16.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

„ ამ კორონამ ყველაფერი მოკლა“ – პანდემიის ეფექტი სოფელ ქვეშში / „ Bu korona hər şeyi məhv etdi” – Pandemiyanın Kveşi kəndinə təsiri

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში, მოსახლეობის 2014 წლის აღწერით, 342 ადამიანი ცხოვრობს.  

სოფელს ისტორიულად სტრატეგიული მდებრეობა ჰქონდა, შემთხვევით არ არის, რომ  აქ არის ცნობილი ქვეშის ციხე, რომელიც ქართული ისტორიული კინოფილმებიდანაც გაგახსენდებათ. ციხის შიგნით  და სოფლის შემოგარენში არის რამდენიმე ტაძარი.

სოფლიდან დაახლოებით 10 კილომეტრით არის დაშორებული დაბა კაზრეთი, ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი მაღაროებით. როგორც გვეუბნებიან, მამაკაცების უმეტესობა სწორედ იქ არის დასაქმებული.

ადგილობრივ გიორგი ბესალაშვილს  6-7 წელია,  სოფელში თონის პურის საცხობი აქვს, მისდევს მესაქონლეობასაც.

„ზამთარში ყოველთვის შემცირებულია მუშაობა. თან ახლა ამ კორონობისას, როცა ზედა სოფლებისკენ მიმავალი ტრანსპორტიც არ მუშაობს, კიდევ უფრო შემცირდა თონის პურზე მოთხოვნა. ხალხი სახლშია და პურსაც სახლში აცხობენ“, – ამბობს გიორგი ბესალაშვილი. დასძენს: „ხელს თუ გაანძრევ, მშიერი არ უნდა იყო. თუ გინდა მუშაობა, არც უმუშევარი დარჩები. წყალი, გაზი, ელექტროენერგია გვაქვს. სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, მაღაზია“. 

საცხობის წინ ხილ-ბოსტნეულის დახლია, თუმცა ახლა არ მუშაობენ.

კუთხეში მანქანაა გაჩერებული. ტაქსის ნიშანი ადგას. რაგიფ მამედოვი ტაქსის მძღოლია,  ახლოს მდებარე სოფელ ძეძვნარიდან არის. წლებია, აქ  გადასახვევთან დგას თავისი მანქანით და ცენტრალური გზიდან სოფელ მუშევანში,  ტანძიაში, დარბაზში მიმავალ ადამიანებს ემსახურება. 

„ახლა, ტრანსპორტი გაჩერებულია, ხალხი სულ არ დადის. ვდგავარ და ბენზინის ფულსაც ვერ ვაკეთებ“, – წუხს, რაგიფ მამედოვი.

საცხობიდან ახლოს კი გიორგი ბესალაშვილს ვულკანიზაციის მომსახურება აქვს. გიორგი 63 წლისაა.

„პირველი საათი დაიწყო და მხოლოდ ერთი კაცი იყო საბურავის დასაბერად. 3 ლარი ავიღე, ლამის ნახევარი ხარჯია. წეღან 2.40 ლარის მარტო პური ვიყიდე. წლებია, ამ საქმით ვცხოვრობ, ამით ვარჩენ ოჯახს. ახლა ცოლი რომ საჭმელს მაბარებს, საჭმლის ფულიც არ მრჩება.  

ამ კორონამ ხომ საერთოდ მოკლა ყველაფერი, ძალიან გართულდა ცხოვრება. თან ჯერ პენსიაც არ მაქვს. სოფლის პრობლემები?! იქით ქალებს ხომ ხედავთ, ქალები უკეთ ილაპარაკებენ.“

ჩვენც ციხის მხარეს მივდივართ.  რამდენიმე ქალი უარს ამბობს ჟურნალისტებთან საუბარზე.  

„კარგია, რომ სოფელში განათებაა გაკეთდა, მაგრამ ჩვენი ჩიხი დატოვეს“, – ამბობს ლია ტყემალაძე. ის მედდაა და მეზობელ სოფელ, აკაურთაში მუშაობს. ახლა უტრანსპორტობის გამო ყოველდღე ვერ დადის სამსახურში. ტაქსით სიარული რთულია. ამბობს, რომ აცრების დროს სოფლის გამგებელმა წაიყვანა.

ადგილობრივი თამუნა ლეკიშვილი კი  გვეუბნება, რომ სოფელში ორ-სამგან არის ურნები, მაგრამ საკმარისი არ არის, ამიტომ საკმაოდ შორ მანძილზე უწევთ ნარჩების გატანა.  

„იქნებ ღვთისმშობლის ტაძრის განახლებაში დაგვეხმაროთო“, – გვთხოვენ ადგილობრივები.

ერთ-ერთ ჭიშკართან ვჩერდებით.  

29 წლის მარიამ დემეტრშვილი ორი შვილის დედაა, 7 წლის ბიჭი და 3 წლის გოგო ჰყავს.

„ თბილისში სახლი გვაქვს და იქ ვცხოვრობდით. ჩემი მეუღლეა აქაური. გაზაფხულზე, კორონას გამო კარანტინი რომ გამოცხადდა, სოფელში ჩავრჩით და მერე დავრჩით, მივხვდით, რომ აქ უკეთ ვიცხოვრებდით“. 

ბიჭი სკოლაში ბოლნისში მიიყანა.

„სკოლაში ერთი თვე იარა, მერე ონლაინსწავლაზე გადავიდნენ. მასწავლებლები  ძალიან ცდილობენ, მაგრამ რთულია პირველ კლასში ასე მეცადინეობა“, – ამბობს ახალგაზრდა დედა.  ის სპეციალობით სტილისტ-ვიზაჟისტია და, როგორც გვითხრა, ბოლნისში სამსახურს ელის. სოფელში რომ დასაქმდეს, ამაზე არ უფიქრია, პატარა სოფელია და ფიქრობს, შეიძლება ბევრი არც იყოს კლიენტი.  მარიამის თქმით, მეუღლესაც „არემჯი გოლდში“ პირდებიან დასაქმებას.

სოფლის პრობლემები?!

„გზად ვარ და ხშირად დადის კაზრეთიკენ ან დმანისისკენ მიმავალი ტრნსპორტი, მაგრამ სოფელს ცალკე არც მუნიციპალური ავტობუსი ემსახურება (ასეთი დადის რატევანსა და რაჭისუბანში), არც მიკროავტობუსი. ჩვენც მანქანა გვყავს და ამით გადავადგილდებით, მაგრამ ვისაც მანქანა არ აქვს, ძალიან წვალობს“.

მარიამის თქმით, სოფელში არც აფთიაქია, არც რაიმე გასართობი ბავშვებისთვის, „სასრიალო მოედანზე“-ც კი ბავშვები ბოლნისში მიჰყავთ.  

„სოფელში რა პრობლემები გვაქვს?! აფთიაქი არ არის,  კანალიზაცია არ არის, როდემდე უნდა იყოს ასეთი „ჩეჩმები“. სოფელში ერთი ბანკომატი არ არის, ფულის ასაღებად ბოლნისში უნდა ჩახვიდე. ერთი წესიერი მაღაზიაც არ გვაქვს“, – ამბობს ადგილობრივი, მარინე ღორთელიშვილი.   

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: თინათინ მოსიაშვილი

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

„ Bu korona hər şeyi məhv etdi”– Pandemiyanın Kveşi kəndinə təsiri

2014-cü ilin məlumatına əsasən, Bolnisi bələdiyyəsinin Kveşi kəndində 342 nəfər yaşayır.

Kənd tarixi baxımdan da strateji şəkildə yerləşib. Gürcü kino-filmlərindən xatırladığınız məşhur Kveşi qalasının burada yerləşməsi də təsadüfi deyil. Qalanın içində və kəndin ətrafında bir neçə kilsə var.

Kənddən təxminən 10 kilometr məsafədə Daba Kazreti yerləşir. Orada qızıl və mis çıxarılan mədən var. Sakinlərin bildirdiyinə görə kişilərin əksəriyyəti məhz mədəndə işləyir.

Yerli sakin Qiorqi Besalaşvili 6-7 ildir ki, kənddə çörəkxana işlədir. Maldarlıqla da məşğuldur.

“Qışda həmişə iş az olur. Həm də indi bu koronaya görə yuxarı kəndlərə gedən nəqliyyat da işləmir. Ona görə də təndir çörəyinə tələbat azalıb. Əhali evdədir və çörəyi də evdə bişirirlər” – Qiorqi Besalaşvili bildirir və qeyd edir: “İşləyirsənsə ac qalmayacaqsan. Əgər işləmək istəsən işsiz də qalmazsan. Kənddə su, qaz, elektrin enerjisi, məktəb, uşaq bağçası, ambulatoriya, mağazamız var”.

Çörəkxananın qarşısında meyvə-tərəvəz piştaxtası var, ancaq indi işləmirlər.

Küncdə maşın saxlanılıb. Taksi nişanı var. Raqif Məmmədov taksi sürücüsüdür. Yaxında yerləşən Dzedzvnari kənd sakinidir. İllərdir öz maşını ilə burada dayanır və mərkəzi yoldan Muşevani, Tandzia, Darbaz kəndlərinə gedən adamlara xidmət göstərir.

“İndi nəqliyyat dayanıb işləmir, əhali heç hərəkət etmir. Dururam və heç benzin pulu da qazanmıram”- Raqif Məmmədov bildirir.

Qiorqi Besalaşvilinin çörəkxanaya yaxın yerləşən vulkanizasiyası da var. Qiorqi 63 yaşındadır.

“Saat birə işləyib və yalnız bir kişi təkər doldurmaq üçün gəlmişdi. 3 lari aldım, haradasa xərcimin yarısıdır. Bayaq 2,40 larilik çörək aldım. İllərdir bu işlə məşğulam, ailəmi bununla saxlayıram. İndi yoldaşım evdən yemək göndərir, yemək almaq üçün də pulum qalmır.

Bu korona hər şeyi məhv etdi, yaşamaq çox çətinləşdi. Hələ təqaüd də almıram. Kəndin problemləri?! Orada qadınlar var, görürsünüz, bu barədə qadınlar daha yaxşı danışar.”

Biz qalaya tərəf gedirik. Bir neçə qadın jurnalistlərlə söhbətdən imtina edir.

“Yaxşıdır ki, kəndə işıqlandırma çəkdilər, ancaq bizim döngəmiz qaldı” – Lia Tğemeladze deyir. O, tibb bacısıdır və qonşu kənddə, Ayortada işləyir.

İndi nəqliyyat olmadığına görə hər gün işə gedə bilmir. Taksi ilə getmək isə çətindir. O, bildirir ki, peyvəndlər vurulan zaman kənd müvəkkili onu maşınla aparır.

Yerli sakin Tamuna Lekişvili isə deyir ki,kənddə iki-üç yerdə zibil qabı var. Ancaq bu yetərli deyil. Ona görə də tullantıları atmaq üçün uzun məsafə qət etməli olurlar.

“Bəlkə müqəddəs Məryəm kilsəsinin bərpasında bizə kömək edəsiniz”- yerli sakinlər bildirdilər.

Qapılardan birinin yanında dayanırıq.

29 yaşlı Mariam Demetrişvili iki uşaq anasıdır, 7 yaşlı oğlu və 3 yaşlı qızı var.

“Tbilisidə evimiz var və orada yaşayırdıq. Həyat yoldaşım Tbilisidəndir. Yazda koronaya görə karantin elan edildikdə kənddə qaldıq və elə ondan sonra buradayıq. Başa düşdük ki, burada daha yaxşı yaşayırıq.”

Oğlunu Bolnisidə məktəbə aparıb.

“Məktəbə bir ay getdi, sonra onlayn təhsil rejiminə keçdilər. Müəllimlər çox çalışır, ancaq birinci sinifdə belə dərs keçmək olduqca çətindir.”- gənc ana deyir. O, ixtisasça stilist-vizajistdir və dediyinə görə Bolnisidən iş gözləyir. O, kənddə işləməklə bağlı düşünməyib, kiçik kənddir və ola bilsin çox müştəri olmasın. Mariamın sözlərinə görə həyat yoldaşına da “RMG Gold”-da işlə təmin etmək vədi veriblər.

Kəndin problemləri?!

“Yolumun üstüdü və tez-tez Kazretiyə yaxud Dmanisiyə gedən nəqliyyat keçir. Ancaq kəndə ayrı bələdiyyə avtobusu nə də mikroavtobus xidmət göstərmir (avtobus Ratevani və Raçisubaniyə işləyir). Bizim də maşınımız var və onunla hərəkət edirik. Ancaq maşını olmayanlar çox əziyyət çəkir”.

Mariamın sözlərinə görə kənddə nə aptek, nə uşaqlar üçün hər hansı əyləncə yeri var. Uşaqları “sürüşmə meydançasına”  Bolnisiyə aparırlar.

“Kənddə hansı problemlərimiz var?! Aptek , kanalizasiya yoxdur. Nə zamana kimi belə olmalıdır. Kənddə bankomat yoxdur. Pul almaq üçün Bolnisiyə getməliyik. Bir normal mağaza da yoxdur”- yerli sakin Marine Qortelişvili deyir.

Tinatin Mosiaşvili

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan yalnız saytı qeyd etməklə istifad edə bilərsiniz

Related Posts

რუსთავში ჯანდაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დღეს, რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, სოციალური სამსახურების თანამშრომლებს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის თემა...

თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე...

წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს  „სამართლიანი არჩევნები“. სექტემბრის თვეს ორგანიზაციამ გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7;...

სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც მედპერსონალს ხელის დაბანის შესაძლებლობა არ აქვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის თემის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პრობლემებზე საუბარი არ სურთ, მაგრამ ვერსად მალავენ, დერეფანში კუსტარულად მოწყობილ ხელსაბანს და...

მრავალშვილიანი ოჯახი არსებობისთვის იბრძვის

11 წლის – ქეთი, 7 წლის ტყუპები – ეკა და მაკა, 6 წლის – ანა, 3 წლის – ნინო ერთ...

COVID-19 და დეზინფორმაცია/COVID-19 və yanlış məlumat

დეზინფორმაცია, თანამედროვე სამყაროში, ვირუსულად ვრცელდება და იგი COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა ასპექტს შეეხო: საიდან და როგორ წარმოიქმნება ვირუსი, როგორ გადადის, თუ...

ერთი ყველასთვის – ყველა ერთისთვის

დღეს, სამოქალაქო სოლიდარობის აქცია, თბილისისი ექვს მოედანზე, ერთროულად დაიწყო. ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული...

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

ასარჩევი პრიორიტეტები: მშიერი რუსთაველი, თუ კეთილმოწყობილი ქალაქი

რუსთავის თვითმმართველობის მისაღებში სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალქეებს. ითხოვენ მედიკამენტებით დახმარებას, უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართვას, შეშას,...

წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტების და სოფლის რწმუნებულების ხელფასები იზრდება

,, ჩვენ შეპირებისამებრ ვზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასებს” – გამოუცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა საკრებულოს წევრებს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა,...

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

გიწვევთა შეხვედრაზე: ცვლილებები შრომის კოდექსში – გენდერული ასპექტები

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში. რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კოდექსში და როგორია...

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

ნოეს უბანში, შეშას და საკვებ პროდუქტებს ითხოვენ

ნოეს უბნის სახელით ცნობილი დასახლება, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ აღთაკლიასთან მდებარეობს. აქ, ამჟამად ბოშათა თემის წარმომადგენელი, 7 ოჯახი რთულ სოციალურ პირობებში...

კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქრება

საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა....

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *