სამოქალაქო ჩართულობა – ინიციატივები დაფინანსების გარეშე/Mülki qoşulma – maliyyəsiz qalmış təşəbbüslər

ელექტრონული მმართველობის განვითარება და სახელმწიფო სერვისების ელექტრონიზაცია საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. რეფორმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა სახელმწიფო სერვისი საჯარო დაწესებულებებში მისვლის გარეშე, დისტანციურად უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია მუნიციპალური სერვისების განვითარებაც, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას.

მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღება რუსთაველებს ,,სი ბოტის”დახმარებით შეუძლიათ.  თუ რა სოციალური პროგრამებით სარგებლობაა შესაძლებელი, რა დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო ქონების პრივატიზებისთვის, ან რა შეზღუდვები არსებობს რუსთავში მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ და სხვა ინფორმაციის მიღება, უმოკლეს დროშია, შესაძლებელი.

პანდემიის პერიოდში მსგავსი დისტანციური სერვისების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა.  

პროექტი გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ინოვაციების ჰაბმა 2020 წელს განახორციელა.

,,რუსთავს საკმაოდ დიდი დაფარვა აქვს ინტერნეტის, თუმცა ამ ეტაპისთვის ,,სი ბოტის“ შესახებ ინფორმირებულობის დონე არ არის მაღალი და ჩართულობაც ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვსურდა. ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო და ვაპირებთ გარკვეული კამპანიების ჩატარებას, რათა მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია ,,სი ბოტის“ დახმარებით”, – საუბრობს რევაზ ბარბაქაძე, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი.

საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ამოცანა, ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, საბიუჯეტო პროცესის მეტი გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაა.

მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე მექანიზმი დაინერგა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიუჯეტირების პროცესის გამჭვირვალობას, ინიციატივების გამოვლენას და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას.  

ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის, რევაზ ბარბაქაძის თქმით, ინიციატივების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანის” მხარდაჭერით, 27 პროექტი განხორციელდა.

, ,პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ რომელიმე საინიციატივო ჯგუფი მოიპოვებს საერთაშორისო დაფინანსებას რუსთავში ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების კუთხით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია შედის თანამონაწილეობაში და ამატებს ფინანსურ რესურსს ბიუჯეტიდან. ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა იმის, რომ გავზარდოთ სხვადასხვა ორგანიზაციების და ახალგაზრდა აქტივისტების ჩართვა და ხელი შევუწყოთ მათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში”, – რევაზ ბარბაქაძე, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი.

ამ მნიშვნელოვან პროცესში არსებულ გამოწვევებზე ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ერთობის” წარმომადგენელი გივი შანიძე აღნიშნავს, რომ ხდება პრობლემების იდენტიფიცირება, მაგრამ მის აღმოსაფხვრელად ბიუჯეტიდან თანხა არ გამოიყოფა.

შეხვედრაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა მიმდინარეობდა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროექტები, რომლებიც საინიციატივო ჯგუფების მიერ მომზადდა არ აკმაყოფილებდა არსებულ კრიტერიუმებს. რაც შეეხება პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხას, ის სარეზერვო ფონდში დაბრუნდა. 

,, როგორც დღეს მოვისმინეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის 2021 წლისთვის ბიუჯეტში თანხები არ არის გამოყოფილი. ჩვენ მივმართეთ მათ შეკითხვით, თუ როგორ ვაპირებთ 2024 წელს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, როდესაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში არავითარი ფინანსური რესურსი არ არის გამოყოფილი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის. ამ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომ მათთან რეკომენდაციით არავინ შესულა, თუმცა ჩვენ ვესწრებით ყველა შეხვედრას, სადაც ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს და ვუზიარებთ ჩვენს რეკომენდაციებს. რაც შეეხება პროექტებს, როგორც თავად აღნიშნეს, არცერთი მათგანი არ განხორციელებულა და მიზეზად დაასახელეს, რომ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ბიუჯეტირების პროცესი და იზრუნოს სამოქალაქო სექტორის წახალისებაზე ადგილობრივმა მთავრობამ,“- გივი შანიძე, სამოქალაქო აქტივისტი

საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან კავთიაშვილი 2020 წლის ბიუჯეტის შესრულებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებს განიხილავენ, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას მოხდება თუ არა მათი რეკომენდაციების გათვალისწინება. 

,, შარშან პანდემიის გამო არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ წელს მრჩეველთა საბჭოც ჩაერთვება 2021 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში. რეკომენდაციების ჩამოყალიბება შედარებით ადრე მოხდება, მანამ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. რადგან 2020 წლის ბიუჯეტში უკვე ასახული გვქონდა გარკვეული პროექტები, მაშინ ვერ მოხერხდა მრჩეველთა საბჭოს აქტიური ჩართვის ხელშეწყობა და გარკვეული ცვლილებებით განხორციელდა მათი რეკომენდაციები, თუმცა ახლა მათაც ჩავრთავთ პროცესში. შესაძლებელია მათი რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნას მიმდინარე ბიუჯეტშიც. მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, დაგვჭირდება ფინანსების გამოთავისუფლება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს თავისი შეხედულებები აქვს ამ რეკომენდაციებთან მიმართებაში და მივიღებთ თუ არა მხედველობაში, ამას გადავწყვეტთ ისე, როგორც საერთო ჯამში კარგი იქნება მოსახლეობისთვის,” – ლევან კავთიაშვილი, რუსთავის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი.

ეს პუბლიკაცია შექმნილია პროექტის ფარგლებში: „საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, დასახული ამოცანების შესრულების ხარისხის მონიტორინგი.“ მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.

ავტორი: ელისო ჩინჩალაძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

Mülki qoşulma – maliyyəsiz qalmış təşəbbüslər

Elektron idarəetmənin inkişafı və dövlət xidmətlərinin elektronlaşdırılması, dövlət idarəsi islahatının məqsədlərindən biridir. Hər bir maraqlanan şəxs islahat uğurla həyata keçirilən halda dövlət müəssisəsinə getmədən, distant qaydada istədiyi dövlət xidmətindən yararlana bilər. Bələdiyyə xidmətlərinin inkişaf etdirilməsi də mühümdür. Çünki bu yerli xidmətlər barədə məlumat əlçatanlığının səviyyəsinin artırılmasına dəstək olacaq.

Rustavi sakinləri bələdiyyə xidmətləri barədə “C Bot”-un yardımı ilə məlumat ala bilərlər. “C Bot”-un vasitəsilə hansı sosial proqramlardan yararlanmaq olar, əmlakın özəlləşdirilməsi üçün hansı sənədləri təqdim etmək lazımdır yaxud Rustavidə tikinti ilə bağlı hansı məhdudiyyətlər mövcuddur – bu və digər mövzularla bağlı ən qısa zamanda məlumat almaq mümkündür.

Pandemiya dövründə bu kimi distant ximətlərin əhəmiyyəti daha da artdı.

Layihəni BMT-nin İnkişaf  Fondunun dəstəyi ilə 2020-ci ildə Rustavi meriyası və İnnovasiyalar Mərkəzi həyata keçirib.

“Rustavinin internet əhatəsi çox genişdir. Ancaq indiki mərhələdə “C Bot” barədə məlumatlandırma səviyyəsi yüksək deyil və qoşulma da biz istədiyimiz kimi deyil. Bu istiqamətdə işləməliyik və müəyyən kampaniyalar keçirməyi planlaşdırırıq ki, daha çox adam “C Bot”-un köməyi ilə məlumat alsın”- Rustavi İnnovasiyalar Mərkəzinin rəhbəri Revaz Barbakadze bildirdi.

Dövlət idarəsi islahatının məqsədlərindən biri hesabatlılıq səviyyəsini artırmaq məqsədi ilə büdcənin tərtibi prosesinin daha şəffaf olmasına və vətəndaşların qoşulmasına dəstək göstərməkdir.

Vətəndaşların qoşulmasına dəstək məqsədi ilə bir neçə mexanizm tətbiq edilib. Mexanizmlər büdcənin tərtibi prosesinin şəffaflığına, təşəbbüslərin müəyyən edilməsinə və mövcud problemin aşkarlanmasına dəstək olmalıdır.

İnnovasiyalar Mərkəzinin rəhbəri Revaz Barbakadzenin sözlərinə görə təşəbbüslərin maliyyələşdirilməsi proqramı çərçivəsində Rustavi meriyasının iştirakı və QHT “Orbeliani”-nin dəstəyi ilə 27 layihə həyata keçirilib.

“Layihənin əsası ondan ibarətdir ki, əgər hər hansı təşəbbüs qrupu Rustavidə gənc təşəbbüslərin həyata keçirilməsi baxımından beynəlxalq maliyyələşdirmə əldə edərsə, Rustavi bələdiyyəsi qarşılıqlı iştirak edir və layihəyə büdcədən maddi resurs əlavə edir. Bu müxtəlif təşkilatların, gənc fəalların qoşulması və fəaliyyətlərini həyata keçirməsi üçün kifayət qədər yaxşı imkandır” – Rustavi İnnovasiyalar Mərkəzinin rəhbəri Revaz Barbakadze bildirdi.

Yerli vətəndaş sektoru bu mühüm prosesdə mövcud olan çətinliklər barədə danışır.

 “Mülki Birlik” qeyri-hökumət təşkilatının nümayəndəsi Qiqi Şanidze qeyd edir ki, problemlər müəyyən edilir. Ancaq onun həlli üçün büdcədən pul ayrılmayacaq. Yerli özünüidarənin nümayəndələri 2020-ci ilin büdcəsinin həyata keçirilməsinin hesabatının müzakirəsi aparılan görüşdə bildirdilər ki, təşəbbüs qruplarının hazırladığı layihələr mövcud meyarları qane etmirmiş. Layihənin maliyyələşdirilməsi üçün ayrılmış pul isə ehtiyat fonduna qaytarılıb.

“Bu gün dinlədiyimizə görə QHT və vətəndaş sektorunun inkişafı üçün 2021-ci ilin büdcəsindən pul ayrılmayıb. Biz onlara sualla müraciət etdik ki, 2024-cü ildə Avropa İttifaqına üzvlüklə bağlı necə müraciət etməyi planlaşdırırıq ki, yerli bələdiyyədən mülki sektorun inkişafı üçün heç bir maddi resurs ayrılmayıb. Bu suala cavab aldıq ki, məsləhət üçün onların yanına heç kim getməyibmiş. Ancaq biz büdcənin müzakirə olunduğu bütün görüşlərdə iştirak edirik və tövsiyələrimizi bölüşürük. Özlərinin də qeyd etdiyi kimi layihələrin heç biri həyata keçirilməyib və səbəb olaraq meyarları qane etmədiyini qeyd ediblər. Biz istəyirik ki, büdcənin tərtib edilmə prosesi maksimum dərəcədə şəffaf olsun və yerli hakimiyyət mülki sektorun həvəsləndirilməsinin qayğısına qalsın” – mülki fəal Qivi Şanidze bildirdi.

Maliyyə büdcə xidmətinin rəhbəri Levan Kavtiaşvili 2020-ci ilin büdcəsinin həyata keçirilməsini müsbət qiymətləndirir və bildirir ki, Mülki Məsləhətçi Şurası tərəfindən hazırlanmış tövsiyələri müzakirə edəcəklər. Bundan sonra onların tövsiyələrinin nəzərə alınıb alınmayacağına qərar verəcəklər.

“Ötən il pandemiyaya görə ünsiyyət problem var idi. Ancaq bu il Məsləhətçi Şurası da 2021-ci ilin büdcəsinin tərtib edilməsinə qoşulacaq. Tövsiyələrin formalaşdırılması müqayisədə hər hansı qərar qəbul edilənə kimi, daha tez olacaq. Çünki 2020-ci ilin büdcəsində artıq müəyyən layihələri nəzərə almışıq. O zaman Məsləhətçi Şurasının fəal qoşulmasına dəstək göstərmək mümkün olmadı və onlarln tövsiyələri müəyyən dəyişikliklərlə həyata keçirildi. Ancaq indi onları də prosesə qoşacağıq. Onların tövsiyəsi hazırda müzakirəsi aparılan büdcədə də nəzərə alına bilər. Məsləhətçi Şurasının tövsiyələrini nəzərə almaq üçün maliyyənin azad edilməsinə ehtiyacımız olacaq. Bundan əlavə bələdiyyənin bu tövsiyələrlə bağlı öz yanaşması var və buna əhali üçün necə yaxşı olacaqsa elə qərar verəcəyik”- Rustavi meriyasının maliyyə-büdcə xidmətinin rəhbəri Levan Kavtiaşvili bildirdi.

Bu paylaşım “Dövlət idarəçilik islahatının 2019-2020-ci illərin fəaliyyət planında, özünüidarələrin gücləndirilməsi və dövlət xidmətlərinin təkmilləşdirilməsi üçün  nəzərdə tutulmuş məqsədlərin həyata keçirilməsinin keyfiyyət monitorinqi” layihəsi çərçivəsində yaradılıb. Paylaşımın məzmununa görə “Kvemo Kartli Mediası” tam məsuliyyət daşıyır və paylaşım donorun baxışlarını əks etdirməyə bilər.

əllif: Eliso Çinçaladze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan veb-səhifəyə istinad edərək istifadə edə bilərsiniz