Sinopharm-ით ვაქცინაცია ქვემო ქართლში
მოცემულ მომენტში, Sinopharm-ით ვაქცინაციის მსურველთა რიგები შეივსო რუსთავში. ვაქცინაციისთვის ადგილები დარჩენილია მარნეულში, ბოლნისში, გარდაბანში და თეთრიწყაროში.
შეგახსენებთ, რომ ჩინური ვაქცინით, Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს. 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს აცრის გასაკეთებლად ვიზიტის დაჯავშნა შეუძლიათ. ამისთვის მსურველებმა რეგისტრაცია, ვებგვერდზე booking.moh.gov.ge უნდა გაიარონ ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე 15 22.
ქვეყანაში Sinopharm-ით აცრა 4 მაისიდან დაიწყება, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას იმ დროისთვის “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) ავტორიზაცია.
Sinopharm-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს მიმდინარე კვირას განიხილავს.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით