ბოლნისის ახალგაზრდული სახლი
პროექტის “ახალგაზრდა ფემინისტები ცვლილებებისთვის” შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
“ვისაუბრეთ განხორციელებულ აქტივობებზე, წარმატებულ და ინსპირაციულ მაგალითებზე” – „ბოლნისის ახალგაზრდული სახლი.“
შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ასევე, დაჯილდოვდნენ ფოტოკონკურსის “ქალი ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულები – ნინი მოსეშვილი და კარინა საგრადოვა. ფოტოკონკურსში სამივე მუნიციპალიტეტიდან სულ 17 გოგონა იღებდა მონაწილეობას. თითოეულ მონაწილეს გადაეცა მადლობის სიგელი და სამაჯური.
პროექტს “ახალგაზრდა ფემინისტები ცვლილებებისთვის” ახორციელებდა ბოლნისის ახალგაზრდული სახლი “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით.
QvemoQartli.ge