ვახტანგისში, მოსახლეობის ნაწილს, კორონავირუსის არსებობის არ სჯერა / Vaxtanqisidə əhalinin bir qismi koronavirusun varlığına inanmır
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვახტანგისი – განსაკუთრებული ტერიტორიული მდებარეობით გამოირჩევა. ვახტანგისთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის.
თემში 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ძირითადი შემოსავლის წყარო მიწათმოქედება და მესაქონლეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივების ნაწილს პანდემიის არ სჯერათ, დღეს არსებულმა პრობლემებმა, მათი ყოველდღიური ცხოვრება მაინც შეცვალა.
კორონავირუსისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება, სოფელში შესვლისთანავე იგრძნობა. მოსახლეობის უმეტესობა, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ COVID-19 რეალურად არ არსებობს.
ალბათ, სწორედ ეს არის იმისი მიზეზი, რომ მათი ნაწილი, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. სოფელში პირბადით მოსარგებლე ადამიანს ვერ შეხვდებით.
ადგილობრივები აპროტესტებენ, კომენდანტის საათსაც.
46 წლის ახმედ ალგარი, ამბობს რომ პანდემიის არ სჯერა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება სპეციალურად ხდება. ამავე მიზეზით გვირჩია, რომ პირბადე, ჩვენც მოგვეხსნა.
„ სჯობს პირბადე მოიხსნათ, რადგან საზიანოა ჯანმრთელობისთვის, სუფთა ჰაერი უნდა ისუნთქოს ადამიანმა. მოგონილია ეს ყველაფერი, რეალურად არანაირი ვირუსი არ არსებობს. ჩვენს გარშემო არავის ქონია.
შეზღუდვებია, ტაქსებით გვიწევს გადაადგილება. კორონავირუსამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდით. ახლა აღარ დადის მარშუტკა და რეალურად ხარჯი ძალიან გაგვეზარდა. იმედია მალე დაასრულებენ ამ ყველაფერს. ისედაც უმუშევრობაა და ამ პირობებში კიდევ უფრო გაგვიჭირდა ცხოვრება“, – საუბრობს ადგილობრივი, ახმედ ალგარი.
ადგილობრივების თქმით, პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა, უმუშევართა ცხოვრება. ახალგაზრდების უმეტესობა დასაქმებისთვის ქალაქში მიდის, ზოგიც საზღვარგარეთ. სოფელში კი მხოლოდ ბავშვები, შუახნის ხალხი და მოხუცები დარჩნენ.
„ სამუშაო არ არის. მხოლოდ ბოსტანში თუ იმუშავებ. ღარიბად ვცხოვრობთ. ერთი პენსიით მაღაზიაში მხოლოდ რამდენიმე დღის საკმარის პროდუქტს თუ შეიძენ. ახლა მითუმეტეს, როდესაც პანდემიას აცხადებენ ყველაფერი გაუარესდა, რეალურად ჩვენთვის ჯანმრთელობის მხრივ არანარი პრობლემა არ შეუქმნია ამ ვირუსს, თუ სიმართლე გინდათ აქ ამ ვირუსის არავის სჯერა“ ,- ამბობს, 62 წლის მუშაბა მუსაევა.
ვახტანგისში ორი სკოლაა – ქართულ და აზერბაიჯანულ ენოვანი. 2 შვილის დედა, იუსუფოვა ნატავანი გვიყვება რომ მისი შვილების განვითარებისთვის, ვახტანგისში პერსპექტივა არ არსებობს.
„რალურად სოფელში არაფერია ისეთი რის გამოც ჩვენ შვილებს სკოლის დასრულების შემდეგ აქ, ცხოვრების გაგრძელება ენდომებათ. უმუშევრობაა. მხოლოდ პენსიით ვცხოვრობთ, რომელიც ნამდვილად არ არის საკმარისი. მე პირადად ოჯახში ავადმყოფი მოხუცი მყავს და ეს პენსია წამლებში იხარჯება. ვისაც კი მუშაობის ჯანი აქვს ყველა წასულია აქედან, არანაირი ხელშეწყობა არ არის იმისთვის რომ აქ, დარჩე“, – ამბობს იუსუფოვა, რომელიც საუბრის დასასრულს იმასაც გვეუბნევა, რომ პანდემია არ არსებობს და ის მოგონილია.
„ ჩვენ არ გვჯერა! აქ არავინ ყოფილა მაგ ვირუსით დაავადებული. ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია ამის შესახებ. ფაქტია ჯანმრთელები ვართ“, – დასძენს იუსუფოვა ნატავანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ საქართველოში, კორონავირუსის 26 ათასამდე შემხვევა ფიქსირდება, მათ შორის გარდაცვლილია 3 200-მდე ადამიანი.
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ავტორი: ნინო ბერიძე
თარგმანი: აინურა ალიევა
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
Vaxtanqisidə əhalinin bir qismi koronavirusun varlığına inanmır
Qardabani bələdiyyəsinin Vaxtanqisi kəndi yerləşdiyi əraziyə görə fərqlənir. Vaxtanqisidən Gürcüstan-Azərbaycan sərhəddi keçir.
İcmada 500-ə yaxın ailə yaşayır. Onların əsas gəlir mənbəyi əkinçilik və heyvandarlıqdır. Baxmayaraq ki, yerli sakinlərin bir qismi pandemiyaya inanmır, bu gün mövcud olan şərait onların gündəlik həyatını yenə də dəyişib.
Koronavirusa qarşı yanaşma kəndə daxil olan kimi hiss olunur. Əhalinin əksəriyyəti bizimlə söhbət zamanı qeyd etdi ki, koronavirus real olaraq yoxdur. Yəqin onların bir qisminin səhiyyə sahə nümayəndələrinin tövsiyəsini nəzərə almamasının səbəbi də məhz budur. Demək olar ki, kənddə maska taxan adam görə bilməzsiniz.
Yerli sakinlər komendant saatına da etiraz edirlər.
46 yaşlı Əhməd Alqari deyir ki, pandemiyaya inanmır və bilərəkdən bu barədə yanlış məlumat yayırlar. Bu səbəblə bizə də məsləhət gördü ki, maskamızı çıxaraq.
“Yaxşı olar maskanızı çıxarasınız. Çünki sağlamlığa ziyandır. Adam təmiz hava udmalıdır. Bunların hamısı düşünülmüşdür, real olaraq heç bir virus yoxdur. Bizim ətrafımızda heç kim virusa yoluxmayıb.
Məhdudiyyətlər tətbiq olunub, taksi ilə hərəkət etməli oluruq. Koronavirusa qədər ictimai nəqliyyatla hərəkət edirdik. İndi marşrutka işləmir və real olaraq xərclərimiz çox artıb. Ümid edirik bunu tezliklə bitirəcəklər. Onsuz da işsizliktir və bu şəraitdə yaşamaq daha da çətinləşəcək”- yerli sakin Əhməd Alqari dedi.
Yerli sakinlərin sözlərinə görə pandemiya işsizlərin həyatını daha da çətinləşdirib. Gənclərin əksəriyyəti işləmək üçün şəhərə bəziləri isə xaricə gedir. Kənddə isə yalnız uşaqlar, ortayaşlı sakinlər və qocalar qalıb.
“İş yoxdur. Yalnız bostanda işləyə bilərsən. Kasıb yaşayırıq. Bir təqaüdlə mağazadan yalnız bir neçə günlük ərzaq ala bilərsən. İndi pandemiya elan olunandan hər şey daha da pisləşib, real olaraq bu virus bizə sağlamlıq baxımından heç bir problem yaratmayıb. Düzünü desəm burada virusa heç kim inanmır”- 62 yaşlı Muşabə Musayeva dedi.
Vaxtanqisidə iki, azərbaycan və gürcü dilli məktəb var. 2 övlad anası Yusubova Natəvan deyir ki, Vaxtanqisidə onun uşaqlarının inkişafı üçün perspektiv yoxdur.
“Real olaraq kənddə heç nə yoxdur ki, övladlraımız məktəbi bitirdikdən sonra burada yaşamağa davam etsinlər. İşsizlikdir. Yanız təqaüdlə yaşayırıq. Bu isə həqiqətən kifayət etmir. Mənim ailəmdə qoca xəstə adam var və təqaüd dərmanlara xərclənir. Kim işləyə bilir hamısı buradan gedib, burada qalmaq üçün heç bir dəstək yoxdur”- Yusubova deyir. O, söhbət başa çatdıqdan sonra qeyd etdi ki, pandemiya yoxdur və bu uydurulub.
“Biz inanmırıq! Burada heç kim həmin virusa yoluxmayıb. Hər halda mən bu barədə eşitməmişəm. Faktdır ki, sağlamıq”- Natəvan Yusubova qeyd etdi.
Pandemiya başlayandan bu günə qədər yalnız Gürcüstanda koronavirusa 26 minə yaxın yoluxma halı qeydə alınıb. Onlardan 3200 nəfəri dünyasını dəyişib.
Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır. Paylaşımın məzmunu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.
Müəllif: Nino Beridze
Tərcümə: Aynurə Əliyeva
QvemoQartli.ge
Materialdan yalnız sayta istinadən istifadə edə bilərsiniz