გუგუთი – ხელისუფლებისგან მივიწყებული საზღვრისპირა სოფელი / Ququti – hakimiyyətin unutduğu sərhədyanı kənd

დმანისის ნაქალაქარს რომ გასცდები, დაახლოებით ოციოდე კილომეტრში ბოლო სოფელია – გუგუთი. იქით უკვე სასაზღვრო გამშვები პუნქტია და სომხეთი იწყება. 

ლოქის ქედის ძირში, მდინარე ლოქისწყლის პირას, ზღვის დონიდან 1410 მეტრზე მდებარე გუგუთი მაღალმთიან სოფლებს მიეკუთვნება. ის თბილისიდან დაახლოებით 110 და დმანისიდან 40-მდე კილომეტრით არის დაშორებული.

გუგუთი თემის ცენტრია და თემში კიდევ ორი სოფელი კამიშლო და ლოქჯანდარი შედის.

წლების წინ, ჩამოსახლებული აჭარლებიდანაც ზოგი დარჩა, ზოგმა სახლი გაყიდა და წავიდა. აჭარლების გარდა გუგუთში დმანისიდან და ქვემო ქართლის სხვა რაიონებიდანაც დასახლდნენ.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, სოფელში 127 ადამიანი ცხოვრობს. მიგრაცია ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა სოფლისთვის. ეს არც არის გასაკვირი: სოფელში არ დადის ტრანსპორტი, არ მუშაობს არც ერთი საჯარო დაწესებულება და კერძო ობიექტი. როგორ გვითხრეს, საზღვარზეც ძირითადად თბილისელები მუშაობენ, ისინი კი ტრანსპორტით დაჰყავთ.  

გუგუთელები ბევრ პრობლემაზე საუბრობენ:  

„ ჩვენი მიწები გაცილებით იქით იყო, დღევანდელი საზღვრის იქით. სათიბებიც გვაქვს, მაგრამ მესაზღვრეები აღარ გვიშვებენ იქით. რატომ? რატომ არ უშვებენ დავით გარეჯაში?“, – კითხვას გვიბრუნებს გიორგი ახვლედიანი.

მიწების საკითხზე საუბრობს მეორე გუგუთელიც, პროფესიით გეოდეზისტ-მიწათმომწყობი, ომარ ჭინჭარაშვილი: „სომხეთის მხარეს, დაახლოებით 3 კილომეტრში სოფელი ნორაშენია და ჩვენი მიწები იქამდე მიდიოდა,  გადავდიოდით და მიწას ვამუშავებდით. რას საფუძველზე გადასცეს სომხეთს, ვერაფერს გეტყვით“.

ვეკითხებით, როდის გართულდა მდგომარეობა და როდიდან აღარ უშვებენ. ამბობს, რომ 2005 წლიდან.

ამ სოფელში, ძირითადად კარტოფილი მოჰყავთ და მიწას სათიბ-საძოვრად იყენებენ. ადრე მეურნეობაც იყო, მუშაობდნენ, შემოსავალიც ჰქონდათ.

„ ახლა ძალიან გაჭირდა ცხოვრება და ზამთრობით 30 კომლი ვრჩებით. ზაფხულში 50-მდე ოჯახია. ხომ ხედავთ დაცარიელებულია სახლები. ბევრი ინგრევა კიდეც. ზოგს პატრონი ჰყავს, მაგრამ ვერ ჩამოდიან “, – ამბობს ომარ ჭინჭარაშვილი.

მან და მისმა მეუღლემ 27 წლის წინ გუგუთში სახლი შეიძინეს, თბილისი მიატოვეს და აქ დასახლდნენ.

„ 90-იან წლებში ბევრი ოჯახი ჩამოვიდა.  მეურნეობაც მუშაობა, სკოლა, მაღაზია, კლუბი. ჩვენც სკოლაში ვმუშაობდით. ომარი მათემატიკას ასწავლიდა, მე ქიმია-ბიოლოგიას და რუსულს. სპეციალისტების პრობლემა სულ იდგა სკოლაში. შორია და   ბევრი არც მოდიოდა აქ სამუშაოდ. ორი წლის წინ ორი წლის ხელფასი გადაგვიხადეს და ისე გამოგვიშვეს პენსიონერები სკოლიდან“, – ამბობს ომარის მეუღლე, სოფიკო.

უტრანსპორტობა  სოფლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.  

„ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, არც რაინული ცენტრისკენ და არც თბილისისკენ. მთლიანად სომხეთისკენ მიმავალ მიკროავტობუსებზე ვიყავით დამოკიდებული“, – გვეუბნება გიორგი ახვლედიანი.

რადგან საერთაშორისო მიმოსვლა ვერ აღდგა, შიდა ტრანსპორტი რომ ამუშავდა, სოფელი მაშინაც ასე უტრანსპორტოდ დარჩა. თითქმის ერთი წელია, აქაურებს მუნიციპალიტეტის ცენტრის, თუ დედაქალაქისკენ გადაადგილება პრობლემად ექცათ.

მედეა ანდიაშვილი ჯერ ასაკით პენსიონერი არ არის, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიას იღებს და160 ლარია, მისი შემოსავალი.

„ ონკოლოგიური პაციენტი ვარ. თბილისში ექიმთან შარშან მარტში უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ ტრანსპორტი არ იყო და როგორ წავსულიყავი?  მიკროავტობუსი არ დადის. თბილისამდე ტაქსები 100 ლარს ითხოვენ.  ექიმთან მისასვლელადაც ხომ მჭირდება ფული? რას ვამყოფინო 160 ლარი? მადლობა ღმერთს, დმანისის გამგეობამ დამიფინანსა მკურნალობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი არ ფინანსდება.  წელიწადი ხდება, ვერ წავედი ექიმთან“,  – ამბობს მედეა.

ჯანდაცვის ზოგ პრობლემას უფრო იოლად მოევლებოდა, ადგილზე პირველადი დახმარების გაწევა შესაძლებელი რომ იყოს. წელიწადზე მეტია, სოფელში ახალი ამბულატორია აშენდა – აქაურებს უხაროდათ, თუმცა „ამბულატორია მგონი ვირთხებისა და თაგვებისთვის გააკეთეს, რაც აშენდა, არავინ შესულა შიგნით, არც მოწყობილობა შეუტანიათ, არც ექიმი მოსულა და არც ექთანი“, – გვეუბნება ომარ ჭინჭარაშვილი. 

სოფელში არც აფთიაქია.

„თუ სოფლიდან ვინმე მიდის მანქანით, წამალს, პროდუქტს, ყველაფერს მას ვაბარებთ.  ასე ვეხმარებით ერთმანეთს“, – ამბობს სოფიკო. 

სასწრაფო დახმარება დმანისიდან მოდის. იქამდე 38-40 კილომეტრია.

„ორჯერ იყო შემთხვევა, პაციენტი რომ გარდაიცვალა, მერე მოვიდნენ“, – ამბობს ერთი გუგუთელი, რომელიც ვინაობას არ გვიმხელს, რადგან ეშინია პრობლემებზე საუბრის გამო, თავად არ შეექმნას პრობლემები.  

გუგუთშიც ისევე, როგორც არა ერთ სოფელში, მწვავედ დგას მიგრაციის საკითხი.

სოფლის ცენტრში, ხიდთან, ჯიპი დგას. როგორც გვეუბნებიან დამკვეთები არიან ჩამოსული. 

„აი, ეს ხიდები რომ გაკეთდა, აქ ვიმუშავეთ ცოტა ხანს. მერე რა იქნება, რა ვიცი… უმუშევრობაა, უფულობა… პატრონი არ ჰყავს აქაურობას,“, – ამბობს 51 წლის ალექსანდრე ყავლაშვილი.

რა გასაკვირია, რომ ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი. 

„სოფელში ბავშვი არ არის“, – გვეუბნება გიორგი ახვლედიანი.  

„თქვენ არ გყავთ ოჯახი?“- ვეკითხებით.

„არა. აქ ვინ გამომყვება?  ოჯახს შენახვა არ უნდა?!“

სოფელს განახლებული, სამსართულიანი სკოლის ლამაზი შენობა აქვს. „შარშან წინ გაარემონტესო“, – მეუბნებიან.

შესვლას ვაპირებ. თუმცა, მოსწავლეები უკვე წასულები არიან.

„დირექტორი აღარც გვყავს. ბუღალტერი ითავსებს დირექტორობას, სკოლა ცოტა ხანში დაიხურება“, – მიხსნიან ადგილობრივები.

გუგუთის ამ სკოლას მხოლოდ სამი მოსწავლე ჰყავს, სამივე მეცხრეკლასელი. სკოლა ცხრაწლიანია, ეს სამი მოსწავლე რომ დაასრულებს, შენობაც დაცარიელდება და რამდენიმე მასწავლებელიც უმუშევარი დარჩება.  

2-3 ცოტა უფროსი მოსწავლე ვარდისუბნის სკოლაში დადის. ეს არის და ეს მეტი ბავშვი არ არის სოფელში.

ინფრასტრუქტურის საკითხებიც ვინტერესდებით.

„ წყალი გააკეთეს, ვერ ვიტყვით აუგს, დაბურღეს და გვაქვს წყალი, მაგრამ მილებს უკვე გასდის “, – გვეუბნებიან.

სოფელში გაზი არ არის და, როგორც ამბობენ, დიდი ალბათობით, კიდევ დიდხანს არ იქნება, ელექტროენერგიის მიწოდებაშიც ხშირად არის შეფერხება.

„ რაღა დროს მავთულებით მოყვანილი ელექტროენერგიაა? ტყეში ხშირად წყდება მავთული, თოვლი, ქარი – ყველაფერი აზიანებს“, – გვეუბნება ომარ ჭინჭარაშვილი.

სოფელში, ცხადია, არ არის კანალიზაცია.

ცენტრში საბჭოთა პერიოდის მაღაზია დიდი ხანია დაკეტილია. თუმცა, როგორც გვითხრეს, ცოტა ზემოთ, ერთ ოჯახს პირველადი ნივთები მოაქვს. ფასი, ცხადია, უფრო ძვირია, ვიდრე ქალაქებში.

„ ნახეთ, როგორ უხდება ჩვენს სოფელს თოვლი.  ხვალ ნახევარ-მეტრამდე დადებს. ზაფხულშიც კარგია აქაურობა. ახლა ვეღარც კი წარმომიდგენია, როგორ ვცხოვრობდით თბილისში, თუმცა ამ საზღვრისპირა სოფელს ყურადღება აკლია. ჩვენც შვილები გვაკითხავენ ხშირად, თბილისიდან და მათ მოაქვთ ყველაფერი“, – ამბობს სოფიკო ჭინჭარაშვილი.  

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

ავტორი: თინათინ მოსიაშვილი

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Ququti – hakimiyyətin unutduğu sərhədyanı kənd

Dmanisi şəhərini keçdikdən sonra,  təxminən 20 kilometrdə sonuncu kənd, Ququti yerləşir. Kənddən sonra artıq sərhəd buraxılış məntəqəsidir və Ermənistan başlayır. Lök dağı silsiləsinin ətəyində, çay sahilində, dəniz səviyyəsindən 1410 metrdə yerləşən Ququti yüksək dağlıq kəndlərinə məxsusdur. O, Tbilisidən təxminən 110, Dmanisidən isə 40-km-ə yaxın uzaq məsafədə yerləşir. Ququti icmanın mərkəzidir və icmaya daha iki kənd, Qamışlı və Lök Candar kəndləri daxildir.

Kənddə illər əvvəl köçürülmüş acarlardan bəzisi də qalıb, bəzisi evini satıb və gedib. Ququtidə acarlardan başqa Dmanisi və Kvemo Kartlinin başqa regionlarından da məskunlaşanlar olub.

2014-cü ildə əhalinin ümumi siyahıya alınmasına əsasən kənddə 127 sakin yaşayır. Kənd üçün miqrasiya ciddi problemlərdən biridir. Bu heç təəccüblü də deyil: kəndə nəqliyyat işləmir, heç bir dövlət qurumu və özəl obyekt çalışmır. Sakinlərin dediyinə görə sərhəddə də əsasən Tbilisidən gələnlər işləyir, onları isə nəqliyyatla gətirib aparırlar.

Ququti sakinləri çox sayda problemlərdən danışır:

“Bizim torpaqlarımız bugünkü sərhəddən də aralı idi. Otaracaqlarımız da var. Ancaq sərhədçilər bizi oraya buraxmır. Niyə? Davit Qareciyə niyə buraxmırlar?” – Qiorqi Axvlediani bizə sual verir.

Torpaq məsələsi barədə digər Ququti sakini də danışır. İxtisasca geodezist olan Omar Çinçaraşvili: “Ermənistan tərəfdə, təxminən 3 kilometrdə Noraşen kəndi yerləşir və bizim torpaqlarımız oraya qədər idi. Oraya keçirdik və torpaq şumlayırdıq. Ermənistana hansı əsasla veriblər deyə bilmərəm.”

Vəziyyətin nə zaman çətinləşdiyini və onları kəndə nə vaxtdan buraxmadıqlarını soruşuruq. 2005-ci ildən dedi.

Bu kənddə əsasən kartof becərilir və torpaqdan əkin-biçin üçün istifadə edirlər. Əvvəl təsərrüfat da var idi. İşləyirdilər, gəlirləri də var idi.

“İndi yaşam çətinləşib və qışda 30 ailə qalırıq. Yayda 50-yə yaxın ailə olur. Görürsünüz ki, evlər boşalıb. Çoxusu uçur da. Bəzisinin sahibi var, ancaq gəlmirlər” – Omar Çinçaraşvili bildirir.

O, və həyat yoldaşı 27 il əvvəl Ququtidən ev alıblar, Tbilisini tərk edib orada məskunlaşıblar.

“90-cı illərdə çox ailə gəldi. Təsərrüfat, məktəb, mağaza, klub hamısı işləyirdi. Biz də məktəbdə işləyirdik. Omar riyaziyyat, mən kimya-biologiya və rus dili dərsi keçirdim. Məktəbdə həmişə mütəxəssis problemi olub. Uzaqdır və çoxları heç işləməyə gəlmirdi də. İki il əvvəl iki ilin maaşını köçürdülər və pensionerləri məktəbdən elə çıxardılar”- Omarın həyat yoldaşı Sofiko deyir.

Kənd üçün nəqliyyatın olmaması ən ciddi problemlərdən biridir.

“Kənddə ictimai nəqliyyat işləmir. Nə rayon mərkəzinə nə də Tbilisiyə getmir. Ermənistana gedən mikroavtobuslardan asılı idik” – Qiorqi Axvlediani deyir.

Beynəlxalq gediş-gəliş bərpa olunmadığına görə daxili nəqliyyat işlədi, ancaq bizim kənd həmin vaxt da nəqliyyatsız qaldı. Demək olar bir ildir kənd sakinləri üçün bələdiyyə mərkəzinə ya paytaxta getmək problemə çevrilib.

Medea Andiaşvili hələ təqaüd yaşında deyil. Ancaq sağlamlıq vəziyyətinə görə pensiya alır. Onun gəliri 160 laridir.

“Onkoloji xəstəyəm . Ötən il mart ayında Tbilisiyə həkimə getməli idim. Ancaq nəqliyyat yox idi və necə gedəcəkdim? Mikroavtobus işləmir. Tbilisiyə qədər taksi 100 lari istəyir. Həkimə getmək üçün də pul lazım deyilmi? 160 lari nəyə yetsin? Allaha şükür ki, Dmanisi icra hakimiyyəti müalicəmi maliyyələşdirib. Ancaq təəssüf ki, hər şey maliyyələşdirilmir. Bir il olur ki, həkimə getməmişəm” – Medea bildirdi.

Yerində ilk təcili yardım göstərmək mümkün olarsa bəzi sağlamlıq problemlərini aradan qaldırmaq da mümkündür. Bir ildən artıqdır ki, kənddə yeni ambulatoriya tikilib. Yerli sakinlər sevinib, ancaq “ambulatoriyanı məncə siçan və siçovullar üçün tikiblər. İnşa olunandan bu yana heç kim içəri daxil olmayıb. Heç cihzalar da gətirməyiblər. Nə həkim nə də tibb bacısı gəlməyib”- Omar Çinçaraşvili dedi.

Kənddə aptek də yoxdur.

“Əgər kənddən kimsə maşınla gedirsə, dərman, ərzaq, hər şeyi ona tapşırırıq. Bir-birimizə belə kömək edirik”- Sofiko deyir.

Təcili yardım Dmanisidən gəlir. Kəndə qədər 38-40 km-dir.

“İki dəfə elə hal olub ki, xəstə dünyasını dəyişib, sonra gəliblər”- Ququti sakinlərindən biri deyir. O, kimliyinin qeyd olunmasını istəmir. Çünki danışdığına görə özünə problem yaradacağından qorxur.

Ququtidə də digər kəndlərdəki kimi miqrasiya məsələsi ciddi şəkildə mövcuddur.

Kəndin mərkəzində, körpünün yanında cip dayanıb. Dediklərinə görə sifarişçilər gəlib.

“Bu körpülər düzəldiləndə burada bir az işlədik. Sonra necə olacaq bilmirəm…İşsizlikdir, pulsuzluqdur…Buraların yiyəsi yoxdur”, – 51 yaşlı Aleksandre Kavlaşvili bildirdi.

Hamının buradan qaçmaq istəyi heç təəccüblü deyil.

“Kəndlərdə uşaq yoxdur” – Qiorqi Axvlediani deyir.

“Sizin ailəniz yoxdur?” – soruşuruq.

“Yox. Burada kim mənimlə evlənəcək? Ailəni saxlamaq lazım deyil?!”

Kənddə bərpa edilmiş, üç mərtəbəli, gözəl məktəb binası var. “Ötən il təmir ediblər”- deyirlər.

Məktəbə girməyi düşünürəm. Ancaq şagirdlər artıq gediblər.

“Heç direktorumuz da yoxdur. Direktorluq səlahiyyətlərini mühasib icra edir. Məktəb bir müddətdən sonra bağlanacaq” – yerli sakinlər bildirir.

Ququtinin qeyd olunan məktəbində üç şagird var. Üçü də  9-cu sinif şagirdidir. Məktəb doqquz illikdir. Həmin üç şagird məktəbi bitirəndə bina boşalacaq və bir neçə müəllim də işsiz qalacaq.

2-3 nəfər yaşça böyük şagird Vardisubani məktəbinə gedir. Kənddə bundan artıq uşaq yoxdur.

İnfrastruktur məsələləri ilə də maraqlandıq.

“Su düzəltilər, var ancaq borular köhnəlib və su axır”- deyirlər.

Kənddə təbii qaz yoxdur və sakinlərin dediyinə görə böyük ehtimalla hələ uzun müddət olmayacaq. Elektrik enerjisi isə tez-tez kəsilir.

“İndi hansı zəmanədir ki, məftillə elektrik enerjisi çəkilir? Meşədə tez-tez məftil qırılır, qar, külək hər şey xarab edir” – Omar Çinçaraşvili bildirir. Aydındır ki, kənddə kanalizasiya yoxdur.

Mərkəzdə yerləşən, Sovet Şurasından qalmış mağaza uzun müddətdir bağlıdır. Ancaq sakinlərin dediyinə görə bir az yuxarıda bir ailə ilkin istifadə üçün əşyalar gətirir. Qiyməti aydındır ki, şəhərlərdə olduğundan daha bahadır.

“Baxın, qar bizim kəndə necə yaraşır. Sabah yarım metrə qədər artacaq. Yayda da buralar yaxşı olur. İndi heç təsəvvür də etmirəm Tbilisidə necə yaşayırdıq. Ancaq bu sərhədyanı kəndin diqqətə ehtiyacı var. Tez-tez Tbilisidən övladlarımız gəlir və hər şey gətirirlər”- Sofiko Çinçaraşvili bildirdi.

Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır. Paylaşımın məzmunu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Tinatin Mosiaşvili

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan yalnız sayta istinadən istifadə edə bilərsiniz