მარნეულის მერიამ QvemoQartli.ge-ს ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა
მარნეულის მერიამ განიხილა „ქვემო ქართლის მედიის“ ადმინისტრაციული საჩივარი და შესაბამის სამსახურს, ორგანიზაციის წერილზე პასუხის გაცემა დაავალა.
ორგანიზაცია ასაჩივრებდა, მარნეულის მერიის მხრიდან, უპასუხოდ დატოვებულ წერილს, რომლის ფარგლებშიც ითხოვდა, მარნეულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2022 წლის ანგარიშებს და რეკომენდაციებს.
„ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მერიისგან ელის, საპასუხო წერილით, შიდა აუდიტის ანგარიშებს. იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობა რუსთავის და გარდაბნის მერიების მსგავსად არ გაასაჯაროებს მოთხოვნილ ინფორმაციას, ორგანიზაცია მიმართავს სასამართლოს.
QvemoQartli.ge მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა გადახდილი გადასახადებით წარმოებულ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია.