16.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები

ორგანიზაციამ „ ფრეია”  მოამზადა გზამკვლევი, ოჯახში ძალადობის რისკების შემცირებისთვის. QvemoQartli.ge გიზიარებთ ნამუშევრის ნაწილს, რომელიც მხარდამჭერ სახელმწიფო სერვისებს და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხება.

სახელმწიფო სერვისები საქართველოში

საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებითარსებობს კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების მომსახურება, რომელსაც კურირებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.

იმისათვის, რომ მსხვერპლმა ისარგებლოს თავშესაფრის მომსახურებით საჭიროა მას ჰქონდეს ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი. თავშესაფრების მისამართი არის კონფიდენციალური და ამის შესახებ ინფორმაცია აქვს მხოლოდ პოლიციას და იმ უწყებებს, რომლებიც ჩართულები არიან მსხვერპლებთან მუშაობის პროცესში. თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობა მსხვერპლს შეუძლია 3 თვემდე ვადითმსხვერპლის/დაზარალებულის სტატუსის მოქმედების ვადისგათვალისწინებით. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარი უზრუნველყოფს ნორმალური არსებობისთვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით, ოთხჯერადი კვებით, ჰიგიენის საშუალებებით, საჭიროების შემთხვევაში ტანსაცმლით, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურებით, სოციალურ რეინტეგრაციაში დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის მომსახურებით. რაც შეეხება კრიზისული ცენტრის მომსახურებას იგი მომსახურებას სთავაზობს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად).

მომსახურებები მოიცავს:

✓ სადღეღამისო საცხოვრისს (ნორმალური არსებობისთვის შესაფერისი,უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა, დღის განმავლობაში ოთხჯერადი კვება);

✓ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას;

✓ პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას;

✓ სამართლებრივ დახმარებას (ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსთანდაკავშირებულ საკითხებზე);

✓ საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებას.კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია 3 თვემდე ვადით, საჭიროების შემთხვევაში სარგებლობის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით. საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 5 თავშესაფარი, 1 თბილისში და 4 რეგიონებში. ასევე არსებობს 3 კრიზისული ცენტრი: თბილისში, მარნეულსა დაოზურგეთში.

მსხვერპლის სტატუსი და მისი მოპოვების გზები

იმისათვის, რომ ძალადობის მსხვერპლმა ისარგებლოს ზემოთ აღნიშნულისერვისებით, საჭიროა მას მინიჭებული ჰქონდეს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი.

სტატუსის მინიჭება ხდება რამოდენიმე გზით: შემაკავებელი ან დამცავიორდერის გამოცემით და ასევე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე

1. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისმიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს(მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

3. ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისმიერ მიღებული გადაწყვეტილება მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. თუ მსხვერპლს არ სურს მიმართოს სამართალდამცავ უწყებას სტატუსის მოსაპოვებლად, მას შეუძლია მიმართოს აღნიშნულ კომისიას და სრული მოსაპოვებლად, მას შეუძლია მიმართოს აღნიშნულ კომისიას და სრული კონფიდენციალურობის დაცვით, კომისიის გადაწყვეტილებით მას შესაძლოა მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი.

თითოეული სახელმწიფო სერვისი მოიცავს ფსიქოლოგიურ დახმარებას,სოციალური მუშაკის მომსახურებას, რაც გულისხმობს მსხვერპლის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაში აქტიურ ხელშეწყობას, იურიდიულ კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო წარმომადგენლობას, სამედიცინო მომსახურების მიღებაში მხარდაჭერას. არასამთავრობო ორგანიზაცები და მათი სერვისები:

1. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი / Anti-Violence Network ofGeorgia (საკონტაქტო ინფორმაცია 032 272 67 17). ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ მოქალაქეებს უწევს: იურიდიულ მომსახურებას, ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ თბილისის მასშტაბით 24 საათიანი თავშესაფრით.

2. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციისცენტრი (GCRT) (საკონტაქტო ინფორმაცია 032 222 06 89, 032 229 39 12)

ორგანიზაცია მსხვერპლებს უწევს ფსიქოლოგიურ (ინდივიდუალური,ჯგუფური და ოჯახური თერაპია), სამედიცინო (ცენტრის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა და კლიენტთა გადამისამართება სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებებში) და სოციალურ მომსახურებებს.

3. ასოციაცია „მერკური“ (საკონტაქტო ინფორმაცია: 599 61 78 47) ასოციაცია ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს როგორც იურიდიულ კონსულტაციას, ისე 24 საათიან თავშესაფარს. ასევე ფსიქოლოგიურ და სოციალური მუშაკის დახმარებას.

4. HRHT / კავშირი „საფარი“(საკონტაქტო ინფორმაცია: 0322 30 76 03) ორგანიზაცია მსხვერპლებს სთავაზობს: ფსიქოლოგიურ (ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია; ბავშვთა და ზრდასრულთა ინდივიდუალური და ჯგუფური ტერაპია); სოციალურ (საჭიროებების შესწავლა, შეფასება, ადვოკატირება, რეფერირება);

იურიდიულ (უფასო იურიდიული დახმარება ქალთა/ოჯახში ძალადობისმსხვერპლთათვის, წარმომადგენლობა პოლიციისა და სასამართლო ორგანოებში და ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვა საქორწინო-საოჯახო ურთიერთობებში) მომსახურებებს.

5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საკონტაქრო ინფორმაცია 032 299 50 76). ასოციაცია მოქალაქეებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას. ასოციაციას აქვს ფილიალები, როგორც თბილისში ისე საქართველოს 8 რეგიონში.

ავტორები: ნინო ჯღარკავა, ნელი გვარაძე

პროექტის კოორდინატორი: ქეთევან მურღულია

გრაფიკული დიზაინერი: სოფია ბერიძე-სტავროგინა

QvemoQartli.ge

Related Posts

უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების...

მთავრობის წინასაარჩევნო პროექტი რუსთაველების ჯიბეს ვერ მოერგო

უკვე, ორი შაბათ-კვირაა რუსთავში პატარა ბაზრობები იმართება. თეთრი კარვებისგან შემდგარ ბაზრობაზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და კონსერვები იყიდება. ,, ფასები...

COVID 19 – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა. მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის...

საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების ხარისხის მონიტორინგი

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანიც ასოცირების ფარგლებში საქართველოს აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაა. კონკრეტულად კი, აქცენტი კეთდება ასოცირების სამოქმედო...

ჭერიდან მუდმივად ცვივა რაღაცეები, წვიმიან ამინდში კი სამუშაო არეალი სველდება – რუსთავის საწარმოებში დასაქმებული ქალები

ქალსა და მამაკაცს შორის არათანაბარი ანაზღაურება, თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც არამხოლოდ დასაქმებულები, სტატისტიკაც საუბრობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

რუსთავს ახალი წლის “ლამაზად” შეხვედრა 114 482 ლარი დაუჯდა

საახალწლო სამზადისის დაწყებისას, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსთაველები „ლამაზად“ შეხვდნენ ახალ წელს. ახლა, როდესაც...

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

მითები და COVID-19

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, გაჩნდა მითები, რომლებიც აბნევენ საზოგადოების ნაწილს და ართულებენ ვირუსთან ბრძოლას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, პასუხობს ყველაზე მეტად გავრცელებულ...

რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყაროს საკვირაო სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს:  სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და  აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის-ახალგაზრდა სამოქალაქო  აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში. ...

წინწყაროში მოქმედი საწარმო – ყველის წარმოება და სოციალური პასუხისმგებლობა

წელიწადი და 4 თვე, სწორედ, ეს დრო დასჭირდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მოქმედ,  შპს „წინწყარო +“-ს ევროპული სტანდარტის ყველის გადამამუშავებლი...

ბაზარი, რომელიც რუსთაველებში ტალახის ასოციაციას იწვევს

უკვე წლებია რუსთავის მოსახლეობა ე.წ ძველი ბაზრის მიმდინარე ტერიტორიის, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. ასფალტის საფარი ქუჩის  ნაწილზე აყრილია. ორმოები წვიმიან ამინდში...

16 წლის ედგარ მაზმანიანი ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ

პროპაგანდა არის ფაქტების და არგუმენტებისა აქტიური გავრცელებაა. ემსახურება საზოგადო აზრის ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, პროპაგანდა არის ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული...

თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს (R)

თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების...

სასმელი წყალი – ერთი სოფლის აუხდენელი ოცნება/İçməli su – bir kəndin həyata keçməyən arzusu

სასმელ წყალს, რომ ოქროს ფასი აქვს ეს კარგად იციან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში. 273 ადამიანი, რომელიც ხუტორ-ლეჟბადინში ცხოვრობს სოფლის ერთ...

მოქალაქემ, რუსთავის აზოტს, პროფკავშირების დახმარებით სასამართლო დავა მოუგო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას, რომ 4 წლიანი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა. „ ვ. ბ. დასაქმებული იყო...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *