თეთრიწყაროში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა

2020 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“), რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად.

პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი კონკურსის შედეგად შეირჩა როგორც ერთ-ერთი პარტნიორი განმახორციელებელი ორგანიზაცია, სადაც შეიქმნა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი.

სამი წლის განმავლობაში ცენტრის ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც გაითვალისწინებს როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებს და საჭიროებებს ვინც დასაქმების ცენტრს მიმართავს. სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც 16 წელს გადააბიჯა. ვისაც სურს, განივითაროს უნარები, ისწავლოს და დასაქმდეს. პროექტში მონაწილეობა უფასოა და განკუთვნილია მათთვის, ვინც:

• ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში;
• ეძებს სამსახურს;
• სურს პიროვნული განვითარება;
• სურს კარიერული განვითარება;
• სურს მუშაობის სფეროს შეცვლა;
• ან სულაც საკუთარი საქმიანობის წამოწყება;

ასევე, სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვისაც აქვთ საკუთარი ბიზნესი/საწარმო და სურთ:

• მეწარმეობის უნარების გაძლიერება;
• თანამშრომლების ცოდნის/უნარების ამაღლება;
მონაწილესთან მუშაობა გრძელდება ორი თვის განმავლობაში, რაც მოიცავს:

  1. კარიერული განვითარების კონსულტაციებს;
  2. ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით:

მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა:


• სამეწარმეო უნარების გაძლიერება, ბაზრის ანალიზი, პროდუქციის შექმნა,
რესურსების მოძიება/მობილიზება,
• სუბიექტად რეგისტრაცია;
• რისკების მართვა;
• ბიზნესგეგმის შედგენა,
• მარკეტინგი;
• ლიდერობა, მართვისა და დელეგირების უნარები, კონფლიქტების მართვა, ემოციური
ინტელექტი, საქმიანი წერილობითი კომუნიკაცია;
• მოლაპარაკების ტექნიკები და ეფექტური თვით-პრეზენტაცია;
• მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები და მონაწილეობის პირობები.

დაქირავებით დასაქმების ხელშეწყობა:


• სოციალური უნარები: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ეფექტური
უკუკავშირი, მოსმენის ტექნიკები;
• სამუშაოს მოძიების უნარები: CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენა, სამუშაოს
მოძიების პლატფორმები, გასაუბრების ძირითადი პრინციპები, LinkedIn გვერდის
შექმნა;
• ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება, თვითმენეჯმენტი, სამუშაო დროის სწორად
განაწილება;
• ტექნოლოგიური უნარები: Google-ის ინსტრუმენტები (Gmail, Google Drive, Google
Form);
• Skype, Zoom და სხვა პლატფორმების მოხმარება.

დამატებით, კურსების მონაწილეებისთვის გაიმართება მასტერკლასები და შეხვედრები სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან.

ჯგუფების შედგენა დაწყებულია და გაგრძელდება მომავალშიც. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს ფეისბუქ გვერდზე, ან ნომერზე:


574 19 21 15 – თამუნა ბალიანი,
577 90 39 54 – ანა ხუციშვილი.


ინფორმაციის წყარო: თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

QvemoQartli.ge