07.03.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ახალ სამგორში არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც ნარჩენების ნაწილს სოფელს „უბრუნებს“ / Yeni Samqoridə yerləşən, tullantıların bir qismini kəndə “geri qaytaran” zibillik

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორს, ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრება ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ უწევს.  ადგილობრივების მთავარ თავსატეხს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის რუსთავის პოლიგონი/ნაგავსაყრელი წარმოადგენს, რომელიც სოფლის ბოლოში მდებარეობს.

პრობლემას ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან გაფანტული ნაგავი და უსიამოვნო სუნი ქმნის.  სიტუაცია განსაკურებით ზაფხულში და ქარიან ამინდში მწვავდება. 800-მდე ოჯახი, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო მესაქონლეობაა, იმაზეც წუხს რომ არხი, რომელსაც საქონელი სასმელად იყენებს, მუდმივად პოლიეთილენის პარკებითაა სავსე.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დასუფთავების მიუხედავად პრობლემა მაინც მოუგვარებელია. გვიყვებიან რომ ტერიტორიას, სადაც ნაგვის გაფანტვა ხდება, ნავსაყრელის თანამშროლები პერიოდულად ასუფთავებენ, თუმცა მათი მუშაობა საკმარისი არ არის.  

აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ ე.წ  მესამე უბანში, რომელიც ნაგავსაყრელთან ყველაზე ახლოსაა. ტერიტორიიდან წამოსული ნაგავი და მტვერი მათ საცხოვრებელ კარ-მიდამოსთან გროვდება. ახალი სამგორის მცხოვრები ლალი ჯავახიშვილი, გვიყვება რომ ღობე რომელიც, სოფლის ბოლოში მდებარე სასაფლაოს გარშემოა, მუდმივად პოლიეთილენის „ხალიჩითაა“ დაფარული. ასევე, იქვეა არხი რომელსაც საქონელი სასმელად იყენებს. ამბობს, რომ ეს არხი სარწყავადაც გამოიყენება.

„ზაფხულში საშინელი სუნია, გარდა ამისა ქარს მოაქვს ცელოფნები, რამხელა სიბინძურეა ხვდებით მგონი. ბავშები ვერ გამოდიან გარეთ, ღობეებზე სულ მოფენილია ფერად-ფერადი ცელოფნები. იქ წყალიცაა რომელიც სავსეა ამ ნაგავით, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ზაფხულში კი საერთოდ ვერ ვაღებთ ფანჯარას, ოთახებშიც კი საშინელი სუნია“, – ამბობს ადგილობრივი ლალი ჯავახიშვილი.

ეკოლოგიურად რთულ სიტუაციაზე გვესაუბრება ადგილობრივი 43 წლის, ლელა გაზაშვილიც.

„ დილით რომ გამოხვალ ხუთ საათზე, ისეთი სუნი დგას რომ სუნთქვა შეუძლებელია. ზაფხულში იმის მაგივრად რომ ფანჯრები გავაღოთ, ვკეტავთ, გჯერათ?! მთავარი პრობლემა სწორედ ესაა. ნაგავსაყრელი რომელიც ჩვენ სოფელთან მდებარეობს საშინელ მგომარეობაში გვაყენებს.  განსაკუთრებით კი ქარიან ამინდში“, – აღნიშნა ლეილა გაზაშვილმა. 

ნაგავსაყრელი რომელზეც მოსახლეობა საუბრობს, რუსთავს და გარდაბნის ნაწილს ემსახურება. იგი შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დაქვემდებარებაშია. დღის განავლობაში ადგილზე 120 დან 150 ტონამდე ნარჩენი გროვდება.

ვესტუმრეთ ნაგავსაყრელის ტერიტორიას. ადგილზე უამრავი ფრინველი დაგვხდა, რომელიც იქ არსებული ნარჩენებით იკვებებოდა.

კომპანიის  რუსთავის პოლიგონის მენეჯერი, გიორგი გაფრინდაშვილი განგვიმარტავს, რომ პრობლემის შესახებ იციან თუმცა, ქარიანი ამინდის დროს პოლიეთილინის გაფანტვა ბუნებრივი პროცესია. მისივე თქმით, ხდება დასუფთავებაც,  სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფების მეშვეობით. რაც შეეხება ნარჩენებს განმარტავს, რომ მისი „დაპრესვა“ ყოველდღიურად ხდება.

„ნარჩენების დაფარვა ყოველდღიურად ხორციელდება. ნარჩენი როდესაც შემოდის ხდება მისი დაპრესვა და შემდგომ დაფარვა. თუ არის ძალიან ქარიანი ამინდი იმ შემთხვევაში გადადის ხოლმე ნაგავსაყრელის გარეთ, ისიც ძალიან ცოტა რაოდენობა. ამის გამო ჩვენ გვყავს მობილური ჯგუფები რომლებიც მაშინვე ასუფთავებენ ამ პოლიეთილინისგან დაბინძურებულ ტერიტორიას. თვითონ ნაგავმზიდები რომ მოდიან ქარის დროს, დაცლისას ხდება გავრცელება. რაც შეეხება  დამცავ ბადეებს, ამის პრაქტიკა ჩვენთან არ არსებობს. მტვერი და უსიამოვნო სუნი კი მოდის საწარმოებიდან, აქ ჩვენს გარდა, არიან ობიექტები რომლებიც მუშაობენ და სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელები აქვთ“, – ამბობს გიორგი გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ვალდებულია ნაგავსაყრელები ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს.  როგორც 2015 წლის მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ –  „საქართველოში არსებული ახალი ნაგავსაყრელებიდან რუსთავის ნაგავსაყრელი ერთადერთია, რომელსაც სრულად აქვს გავლილი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღების ყველა პროცედურა.“  

იმავე ანგარიშში წერია რომ – „ნაგავსაყრელების მოწყობა გულისხმობს ისეთი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუშლის ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებას, ასევე, სუნის გავრცელებას, მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე სახიფათო ნარჩენების განთავსებას. სუნის გავრცელების და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ნაგავსაყრელზე ოპერირების მოთხოვნების დაცვა, რაც გულისხმობს ნარჩენების განთავსებას, დატკეპვნას და მათ რეგულარულ გადაფარვას მიწის ფენით. ასევე, საჭიროა ნარჩენების გარემოსგან სრული იზოლაცია, რათა პოლიგონზე არ დაფიქსირდეს ცხოველების და ადამიანების უკონტროლო მოხვედრა და ნარჩენების გაფანტვა გარემოში. ნარჩენების იმ მსუბუქი ფრაქციების შესაკავებლად, რომლებიც იყრება ნაგავმზიდის გადმოცლის დროს, პოლიგონზე გაბატონებული ქარების მიმართულების პერპენდიკულარულად კეთდება გადასატანი ბადურა ღობეები. პრობლემების თავიდან ასაცილებლად და საფრთხის შემცველი მოვლენების პრევენციის მიზნით აუცილებელია ექსპლუატაციის ნორმების დაცვა და ნაგავსაყრელებზე გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი ნაგავსაყრელის მმართველის მიერ.“

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ინფორმაციისა ფაქტია, რომ ნაგავსაყრელიდან ნარჩენების გავრცელება მაინც ხდება. ამიტომ დიდი ალბათობით, პოლიგონზე არ ხდება სათანადოდ ნორმების დაცვა და ნარჩენის დამუშავება.

ინფორმაციისთვის, რუსთავის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ნებართვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, 2010 წელს, 12 წლიანი ვადით გასცა, რომლის დასრულების შემდეგ აღიშნული ნაგავსაყრელის დაკონსერვება უნდა მოხდეს.  

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Yeni Samqoridə yerləşən, tullantıların bir qismini kəndə “geri qaytaran” zibillik

Qardabani bələdiyyəsinin Yeni Samqori (Axali Samqori) kəndi son bir neçə ildir ki, ekoloji problemlər qarşısında dayanır. Yerli sakinlərin əsas problemi Tullantıların İdarəsi Şirkəti, Rustavi poliqonu/zibilliyidir. Zibillik kəndin axırında yerləşir.

Problemi zibillik ərazisinə səpələnmiş zibil və xoşagəlməz qoxu yaradır. Vəziyyət xüsusilə yayda və küləkli havada pisləşir. 800-ə yaxın ailənin əsas gəlir yeri heyvandarlıqdır. Onlar heyvanların su içmək üçün istifadə etdiyi kanalın daim polietilen torblarla dolu olmasından narahat olurlar.

Yerli sakinlərin sözlərinə görə təmizlənmə işlərinin aparılmasına baxmayaraq problem yenə də həll olunmayıb. Onlar bildirir ki, zibil atılan ərazini xidmət  əməkdaşları mərhələli şəkildə təmizləsələr də onların işləməsi yetərli deyil.

Qeyd olunan problem xüsusilə üçüncü məntəqəni, zibilliyə yaxın yaşayanları narahat edir. Ərazidən gələn zibil və toz onların yaşayış evlərinə dolur. Yeni Samqori sakini Lali Cavaxişvili deyir  ki, kəndin sonunda yerləşən qəbirstanlığın hasarı daim politelien torbalardan ibarət  “xalçalar” ilə örtülür. Həmçinin, heyvanların su içməsi üçün istifadə olunan kanal da orada yerləşir. O, deyir ki, həmin kanaldan suvarma üçün də istifadə edirlər.

“Yayda dəhşətli qoxu olur. Bundan əlavə külək selofan torbalar gətirir, başa düşürsünüz nə dərəcədə çirkabdır. Uşaqlar bayıra çıxa bilmir. Hasarlarda daim rəngarəng selofan torbalar olur. Orada zibillə dolmuş su da var, çox pis vəziyyətdir. Yayda isə ümumiyyətlə pəncərəni aça bilmirik, otaqlarda da dəhşətli qoxu var”- yerli sakin Lali Cavaxişvili deyir.

Yerli sakin, 43 yaşlı Lela Qazaşvili də ekoloji baxımdan mövcud olan ağır vəziyyətdən danışır.

“Səhər saat beşdə bayıra çıxırsan elə qoxu var ki, nəfəs almaq mümkün deyil. Yayda pəncərəni açmaq əvəzinə bağlayırıq, inanırsınız?!Əsas problem məhz budur. Bizim kənddə yerləşən zibillik bizi dəhşətli vəziyyətə salır. Xüsusilə də küləkli havada”- Lela Qazaşvili qeyd edir.

Əhalinin qeyd etdiyi zibillik Rustavi və Qardabaninin bir qisminə xidmət göstərir. Zibillik “Tullantıların idarəsi şirkəti” MMC-yə məxsusdur. Gün ərzində zibilliyə 120-dən 150 tona qədər tullantı yığılır.

Zibilliyin yerləşdiyi əraziyə getdik. Orada çox sayda quş var idi, zibillikdəki tullantılarla qidalanırdılar.

Şirkətin Rustavi poliqonunun meneceri Qiorqi Qaprindaşili bildirir ki, problem barədə məlumatları var, ancaq küləkli havada polietilenlərin səpələnməsi təbii prosesdir. Onun sözlərinə görə xüsusi olaraq yaradılmış qrup tərəfindən təmizlənmə işləri də aparılır.O, qeyd edir ki, tullantılar hər gün “basdırılır”.

“Tullantıların basdırılması hər gün həyata keçirilir. Zibil gələn kimi onu basdırır sonra örtürlər. Əgər çox küləkli havadırsa bu halda zibillikdən kənara çıxır, o da çox az miqdarda. Buna görə bizim mobil qrupumuz  həmin polietilenlərin səpələndiyi ərazini təmizləyir. Zibil maşınları küləkli havada zibili boşaldanda ətrafa yayılır. Qoruyucu torlar təcrübəsi bizdə yoxdur. Toz və xoşagəlməz qoxu isə müəssisələrdən gəlir. Burada bizdən əlavə işləyən obyektlər və təhlükəli tullantılar üçün zibillik var” – Qiorqi Qaprindaşvili deyir.

Qeyd edək ki, Gürcüstan Assosiasiya müqaviləsi çərçivəsində zibillikləri Avropa standartlarına uyğun qurmaq məcburiyyətindədir. 2015-ci ilin bərk tullantıların idarəsinin təsirliliyi ilə bağlı Auditin hesabatında oxuyuruq – “Rustavi zibilliyi Gürcüstanda mövcud olan yeni zibilliklərdən, ətraf mühitə təsir göstərmə icazəsinin bütün proseslərindən keçmiş yeganə zibilikdir”.

Həmin hesabatda yazılıb ki,  “zibilliklərin qurulması havanın, suyun və torpağın çirklənməsinə eləcə də qoxunun yayılmasına, bələdiyyə zibilliyinə təhlükəli tullantıların atılmasına mane olacaq mexanizmləri nəzərdə tutur. Qoxunun yayılması və havanın çirkləndirilməsi baxımından zibillikdə tələbləri qorumaq zəruridir. Bu isə tullantıların atılması, sıxılması və torpaq qatı ilə müntəzəm örtülməsini nəzərdə tutur. Eləcə də tullantıların mühitdən tamamilə təcridi vacibdir ki, heyvanların və adamların poliqona nəzarətsiz girməsi və tullanıtların ətrafa səpələnməsi halları qeydə alınmasın. Zibil maşını boşaldılan zaman tullantıların yüngül fraksiyalarını saxlamaq üçün poliqonda əsən küləyin əks istiqamətində çəpərlər düzəldilir. İdarəçi tərəfindən problemlərin aradan qaldırılması və təhlükəli hadisələrin qarşısının alınması məqsədi ilə istismar normalarını qorumaq, zibillikdə ətraf mühitin vəziyyətinin monitorinqi mütləqdir.”

Yuxarıda qeyd olunan məlumata baxmayaraq faktdır ki, zibillikdən yenə də tullantlar yayılır. Ona görə də böyük ehtimalla poliqonda müvafiq normalar qorunmur və tullantılar emal edilmir.

Qeyd edək ki, Gürcütsanın İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf Nazirliyinin Texniki və İnşaat Nəzarəti Agentliyi Rustavinin bələdiyyə zibilliyinin istismarı ilə bağlı 2010-cu ildə 12 illik müddətə icazə verib. Vaxt başa çatdıqdan sonra qeyd olunan zibillik konservləşdirilməlidir.

Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır. Paylaşımın məzmunu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Nino Beridze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan yalnız sayta istinadən istifadə edə bilərsiniz

Related Posts

რუსთავში კვლავ „ვიგუდებით“ / Rustavidə yenidən “boğuluruq”

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა, განსაკუთრებით აქტუალურია რუსთაველებისთვის – ქვეყნის  სამრეწველო ქარხნების უმეტესი ნაწილი, რუსთავშია თავმოყრილი. საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა...

იაფი, მაგრამ არაკომფორტული – მუნიციპალური ტრანსპორტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ერთ-ერთი ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით მგაზრობა რუსთავშია. ყვითელი ავტობუსით სარგებლობისთვის რუსთაველები 20 თეთრს იხდიან, თუმცა ავტობუსების რაოდენობით...

მრავალეროვანი საქართველო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას სასამართლოში გაასაჩივრებს

მრავალეროვანი საქართველო (PMMG), სასამართლოში გაასაჩივრებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 3 ნოემბრის #59/2020 განკარგულებას, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა მარნეულის #13.22.51 და ...

პანდემიის დროს ქალების საშინაო შრომა გაორმაგდა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა „CRRC – საქართველო“ კვლევა ჩაატარა, საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების...

მარნეული – საქართველოს მასშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა

საქართველოში მაშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა მარნეულის მუნიციპალიტეტშია. რეგიონის ყველა რაიონში იციან, რომ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ცხენების მყიდველები,...

რეკომენდაციები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, კორონავირუსიის პანდემიასთან დაკავშირებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის. დამსაქმებლის...

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

მაჟორიტარობის კანდიდატი: „ოცნების“ წარმომადგენელი მეზობლებს საარჩევნო უბანზე, მხოლოდ, გასაუბრების შემდეგ უშვებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია მაისურაძე, ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს. აცხადებს, რომ „ოცნების“ აგიტატორები დღეს, მთელი დღის მანძილზე,...

სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც მედპერსონალს ხელის დაბანის შესაძლებლობა არ აქვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის თემის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პრობლემებზე საუბარი არ სურთ, მაგრამ ვერსად მალავენ, დერეფანში კუსტარულად მოწყობილ ხელსაბანს და...

წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს  „სამართლიანი არჩევნები“. სექტემბრის თვეს ორგანიზაციამ გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7;...

მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც...

ასურეთი – მთავარი გამოწვევა ისევ ძალაშია

თუ ოფიციალურ მონაცემებს ვენდობით, დაახლოებით ათასამდე ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის დასახლებაში.ასურეთი, თეთრიწყაროს სოფლების უმრავლესობასავით ერისა და ბერისგან დავიწყებული არ...

რუსთაველებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ ელით –

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” იწყებს მუშაობას. პროექტი, რომელიც ,,ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” დაფინანსებით ხორციელდება  დემოკრატიული პროცესების ხელისშეწყობას ისახავს მიზნად. ცენტრი,...

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” – ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის...

წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტების და სოფლის რწმუნებულების ხელფასები იზრდება

,, ჩვენ შეპირებისამებრ ვზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასებს” – გამოუცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა საკრებულოს წევრებს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *