თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში
ქვემო ქართლში პროექტის ფარგლებში: “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” – ვორქშოფების სერია გაიმართა. მომხსენებლებმა მიმოიხილეს შრომის კოდექსში შესული ცვლილებები, შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი და დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში. ყურადღება გამახვილდა დეკრეტულ შვებულებებზე და სიახლეებზე, რომელიც სამუშაო ადგილზე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებების მონაწილეები გახლდათ კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. მათი კითხვების უმეტესობა რუსთავის საწარმოებში დასაქმებულთა გამოწვევებს ეხებოდა. ასევე ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღებში მომუშავეთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ანაზღაურების საკითხის გადახედვის საჭიროებაზე და კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე. აღნიშნული ეხებოდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე კადრებს.
რუსთავის მსხვილი საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურება იყო თითოეული ვორქშოფის დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, რა შემთხვევაში და რა ფორმით არის შესაძლებელი მიმართვა შრომის ინსპექციისთვის.
პროექტის რომლის ფარგლებშიც ვორქშოფების სერია ჩატარდა ქვემო ქართლში, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება ორგანიზაციის მიერ “ქალთა ფონდი საქართველოში” პარტნიორობით „ქვემო ქართლის მედიასთან“ და “უფლებებისა და განათლებისთვის.”
Qvemoqartli.ge