   დაყოლიება იმაზე, რომ ისაუბრონ საკუთარი სოფლის პრობლემებზე, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.  ეშინოდათ, რომ  ამის გამო უსაყვედურებდნენ და პრობლემებს შეუქმნიდნენ. ალბათ, არ არის საჭირო იმისი ახსნა, თუ რამდენად დიდ პრობლემაზე მიუთითებს აღნიშნული..
მიუხედავად ამ სირთულისა, დასახლებიდან ინფორმაციის მიღება მაინც შევძელით.გავარკვიეთ, რომ დღეს ხაიშს ყველაზე მეტად  სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებს. დასახლების სხვადასხვა ნაწილს სასმელი წყალი კვირის სხვადასხვა დღეს მიეწოდება და ისიც რამდენიმე საათით.ადგილობრივები, ძირითადად პირად საუბრებში, ერთხმად ამბობენ, რომ წყალი მათთვის საკმარისი არ არის. ასევე აწუხებთ  წყლის ხარისხიც. გვიხსნიან, რომ ბოთლებში შეგროვილ წყალს, მეორე დღეს, უსიამოვნო სუნი და შეფერილობა აქვს.ირინა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გადმოვიდა საცხოვრებლად ხაიშში, კითხვაზე რა განრიგით მოდის წყალი სოფელში, გვიხსნის რომ „წესით“ კვირაში სამჯერ 13:00-15:00 საათამდე. ამბობს, რომ მათ 1 ტონა წყალი ეკუთვნით, თუმცა ამ ოდენობის წყლის მიწოდება  არ ხდება. ამბობს, რომ დასახლებას ნარჩენების კუთხითაც აქვს პრობლემა. ასევე, სოფელს არ აქვს ერთი სკვერი მაინც, სადაც ოჯახები ბავშვების გაყვანას, ახალგაზრდები კი შეკრებას და დასვენებას შეძლებდნენ.თუმცა საუბრის ბოლოსაც გვიმეორებს, რომ წყალი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.ხაიშში პატარა სვანური კოშკის მსგავს ობიექტს წავაწყდით. იქვე იჯდა  ადგილობრივი მადლენა  სახვაძეც. „აი, ზუსტად მეც წყალს ველოდები“ – გვპასუხობს, მას შემდეგ, რაც ჩვენი ინტერესის შესახებ ვატყობინებთ.

ქალბატონი მადლენა აღმოჩნდა, რომ ხაიშის შუა უბანში ცხოვრობს, სადაც წყალი ოთხშაბათს, შაბათს და კვირას უნდა ჰქონდეთ. ამბობს, რომ გრაფიკი ხშირად ირღვევა და საკმარისი წყალი არ აქვთ.უწყლობა მუდმივ პრობლემად ექცა ადგილობრივ ნავრუზ გიგანსაც. ამბობს, რომ თითქმის ყოველ თვე უწევს წყლის შეძენა – 6 ტონას 50 ლარად ყიდულობს.ხაიშელების ეზოებში ერთი შეხედვითაც ადვილად მიხვდებით, რომ სოფელს წყლის პრობლემა აქვს. თითქმის ყველა ეზოში პლასტმანისის ბოთლებია მომარაგებული. აქ, შეგხვდებათ წყლის შესანახი ავზებიც.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოსახლეობა სარწყავი წყლის მიწოდებითაც უკმაყოფილოა. გვიხსნიან, რომ გარკვეულ სასოფლო კულტურებს აპრილში თესავენ, წყალს კი მაისში აწვდიან.QvemoQartli.ge ხაიშის სასმელ და სარწყავ წყალთან დაკავშირებით, კითხვებით თეთრიწყაროს ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალა მომზადდა “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: “ინფორმაცია ცვლილებებისთვის – წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.”

სამაია რზაევა

QvemoQartli.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

დმანისის 2012 წლის ბიუჯეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 3650,0 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტიდან თანხები შემდეგი მიმართიულებებით დაიხარჯება: 1აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა – 2467.5...

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

თვითმმართველობის მთავარი პრინციპი სისტემატიურად ირღვევა

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა არაერთხელ მოამზადეს სტატიები იმის თაობაზე, რომ რუსთავის თვითმმართველობა საკარებულოს სხდომის თარიღს თავის ოფიციალურ საიტზე არ აქვეყნებს...

,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!“ – სარწყავი წყლის პრობლემა ბოლნისის სოფლებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეში ქართული კინოსამყაროსთვის ცნობილი ადგილია. ,,ბაში-აჩუკი” სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე მდებარე, ქვეშის ციხესთან გადაიღეს. ციხესიმაგრე დაახლოებით...

მარნეულში ადგილობრივი ოპოზიციონერები სამართლიან არჩევნებს ითხოვენ

მარნეულში ,, ქართული ოცნების” ოფისმა დაიწყო მუშაობა. მის ოფიციალურ გახსნას ჟურნალისტები არ დასწრებიან, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ მედიას არ ჰქონდა....

მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც...

ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,,...

ბაღების გაერთიანება ,,მოწონებული“ დირექტორის წასვლას, თუ გაშვებას მისტირის

რუსთავის ბაღების გაერთიანებას სულ, რაღაც სამი  თვით ყავდა ახალი ხელმძღვანლი, ირმა მესხი. მესხმა გაერთიანების  დირექტორი, ზაქრო დათუაშვილი შეცვალა. დღეს კი...

მნიშვნელოვანი კვლევები სასმელ წყალთან დაკავშირებით

კვლევა: საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივები განმახორციელებელი: ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების წყალსადენების საუწყებო...

წყლის რესურსები და ევროკავშირის პოლიტიკა /Su resursları və Avropa İttifaqının siyasəti

მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს. მთლიანად საქართველოს მტკნარი წყლის რესურსები წარმოდგენილია: მდინარის ჩამონადენის ზედაპირული და მიწისქვეშა მდგენელებით,...

თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე...

H2O როგორც მხოლოდ ფორმულა – სკოლა წყლის გარეშე

ბერლინს და სოფელ წინწყაროს ბევრი არაფერი აქვთ საერთო. მიუხედავად ამისა, რვა წლის წინ, სწორედ, ბერლინში დაწერილი: „ ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებოდეს უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე“

ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ბედი გაურკვეველია

2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რუსთავის მერიის მიერ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. ითქვა, რომ...

მოწონებული და დაწუნებული არქიტექტურული მიგნებები

დავინტერესდით რუსთაველების აზრით, რომელი ახალი ნაგებობა არის ქალაქის არქიტექტურაში მათთვის ყველაზე მოსაწონი. ასევე გვაინტერესებდა, რომელი არქტიტექტურული მიგნება არის რიგითი რუსთაველებისთვის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *