წალკაში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა – მუნიციპალიტეტი კლიმატის ცვლილებების პირისპირ / Tsalkada orta illik temperatur artıb – bələdiyyə iqlim dəyişikliyi ilə qarşı-qarşıya
კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის ადაპტაციის ღონისძიებები – ეს ის საკითხებია, რომელზეც ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, კვლევა მოამზადა. დოკუმენტში აღწერილია წალკის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების ტენდენციები. ასევე კლიმატის ცვლილების სცენარებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის ადაპტაციისთვის გასატარებელი ღონისძიებებისა და რეკომენდაციების ნუსხა.
უფრო კონკრეტულად თუ რა მნიშვნელობის მატარებელია დოკუმენტი და პირველ რიგში რა რეკომენდაციების გათვალისწინებას გვირჩევენ, კვლევის ავტორები CENN-ს მივმართეთ. როგორც პროექტის მენეჯერმა მელანო ტყაბლაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის მთავარ მიზანს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, რომელიც სამომავლოდ მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის გზით უნდა მოხდეს.
„ მოსახლეობას ვურჩევდი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის მასშტაბით განსახორციელებელ საქმიანობებსა და სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აქტიურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც პროექტი სთავაზობთ მათ ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავების კუთხით სხვადასხვა სექტორში. ზოგადი რეკომენდაციები კი მთავრობის მიმართ შეიძლება იყოს ის, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს წალკის მუნიციპალიტეტს, რათა მოხდეს მისი ეროვნულ პროცესებში ინტეგრირება, ასევე მხარი დაუჭიროს იმ რეკომენდაციების გათვალისწინება-განხორციელებას ადგილზე, რაც წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს“ – აცხადებს, მელანო ტყაბლაძე.
გვესაუბრება იმ ქმედებებზე რაც კონკრეტულად უნდა განხორციელდეს რეგიონში, აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად.
„ ადგილზე უნდა გატარდეს სულ მცირე შემდეგი საქმიანობები: მომზადდეს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის სამოქმედო გეგმა; დატრენინგდნენ და გადამზადდნენ ადგილობრივი ფერმერები და სხვა დაინტერესებული მხარეები კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მართვის პრაქტიკების კუთხით; განხორციელდეს კონკრეტული “role model” პროექტები აღნიშნული პრაქტიკების დემონსტრირებისთვის; გაიზარდოს ცნობიერება კლიმატის ცვლილების კუთხით ყველა დონეზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში“ – აღნიშნავს, CENN-ის წარმომადგენელი, მელანო ტყაბლაძე.
კვლევაში, კლიმატის ცვლილება ორ პერიოდშია განხილული (1960-1989 და 1990-2006 წწ) და მის შედეგად დასტურდება რომ საშუალო წლიური ტემპერატურა წალკაში მომატებულია +0,66 C-ით და მიმდინარე პერიოდში +7,1 C-ს შეადგენს. ასევე მოცემულია სამომავლო სცენარიც, რომელიც 2021-2050 წლებს მოიცავს და კლიმატის ცვლილების ტენდენციებს განსაზღვრავს. მისი მთავარი მიზანი კი სასოფლო სამეურნეო სამუშაოების გონივრული დაგეგმვაა, რომელიც სამომავლოდ მოსავლიანობის მაქსიმალურ შედეგს, მისცემს მოსახლეობას.
სცენარის მიხედვით, საუკუნის შუა წლებისთვის ტემპერატურები, საშუალოც და მაქსიმალურ-მინიმალურიც გაიზრდება ყველა სეზონზე. წალკაში უფრო თბილი ამინდის პირობებია პროგნოზირებული, თუმცა მკაცრი ყინვიანი დღეებისა და ეპიზოდების საფრთხე ისევ იქნება დღის წესრიგში. ასევე აღნიშნულ პერიოდში გვალვების რიცხვი ნაკლები იქნება მაგრამ მათი სიმკაცრე და ხანგრძლივობა გაიზრდება.
კლიმატის ცვლილების შედეგების გამოვლინებამ საქართველოში უკვე მოახდინა უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ რესურსებზე, ეკოსისტემებისა და ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე, განსაკუთრებით კი – სოფლის მეურნეობაზე, რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების მიმართ.
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ავტორი: ნინო ბერიძე
თარგმანი: აინურა ალიევა
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
Tsalkada orta illik temperatur artıb – bələdiyyə iqlim dəyişikliyi ilə qarşı-qarşıya
İqlim dəyişikliyi və kənd təsərrüfatının adaptasiya tədbirləri – bunlar qeyri-hökumət təşkilatı CENN-in Avropa İttifaqının dəstəyi ilə “Bura Tsalkadır” layihəsi çərçivəsində araşdırma hazırladığı məsələlərdir. Sənəddə Tsalka bələdiyyəsindəki iqlim dəyişikliyi tendensiyaları təsvir olunub. Eləcə də iqlim dəyişikliyi hallarına istinadən kənd təsərrüfatının adaptasiyası üçün həyata keçiriləcək tədbir və tövsiyələr qeyd olunub.
Sənədin hansı əhəmiyyət daşıması və ilk növbədə hansı tövsiyələri nəzərə almağımızı məsləhət görmələri barədə daha ətraflı araşdırmanın müəlliflərinə, CENN-ə müraciət etdik.
Layihə meneceri Melano Tğabladze bizimlə söhbət zamanı bildirdi ki, layihənin əsas məqsədi Tsalka bələdiyyə əhalisinin sosial-iqtisadi vəziyyətinin yaxşılaşdırılmasıdır. Bu isə gələcəkdə kənd təsərrüfatı təcrübəsinin tətbiq edilmə yolu ilə olmalıdır.
“Əhaliyə məsləhət görərdim ki, bələdiyyə miqyasında həyata keçiriləcək işlərə və müxtəlif qərarların qəbul edilməsi prosesinə daha fəal qoşulsunlar. Layihənin onlara müxtəlif sektorlarda verdiyi maarifləndirmə səviyyəsinin yüksəldilməsi və biliklərini daha da dərinləşdirməsi imkanlarından fəal şəkildə istifadə edə bilərlər. Hökumət tərəfindən veriləcək ümumi tövsiyələr isə Tsalka bələdiyyəsinə daha çox diqqət ayrılması ola bilər ki, bələdiyyə milli proseslərə inteqrasiya olsun. Həmçinin, Tsalka bələdiyyəsinin inkişafına dəstək olacaq tövsiyələrin nəzərə alınmasına-həyata keçirilməsinə dəstək göstərsin”- Melano Tğabladze bildirdi.
O, qeyd olunan problemlərin həlli üçün regionda konkret həyata keçiriləcək işlər barədə söhbət açdı.
“Yerində ən az qeyd edəcəyim işlər həyata keçirilməlidir: iqlim dəyişikliyinin azaldılması və adaptasiyasının fəaliyyət planı; Yerli fermerlərə və başqa maraqlanan tərəflərə iqlimə uyğun kənd təsərrüfatının idarə edilməsi təcrübəsi baxımından təlim keçirilsin, hazırlansın; Qeyd olunan təcrübələrin nümayiş edilməsi üçün konkret “role model” layihələri həyata keçirilsin; İqlim dəyişikliyi baxımından bütün təbəqələrdə, xüsusilə gənclərdə maarifləndirmə səviyyəsi artırılsın”- CENN-in nümayəndəsi Melano Tğabladze qeyd etdi.
Araşdırmada iqlim dəyişikliyi iki dövrdə müzakirə olunub (1960-1989 və 1990-200-cı illər) və onun nəticəsində təsdiqlənir ki, Tsalkada orta illik temperatur +0,66 C artıb və indiki dövrdə +7,1 C təşkil edir. Eləcə də gələcək ssenari də verilib və bu 2021-2050-ci illəri əhatə edir, iqlim dəyişikliyi tendensiyasını müəyyən edir. Onun əsas məqsədi isə kənd təsərrüfatı işlərinin planlaşdırılmasıdır. Bu isə əhaliyə gələcəkdə məhsuldarlığın maksimum nəticəsini verəcək.
Ssenariyə əsasən əsrin orta illəri üçün temperatur orta, maksimum-minimum olaraq bütün mövsümlərdə artacaq. Tsalkada daha isti şərait proqnoz edilib. Ancaq qeyd olunan sərt, şxatalı günlərin və halların təhlükəsi yenə də gündəlikdə olacaq. Eləcə də qeyd olunan dövrdə quraqlıq daha az olacaq, ancaq onların sərtliyi və müddəti artacaq.
İqlim dəyişikliyinin nəticələrinin aşkarlanması Gürcüstanda artıq təbii resurslara, iqtisadi sistemlərə və iqtisadiyyatın bütün sektorlarına, xüsusilə də iqlim dəyişikliyinə qarşı həssas olan kənd təsərrüfatına mənfi təsir göstərib.
Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır. Paylaşımın məzmunu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.
Müəllif: Nino Beridze
Tərcümə: Aynurə Əliyeva
QvemoQartli.ge
Materialdan yalnız sayta istinadən istifadə edə bilərsiniz