პანდემია და სასმელი წყლის გარეშე მყოფი სოფელი / Pandemiya və susuz qalmış kənd
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი სამგორი, უკვე მრავალი წელია სასმელი წყლის მოლოდინშია. 800-მდე ოჯახს წლებია სასმელად ვარგისი წყლის ყიდვა უწევს. ადგილობრივები თავს მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით ირჩენენ. უმეტესი ნაწილის, ძირითადი შემოსავლის წყარო, რძის ნაწარმის რეალიზებაა. მაშინ როდესაც მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშეა, ახალი სამგორის მაცხოვრებლების, მთავარი საზრუნავი ისევ ძველი – ყოფითი პრობლემების მოგვარებაა.
ადგილობრივები, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე საუბარი, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, თუმცა უამრავი დაპირების მიუხედავად მათთვის წყლის მიწოდების საკითხი ისევ გადაუჭრელი რჩება.
47 წლის ადგილობრივი მანანა ონიანი გვიყვება, რომ მათი ერთ-ერთი საზრუნავი სასმელად ვარგისი წყლით მომარაგებაა. განსაკუთრებით ახლა როდესაც ქვეყანაში პანდემიაა. გვიყვება რომ მათთვის, პერიოდულად, წყლის მიეწოდება მწყობრიდან გამოსული და ამორტიზირებული რეზერვუარიდან ხდება.
„წყალი არ გვაქვს, როგორც წესი სამ დღეში ერთხელ მოდის ორი საათით, თუმცა არის პერიოდი როდესაც ორი კვირის განმავლობაშიც არ გვაქვს. მართალია, ზოგადად გაჭირვებული ცხოვრებაა ყველგან, მაგრამ ასე არ შეიძლება. 14 წელია აქ ვცხოვრობ და ეს პრობლემა დაუსრულებელია. გვპირდებიან რომ მაისიდან იქნება წყალი, რომელიც დასალევადაც კარგი იქნება. რეალურად ახლა სასმელ წყალს ვყიდულობთ, ან ქალაქიდან ჩამოგვაქვს. ვისაც ტრანსპორტი არ ყავს ან მოხუცებულია იმათ რა ქნან, მითუმეტეს ახლა როდესაც პანდემიაა და ყველაფერი გაჩერებულია, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ“, – ამბობს მანანა ონიანი.
ადგილობრივები, რომლებიც მიწას ამუშავებენ, არათუ სასმელ წყალზე არამედ ტექნიკურად გამოსადეგ წყალზეც კი დარდობენ. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არის პერიოდები როდესაც წყალი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მოდის. გვიხსნიან, რომ ქსელი/მილები ძირითადად ფოლადისგან შედგება და ჟანგით გამოწვეული დაზიანებების გამო ხშირად ხდება წყალმომარაგების გათიშვა ავარიულად.
„ ამხელა სოფელია, წყალი არ გვაქვს. აუზი მაქვს ნაკვეთის ბოლოს მას ვავსებ ხოლმე და როგორმე ასე გამაქვს თავი. მაგრამ არის პერიოდები ხოლმე რომ კვირების განმავლობაშიც არ მოდის წყალი, ზოგჯერ ავარიას ასახელებენ მიზეზად, ზოგჯერ კიდევ სხვა რამეს “ – გვიყვება 72 წლის გურამ აფციაური, რომელიც ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში მიწას ამუშავებდა. დასძენს რომ ხეხილი, რომელიც წლების წინ გაახარა, ბოლო რამდენიმე წელია უნაყოფო გახდა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშრებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება, ვინაიდან წყალმომარაგებისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტი რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით გარდაბნის მუნიციპალიტეტი ახორციელებს, მოიცავს წყალმომარაგების სისტემის განახლებასა და რეაბილიტაციას, ხუთ სოფელში: მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი და ახალი სამგორი.
„ წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მეორე ეტაპი უკვე დასრულების ფაზაშია. მეორე ეტაპი მოიცავდა სათავე ნაგებობების მოწყობას და რეზერვუარების მოწესრიგებას. ასევე სოფლამდე მისასვლელი მთავარი მილსადენის მოწყობას. მესამე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება, უახლოეს მომავალში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. მესამე ეტაპი უკვე მოიცავს შიდა ქსელების მოწყობას სოფლებში და გამრიცხველიანებას, რომელიც უკვე უზრუნველყოფს ადგილობრივებისთვის წყლის მიწოდებას“, – საუბრობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მარიამ სოლოღაშვილი.
აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი სამგორის მოსახლეობას, წესით, 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. თუმცა კონკრეტულად როდის დასრულდება, წყლის მიწოდებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, უცნობია.
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ავტორი: ნინო ბერიძე
თარგმანი: აინურა ალიევა
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
Pandemiya və susuz qalmış kənd
Qardabani bələdiyyəsinin Yeni Samqori (Axali Samqori) kəndi artıq uzun illərdir ki, içməli suyun gözləntisindədir. 800-ə yaxın ailə artıq illərdir içməli suyu pulla almalı olur. Yerli sakinlər heyvandarlıq və əkinçiliklə məşğuldurlar. Böyük qisminin əsas gəlir yeri süd məhsullarının satışıdır. Dünya yeni problemlər qarşısında olduğu halda Yeni Samqori sakinlərinin əsas problemi – yenə də köhnə problemlərin həllidir.
Yerli sakinlər bizimlə söhbət zamanı bildirdilər ki, su təchizatı ilə bağlı problemin həlli barədə hələ ötən əsrin 80-ci illərindən söhbətə başlanılıb. Ancaq çox sayda vədlərə baxmayaraq onlara suyun verilməsi məsələsi yenə də həll olunmadan qalır.
47 yaşlı sakin Manana Oniani deyir ki, onların əsas problemlərindən biri içməli su ehtiyatının olmamasıdır. Xüsusən də indi ölkədə pandemiyadır. O, qeyd edir ki, sıradan çıxmış hovuzdan onlara dövrü şəkildə su verirlər.
“Suyumuz yoxdur. Bir qayda olaraq üç gündə bir dəfə, iki saatlıq gəlir. Ancaq elə vaxtlar olur iki həftə gəlmir. Doğrudur, ümumiyyətlə hər yerdə həyat tərzi çətinləşib, ancaq belə olmaz. 14 ildir burada yaşayıram və bu problem bitmir. Vəd verirlər ki, may ayından su veriləcək və içmək üçün də yararlı olacaq. Real olaraq indi içməli suyu alırıq yaxud şəhərdən gətiririk. Kimin maşını yoxdur yaxud qocadır onlar nə etməlidir. Hələ ki, indi ölkədə pandemiyadır və hər şey dayandırılıb, çox çətin vəziyyətdəyik”- Manana Oniani deyir.
Torpaq əkib-becərən yerli sakinlər nəinki içməli suya hətta texniki baxımdan yararlı olacaq suya görə də narahatdırlar. Əhalinin bir qismi bizimlə söhbət zamanı qeyd edir ki, elə vaxtlar olur su iki həftə gəlmir. Onlar bildirir ki, şəbəkə/borular əsasən poladdandır və pasdan xarab olduğuna görə tez-tez qəza baş verir, suyu kəsirlər.
“Bu böyüklükdə kənddir, suyumuz yoxdur. Əkin sahəmin axırında hovuzum var onu doldururam və birtəhər idarə edirəm. Ancaq elə vaxtlar olur ki, həftələrlə su gəlmir. Bəzən qəzanı bəzən də başqa şeyləri səbəb olaraq qeyd edirlər” – 72 yaşlı Quram Aptsiauri qeyd edir. O, biz orada olan zaman torpaqda işləyirdi. Kənd sakini qeyd etdi ki, illər əvvəl əkdiyi meyvə ağacları neçə ildir bar vermir.
Qeyd olunan mövzu ilə əlaqədar Qardabani meriyasına müraciət etdik. Meriyanın İctimaiyyətlə Əlaqələr Şöbəsindən bildirdilər ki, problem yaxın gələcəkdə həll olunacaq. Çünki su təchizatı işlərinə artıq başlanılıb. Bələdiyyənin İnkişaf Fondunun dəstəyi ilə Qardabani bələdiyyəsinin həyata keçirdiyi layihə beş kənddə su təchizatı sisteminin bərpasını və yenilənməsini nəzərdə tutur: Martğopi, Norio, Axalsopeli, Vaziani və Yeni Samqori.
“Su təchizatı ilə əlaqədar ikinci mərhələ başa çatmaq üzrədir. İkinci mərhələ ilkin tikililərin qurulmasından və hovuzların qaydaya salınmasından, eləcə də kəndə qədər gedən əsas borunun çəkilməsindən ibarət idi.Üçüncü mərhələnin tikinti işləri ilə bağlı Bələdiyyənin İnkişaf Fondu tərəfindən yaxın gələcəkdə tender elan olunacaq. Üçüncü mərhələ artıq kəndlərdə daxili şəbəkələrin və sayğacların quraşdırılmasından ibarətdir. Bu yerli sakinlərə suyun verilməsini təmin edəcək”- İctimaiyyətlə Əlaqələr Şöbəsinin rəhbəri Mariam Soloğaşvili bildirdi.
Qeyd olunan layihə başa çatdıqdan sonra Yeni Samqori sakinlərinə 24 saatlıq su verilməlidir. Ancaq suyun verilməsi üçün müvafiq infrastrukturun qurulması nə zaman başa çatacaq, bu məlum deyil.
Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır. Paylaşımın məzmunu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.
Müəllif: Nino Beridze
Tərcümə: Aynurə Əliyeva
QvemoQartli.ge
Materialdan yalnız sayta istinadən istifadə edə bilərsiniz