07.03.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

რუსთავში კვლავ „ვიგუდებით“ / Rustavidə yenidən “boğuluruq”

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა, განსაკუთრებით აქტუალურია რუსთაველებისთვის – ქვეყნის  სამრეწველო ქარხნების უმეტესი ნაწილი, რუსთავშია თავმოყრილი.

საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა პანდემიის ფონზე მან კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. COVID-19-თან დაკავშირებული კვლევების ნაწილი აჩვენებს, რომ ვირუსი განსაკუთრებით მძიმე შედეგებს, იმ ადამიანებში იწვევს, რომლებიც დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ.

ამის მიუხედავად, რუსთავის დაბინძურებულ ჰაერს ჯერ არაფერი ეშველა.

საკითხის გარშემო იმედის მარცვალი ახლა, ახალმა კანონპროექტმა გააჩინა, რომელიც საბოლოო კენჭისყრას ელის.

სამწუხაროდ, კანონის მიღება რამდენჯერმე გადავადდა.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე აღნიშნავს რომ ის ვადები, რომელიც კანონპროექტის მიღებისთვის იყო საჭირო, თავიდანვე არასწორედ იყო დასახელებული.  მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა მე-9 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო, ახალი პარლამენტის პირობებში კი, რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გავლაა საჭირო. დეპუტატი ამბობს, რომ მარტის პირველ სასესიო კვირაში კანონი მესამე და საბოლოო მოსმენაზე გავა.

„ კანონპროექტის მიზანშეწონილობა კომიტეტებმა უკვე სცნო.  22-23 თებერვალს,  გვიწევს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე ამ საკითხების განხილვა და ამის შემდეგ უკვე მესამე მოსმენით,  მარტის პირველ კვირაში როდესაც სასესიო კვირა იქნება ამ საკითხის გატანა.

ეს იყო დაპირება საარჩევნოდ, ეს იყო დაპირება მთავრობის, სამინისტროსი რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში. იმის მიუხედავად რომ არის გარკვეული მცდელობები რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, ჩვენ ამ ჯგუფებს შევხვდით ვინც არიან ჩართულები, მათ შორის „გავიგუდეთ“,  რომლებსაც მე პარლამენტში ვესაუბრე, ძალიან დეტალურად ავუხსენი, სწორედ, ეს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები, რას გულისხმობდა, რა ვადებს გულისხმობდა და ზუსტად ვუთხარი, რომელ კვირაში რა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, იმისთვის რომ კანონპროექტი მიგვეღო. ჩემი ინტერესია როგორც რუსთაველის, რომ ეს კანონი მივიღოთ და მერე ჩემი ვალდებულებაა როგორც მაჟორიტარის, რომ ის დანაპირები რომელიც ჩვენი გუნდის მხრიდან იყო, შესრულდეს და რაც შეიძლება სწრაფად“, – აცხადებს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე.

სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“, რომელიც კომენტარის დროს მაჟორიტარმაც ახსენა,  რუსთავში ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურ კამპანიას 2018 წლიდან მართავს. მათი ერთ-ერთი ბოლო აქტივობა, 13 თებერვალს გამართული აქცია იყო.

„ 365 დღიდან 281 დღე რუსთველები სუნთქავენ ცუდ ან ძალიან ცუდ ჰაერს, რა თქმა უნდა, საშინლად აისახება ეს რუსთაველების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ჰაერის გაუმჯობესებისთვის საჭიროა კანონის მიღება, ჩვენ სწორედ ვითხოვთ რომ ეს კანონმდებლობა მესამე მოსმენით დაამტკიცოს პარლამენტმა. უკვე მეოთხე დაპირება არ შესრულდა, ახლანდელი დაპირება არის რომ მარტში უნდა მიიღონ ეს კანონმდებლობა და სავარაუდო, პასუხებს ჩვენ ვეღარ დაველოდებით. პანდემიის პირობებში ნამდვილად არ გვსიამოვნებს ჩვენ აქციის ორგანიზება, ზოგადად აქცია არ არის ჩვენი ფორმატი. ჩვენი ფორმატია თანამშრომლობა და მოლაპარაკება, მაგრამ ფაქტობრივად ბოლომდე ამოწურეს ამ ადამიანებმა ეს რესურსი და მოგვიწია ქუჩაში გამოსვლა.

ეს არის ერთგვარი გაფრთხილების აქცია, თუ 4 მარტამდე ჩვენ არ გვექნება მესამე მოსმენით ეს კანონი, 7 მარტს გავმართავთ უფრო მასშტაბურ აქციას“ , – საუბრობს თინათინ მაღედანი, სამოქალაქო  მოძრაობის „გავიგუდეთ“ წარმომადგენელი.

გარემოსდაცვითი კანონპროექტის მიღების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, აწ უკვე, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში, რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას ისაუბრა. მაშინ გახარია ამბობდა, რომ რუსთაველების გაბრაზება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით სამართლიანი იყო. გახარია ადგილობრივებს, დამაბინძურებლების მიმართ, ახალი კანონის პირობებში, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში –  უკომპრომისო მიდგომას დაჰპირდა.

„ დარწმუნებული ვარ საშემოდგომო სესიაზე ეს ყველაფერი სწრაფად იქნება დამტკიცებული რაც ჩვენ გვაძლევს საკანონმდებლო საფუძველს იმ კომპანიებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კანონიერად მოვთხოვოთ ეკოლოგიური ნორმების დაცვა და მერწმუნეთ, რომ ეს იქნება გაკეთებული უმკაცრესად და აქამდე რაც ხდებოდა, ხდებოდა მარტივი, უბრალოდ კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი იყო ამ ჯარიმების გადახდა და არავინ არ ფიქრობდა სისტემურად ეკოლოგიურად გარემოზე ზიანის შემსუბუქებაზე. ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ახლა განხორციელდება იქნება უმკაცრესი, სერიოზული ჯარიმებით, რისი ძირითადი პრინციპი იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა.  ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო და იქნება ადამიანზე ზრუნვა. არ გვჭირდება სამუშაო ადგილები, ნებისმიერ ფასად და ეკოლოგიის ფასად. ამიტომ ეს უნდა იყოს საერთო კონსენსუსი ყველასთვის და კომპანიები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქმნიან სამუშაო ადგილებს, მაგრამ გარემოზე ზემოქმედების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და გათვალისწინება უნდა დაიწყონ. ეს კანონმდებლობა ძალაში შევა, რა თქმა უნდა, 2021 წლის 1 იანვრიდან და აქ, არანაირი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება“, – აცხადებდა  გიორგი გახარია.

რუსთავში ჰაერის დაბინძურების საფრთხეებზე და მის შესაძლო რთულ შედეგებზე საუბრობენ ადგილობრივებიც.

„ ცუდი ჰაერი რომ ჯანმრთელობისთვის საშიში და საზიანოა, ეს ყველამ ვიცით. რუსთავის მოსახლეობა ამ კუთხით ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით. ვსუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს და ჩვენი მშველელი არავინ არის.

არადა ამ პრობლემის შესახებ უკვე ყველამ იცის, მე, პირადად, რამდენჯერმე მივწერე  შესაბამის სამინისტროს, თუმცა ჩვენი მთავრობა  არანაირ ზომას არ მიმართავს, ფორმალურ ჯარიმებს თუ არ ჩავთვლით.  გამართული აქციებიც ემსახურება იმას, რომ ხმა მივაწვდინოთ მათ, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ეხება. ხომ გვაქვს უფლება სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ?! ეს ჩვენი უფლებაა, რომელსაც წლებია არღვევენ.  დაბინძურებული ჰაერი  პირველ რიგში ქარხნებში მომუშავე ხალხისთვისაა საზიანო, ამიტომ აუცილებელია  იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზეც და შეუქმნან უსაფრთხო გარემო“, – ამბობს ადგილობრივი ანი ზედელაშვილი.

მიმდინარე პროცესების პარალელურად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ბიზნესზე, დამატებით „წნეხზე“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საწარმოებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, გონივრული ვადები დასჭირდება.

კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია,  კომპანიებისთვის იმ პასუხისმგებლობის გადავადებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მათ დეტექტორების შეძენა მოუწევთ.

საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მივმართეთ. საინტერესო იქნებოდა მათი არგუმენტების მოსმენა, კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით.

ასოციაციამ, ჩვენთან საუბრის ნაცვლად, იმ ინფორმაციის გამოყენება გვირჩია, რომელიც მათ ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

სადაც, აცხადებენ შემდეგს:

„ ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც 85 კომპანიას ავტომატურად ვაქცევთ კანონდამრღვევად. ეს გარდაუვალია! შესაძლებელია, რომ რომელიმე კომპანიას უკვე შესყიდული და დაყენებული აქვს დეტექტორები, მაგრამ ეჭვი მეპარება. ვისთანაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, მათ მსგავსი დეტექტორები დაყენებული არ აქვთ. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ პასუხისმგებლობა ავიცილოთ და მონიტორინგის ეს საშუალებები არ დავაყენოთ, საუბარია იმაზე, რომ მივცეთ გონივრული ვადა კომპანიებს დეტექტორების დასაყენებლად, რომ არ მოხდეს მათი დაჯარიმება. შევიდეს კანონი ძალაში, მაგრამ 2022 წლის 1-ელ იანვრამდე მონიტორინგის შემთხვევაში, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობა წარმმართავს, კომპანიების დაჯარიმება კი არ მოხდეს, არამედ, მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობა, რომ კარგად გაიგონ მათ როგორ და რა არის გასაკეთებელი. ჩვენ არ ვამბობთ უარს პასუხისმგებლობაზე, ვსაუბრობთ იმაზე, როგორ არ ვაქციოთ 85 კომპანია თავიდანვე კანონდამრღვევად“, – საუბრობს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე.

მისი თქმით, 2021 წელი ბიზნესისთვის მძიმედ დაიწყო. „ ელექტროენერგიის ტარიფი გაორმაგდა, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა, ამასთან, არის პანდემია, პროდუქციაზე მოთხოვნის ვარდნა, პროდუქციების ფასებთან დაკავშირებით გაუგებრობა და ა.შ. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გათვალისწინება“, – ამბობს ვეფხვაძე.

აქვე ინფორმაციისთვის დავაზუსტებთ, რომ პანდემიის მიუხედავად, საწარმოებს საქმიანობა არ შეუჩერებიათ. ბიზნესმა, ასევე ისარგებლა მთავრობის დაწესებული მხარდამჭერი პროგრამით.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

Rustavidə yenidən “boğuluruq”

Rustavi sakinləri üçün havanın çirkləndirilməsi problemi xüsusi olaraq aktualdır. Çünki ölkənin sənaye zavodlarının əksəriyyəti məhz Rustavidə yerləşir.

Məsələ həmişə aktual idi. Ancaq pandemiya şəraitində daha da çox əhəmiyyət daşımağa başladı. COVİD-19-la bağlı araşdırmaların bir qismi göstərir ki, virus çirkli mühitdə yaşayan adamlarda daha ağır nəticələrə səbəb olur.

Buna baxmayaraq Rustavinin çirkli havasına hələ heç nə kömək edə bilməyib.

İndi, yekun səsverməni gözləyən, yeni qanunlayihəsi məsələ ilə bağlı ümid yaradıb. Təəsüf ki, qanunun qəbul edilməsi dəfələrlə təxirə salınıb.

Rustavinin majoritar deputatı Nino Latsabidze qeyd edir ki, qanunlayihəsinin qəbul edilməsi üçün lazım olan vaxt ilk başdan düzgün qeyd edilməmişdi. Onun sözlərinə görə 9-cu çağırış Parlament qanunlayihəsi üzərində işləməyə başlayıb. Yeni Parlament isə reqlamentlə nəzərdə tutulmuş prosedurları keçməlidir. Deputat deyir ki, mart ayında birinci sessiya həftəsində qanun üçüncü və yekun dinləməyə çıxarılacaq.

“Qanunlayihəsinin məqsədyönlü olduğunu komitələr artıq tanıyıb. 22-23 fevral tarixində Ekologiya və Təbii Sərvətlər Komitəsində bu məsələni müzakirə etməli olacağıq. Bundan sonra artıq üçüncü dinləmə ilə, mart ayının ilk həftəsində, bu məsələ sessiya həftəsinə çıxarılacaq.

Bu seçkiqabağı, həmin proseslərə fəal şəkildə qoşulmuş hökumətin, nazirliyin vədi idi. Baxmayaraq ki, əhalini müvafiq səhvlərə yönləndirmə cəhdləri var, biz həmin qoşulmuş qruplarla, həmçinin, “Boğuluruq” qrupu ilə  görüşdük. Mən Parlamentdə onlarla söhbət etdim, ətraflı şəkildə izah etdim ki, məhz həmin reqlamentlə nəzərə alınmış proesdurlar nəyi nəzərdə tutur, nə qədər vaxt nəzərdə tutulub və dəqiq dedim ki, qanunlayihəsinin qəbul edilməsi üçün hansı həftədə hansı addımları atmalıyıq. Rustavi sakini kimi bu qanunu qəbul etmək mənim marağımdır və daha sonra isə majoritar deputat kimi, bizim komandanın verdiyi bu vədin sürətlə yerinə yetirilməsi mənim öhdəliyimdir”- Rustavinin majoritar deputatı Nino Latsabidze bildirdi.

Söhbət zamanı majoritarın da qeyd etdiyi “Boğuluruq” mülki hərəkatı Rustavidə havanın təmizlənməsi məqsədi ilə 2018-ci ildən fəal kampaniyalar həyata keçirir. Onların son fəallıqlarından biri 13 fevral tarixində keçirilmiş aksiya idi.

“365 gündən 281 gün Rustaveli sakinlər dəhşətli yaxud daha dəhşətli hava udurlar. Əlbəttə, bu Rustavi sakinlərinin sağlamlığına çox pis təsir göstərəcək. Müvafiq olaraq havanın təmizlənməsi üçün qanun qəbul etmək lazımdır. Biz məhz tələb edirik ki, Parlament bu qanunvericiliyi üçüncü dinləmədə təsdiq etsin. Bu artıq yerinə yetirilməyən dördüncü vəddir. İndiki vəd odur ki, martda bu qanunu qəbul etsinlər və biz güman edilən cavabları artıq gözləyə bilmərik. Pandemiya şəraitində aksiya təşkil etmək heç də xoşagələn deyil. Ümumiyyətlə aksiya bizim formatımız deyil. Bizim formatımız əməkdaşlıq və danışıqlar aparmaqdır. Ancaq faktiki olaraq bu adamlar resursları sonuna qədər bitiriblər və biz küçəyə çıxmalı olduq.

Bu bir növ xəbərdarlıq aksiyasıdır. Əgər 4 mart tarixinə qədər həmin qanunu üçüncü dinləmədə qəbul etməsələr, 7 mart tarixində daha geniş miqyaslı aksiya keçirəcəyik” – “Boğuluruq” mülki hərəkatının nümayəndəsi Tinatin Mağedani bildirdi.

Artıq keçmiş Baş-nazir Qiorqi Qaxaria ətraf mühitin mühafizəsi qanunlayihəsinin qəbul edilməsinin əhəmiyyəti və vacibliyindən hələ ötən ilin avqusta ayında, Rustavidə majoritar deputatı təqdim edən zaman danışmışdı. O zaman Qaxaria bildirmişdi ki, Rustavi sakinlərinin havanın çirkləndirilməsi ilə əlaqədar əsəbləşməsi ədalətli idi. Qaxaria yerli sakinlərə, havanı çirkləndirənlərə qarşı 1 yanvar tarixindən qüvvəyə minməli olan, yeni qanun çərçivəsində güzəştsiz yanaşma göstəriləcəyini vəd etmişdi.

“Əminəm payız sessiyasında bunların hamısı sürətlə təsdiqlənmiş olacaq. Bu isə bizə vicdansız hərəkət edən şirkətlərdən qanuni olaraq ekoloji normalara riayət etmələrini tələb etmək əsası verəcək. Sizi əmin edirəm ki, bu çox sərt şəkildə ediləcək. İndiyə kimi baş verənlər asan şəkildə baş verirdi. Sadəcə şirkətlər üçün bu cərimələri ödəmək daha xeyirli idi və heç kim sistemli ekoloji mühitə ziyan vurulmasının yüngülləşdirilməsi barədə düşünmürdü. İndi həyata keçiriləcək qanunvericilik dəyişiklikləri sərt, ciddi cərimələrlə olacaq. Əsas prinsip isə tamamilə Avropa yanaşmasıdır. Bizim komandanın əsas məqsədi insanların qayğısına qalmaq idi və belə də olacaq. Ekologiyaya ziyan vurmaq bahasına bizə iş yerləri lazım deyil. Ona görə bu hamı üçün ümumi konsensus olamlıdır. Şirkətlər, həmçinin, iş yeri yaradır ancaq onlar ətraf mühitə təsir göstərmənin yüksək standartlarını tətbiq etmək və nəzərə almağa başlamalıdırlar. Bu qanunvericilik qüvvəyə minəcək. Əlbəttə, 2021-ci ilin 1 yanvarından burada bizim tərəfimizdən heç bir güzəşt edilməyəcək”- Qiorqi Qaxaria bildirmişdi.

Rustavidə havanın çirkləndirilməsinin təhlükələri və onun mümkün ağır nəticələri barədə yerli sakinlər də danışır.

“Çirkli havanın sağlamlıq üçün təhlükəli və zərərli olmasını hamımız bilirik. Rustavi əhalisi bu baxımdan gündəlik təhlükə altındayıq. Çirkli hava uduruq və heç kim bizə kömək etmir. Bu problem barədə hamı bilir. Mən şəxsən müvafiq nazirliklərə dəfələrlə yazmışam. Ancaq hökumət formal cərimələri hesab etməsək, başqa heç bir ölçü götürmür. Keçirilmiş aksiyalar da bu məsələnin həlli aid olanlara səsimizi çatdırmaq üçündür. Təmiz hava udmaq hüququmuz var ki?! Bu bizim hüququmuzdur və illərdir onu pozurlar. Çirkli hava ilk növbədə zavodda işləyən əhali üçün zərərlidir. Ona görə də öz əməkdaşlarının da qayğısına qalmaları və təhlükəsiz mühit yaratmaları mütləqdir”- yerli sakin Ani Zedelaşvili deyir.

Aparılan proseslərlə yanaşı Biznes Assosiasiyasının nümayəndələri biznesdən, əlavə “təzyiqdən” danışırlar və qeyd edirlər ki, müəssisələr üçün qanunvericilikdə nəzərdə tutulmuş öhdəliklərin yerinə yetirilməsinə vaxt lazım deyil.

Konkret olaraq Gürcüstanın Biznes Assosiasiyası şirkətlərə bu öhdəliyin verilmə müddətinin uzadılmasını tələb edir. Öhdəliyə əsasən ətraf mühitin çirkləndirilməsinin aradan qaldırılması üçün onlar detekor almalı olacaqlar.

Məsələ ilə bağlı Gürcüstan Biznes Assosiasiyasına müraciət etdik. Qanunlayihəsi ilə nəzərdə tutulmuş öhdəliklərin təxirə salınması ilə bağlı onların arqumentlərini dinləmək maraqlı olardı.Assosiasiya bizimlə danışmaq əvəzinə rəsmi saytlarında yayımlanmış məlumatdan istifadə etməyimizi məsləhət gördü.

Məlumatda yazılıb:

“Biz indi deyirik ki, qanun qəbul etməliyik və 85 şirkəti avtomatik olaraq qanun pozucusuna çevirməliyik. Bu qaçılmazdır! Ola bilsin hər hansı şirkət artıq detektorları alıb və yerləşdirib. Ancaq buna şübhəm var. Biz kiminlə ünsiyyət qurmuşduqsa onlar bu kimi detektor yerləşdirməyib. Söhbət məsuliyyətdən çəkinməyimiz və monitorinqin bu vasitələrindən istifadə etməməyimiz deyil. Söhbət ondan gedir ki, şirkətlərə detektor yerləşdirmək üçün vaxt verək ki, cərimlənməsinlər. Qanun qüvvəyə minsin. Ancaq 2022-ci ilin 1 yanvar tarixinə qədər Ətraf Mühitə Nəzarət Xidməti monitorinq aparan halda şirkətlər cərimələnməsin, onlarla əməkdaşlıq edilsin. Belə halda nə etməli olduqlarını yaxşı biləcəklər. Biz öhdəlikdən imtina etmirik. 85 şirkəti ilk başda qanun pozucusuna çevriməməkdən danışırıq” – Gürcüstanın Biznes Assosiasiyasının rəhbəri Levan Vepxvadze qeyd edir.

Onun sözlərinə görə 2021-ci il biznes üçün ağır başladı. “Elektrik enerjisinin tarifi ikiqat artdı. Bu çox mənfi təsir göstərdi. Bununla yanaşı pandemiya da var. Məhsullara tələbat azalıb, məhsulların qiyməti ilə bağlı qeyri-müəyyənlik var və.s Bunların hamısı nəzərə alınmalıdır”- Vepxvadze bildirir.

Burada məlumat üçün qeyd edək ki, pandemiyaya baxmayaraq biznes obyektlər fəaliyyətini dayandırmayıb və müvafiq olaraq, onlar zərər də görməyib. Biznes eləcə də hökumətin tətbiq etdiyi dəstək proqramından da faydalanıb.

Qanunlayihəyə qayıdaq.

Onu qəbul edən halda sənaye zavodları xüsusi qurğular almalı və onların instalyasiyasını həyata keçirməli olacaqlar. Bunların hamısı isə təbii ki, şəhərdə havanın çirklənmə səviyyəsinin azalmasına dəstək olacaq.

Qanunda daxil ediləcək dəyişiklərə ətraflı şəkildə buradan baxa bilərsiniz.

Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır. Paylaşımın məzmunu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Nino Beridze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan yalnız sayta istinadən istifadə edə bilərsiniz

Related Posts

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზის პროექტს მოსახლეობის განსახლების გეგმა, ჯერაც, არ აქვს

დღეს, მუნიციპალური გავითარების ფონდში, რუსთავის-თბილისისი ჩქაროსნული გზის მშენებლობის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრას ორი დაინტერესებული მოქალაქე, ფონდის...

წინწყაროს ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი...

წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტების და სოფლის რწმუნებულების ხელფასები იზრდება

,, ჩვენ შეპირებისამებრ ვზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასებს” – გამოუცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა საკრებულოს წევრებს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა,...

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერის ხიბლი

რუსთავის მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე 208 000 ლარი დახარჯა. მან საჭირო საქონელი და მომსახურება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“ და შპს „ჯეოტურისტ+“.

ივანიშვილთან ახლობლობა კერძო სკოლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმი” აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად ,, მილენიუმის ” 152 მოსწავლე...

რუსთაველ ნაციონალებს ახალი სლოგანი აქვთ: ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრიცაა და ხელახლადაცაა“

რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა. მოედანი საბიუჯეტო თანხებით გაკეთდა და ახლა ირკვევა, რომ ,,გასაკეთებელი კიდევ...

ერთი ყველასთვის – ყველა ერთისთვის

დღეს, სამოქალაქო სოლიდარობის აქცია, თბილისისი ექვს მოედანზე, ერთროულად დაიწყო. ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული...

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების...

სოფლად მცხოვრები ქალების დღე

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება. საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს...

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

ტრენინგი: გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ქალთა შრომითი უფლებები

ტრენინგი მოიცავს საკითხებს: შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა - მექანიზმები; დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაციის

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

მარის არხის დასახლებაში, უკვე მერამდენე „მთავრობას“ სთხოვენ საცხოვრებელი სახლების დაკანონებას / “Mari Kanalı” məntəqəsində artıq neçənci “hökumətdən” yaşayış evlərinin qanuniləşdirilməsini tələb edirlər

რუსთავის მარის არხის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ე.წ ბარაკული ტიპისაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შენობები დიდი ხნის წინ აშენდა...

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *