16.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

თელეთი – მუნიციპალური ტრანსპორტის და სასმელი წყლის მოლოდინში/Teleti – bələdiyyə nəqliyyatı və içməli su gözləntisində

2014 წლის აღწერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში 890 ადამიანი ცხოვრობს.  ამ სოფელშიც, ისევე, როგორც ქვეყნის არა ერთ დასახლებაში,  სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახალშობილების რიცხვს აღემატება.

წელს ზემო თელეთში, ადგილობრივი ამბულატორიის მედდის ნელი გიგაურის თქმით, 17 ბავშვი დაიბადა და 20 ადამიანი გარდაიცვალა. აქ, მოსახლეობის ნაწილი სრულად სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული, ნაწილს კი აქვს კერძო მეურნეობა და თვითდასაქმებულია.

ადგილობრივები გვიხსნიან, რომ აქვთ ტრანსპორტის და სასმელი წყლის პრობლემა. სოფელი წლებია უწყობას უჩივის.

იმისთვის, რომ თბილისში, ან მარნეულში ჩავიდნენ სოფლიდან გამოსვლა და ცენტრალურ გზაზე დგომა-ლოდინი უწევთ. სოფელს არ ემსახურება მუნიციპალური ავტობუსიც. „რამე გასაყიდი, რომ გქონდეს როგორ წაიღებ?! სხვას უნდა თხოვო, ან მანქანა დაიქირაო. ამისი ფული ვის აქვს?!“, – გვიხსნიან ადგილობრივები.

დიდად საიმედო ინფორმაცია არ ისმის ამ თემაზე, გარდაბნის ხელმძღვანელობისგანაც.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მათ არ აქვთ მუნიციპალური ტრანპორტის დანიშვნის შესაძლებლობა, ამიტომ მუშაობენ კერძო კომპანიებთან, რომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მიკროავტობუსი დაინიშნოს.

ვუბრუნდებით სოფლის მეორე პრობლემას.

რაც შეეხება სასმელ წყალს, ვხედავთ სოფლის ცენტრში მოგროვილ წყლის მილებს. იქვეა ბანერი, რომელიც საიმედო ინფრომაციას გვამცნობს. თემში დაწყებულია სასმელი წლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც 2022 წლისთვის ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი გურულიშვილი აცხადებს, რომ წყალთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს ხანში მოგვარდება. საუბრობს, რომ თემის სხვა სოფლებში მიმდინარეობს სამუშაოები და ზემო თელეთშიც, ამ დღეებში, დაიწყება წყალგაყვანილობის ახალი მილების მოწყობა.

ობიექტურობა ითხოვს ვახსენოთ, რომ ამ სოფელში შიდა გზების დიდი ნაწილი დაგებულია და როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, აქვთ გარე განათებაც. ზემო თელეთს აქვს ახალი კეთილმოწყობილი ამბულატორია და სპორტული მოედნები.

თუმცა როგორც წინა მასალაში გწერდით, რთულ ვითარებაშია თემის სასწრაფო დახმარების ცენტრი.

ვუბრუნდებით ადგილობრივებს.

„რთულია მრავალშვიანობა, მაგრამ ვერც ერთს ვერ გავიმეტებდი, რომ არ დაბადებულიყვნენ“,  – ამბობს 7 შვილის დედა, 44 წლის ნადეჟდა კინწურაშვილი.

ნადეჟდა ზემო თელეთში, წმინდა გიორგის ტაძრის სიახლოვეს ცხოვრობს და მეუღლესთან ერთად 7 შვილს ზრდის – ყველაზე უფროსი 14  წლისაა, ხოლო უმცროსი – 10 თვის.

სახლი, სადაც ცხოვრობენ როგორც გვიხსნიან, ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობით,  ცოტა ხნის წინ, მეპატრონემ ოჯახს უსასყიდლოდ დაუთმო. უფრო სწორედ სახლის ორი პატარა ოთახი, სადაც ოჯახი ცხოვრობს. 

ოჯახს არ აქვს გაზი, წყალსაც  დაახლოებით 100 მეტრით დაშორებული  ცისტერნებიდან ეზიდებინ.  სახლის სახურავი შესაკეთებელია და წვიმა რომ მოდის, ოთახშიც წვიმს, მაგრამ ნადეჟდა, ბავშვების დედა ამბობს, რომ მადლიერია რადგან ქირა არ აქვთ გადასახდელი.  დასძენს, რომ “მადლიერია” რადგან გამგეობიდან ეხმარებიან, რამდენიმე ორგანიზაციამ კი ასევე მოუტანა პროდუქტი და საჩუქრები. გვიხსნის, რომ აქვს სოციალური დახმარება და პრეტენზია არავის მიმართ აქვს.

ნადეჟდას მეზობლები კი ამბობენ, რომ ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ინფორმაცია, ერთხელ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ფოტოებზე ბავშვებიც იყვნენე ასახული და ამან მათი მიმართ დაცინვა გამოიწვია თანატოლებში – ამიტომ ახალ თავს იკავებენ, საკუთარ პრობლემებზე საუბრისგან.

QvemoQartli.ge გთავაზობთ მათი საცხოვრებლის ფოტოებს და ვფიქრობთ, მკითხველო თავად მიხვდება ოჯახის მდგომარეობას.

აქვე გეტყვით, რომ ამ და სხვა ოჯახების ცხოვრებაზე გავლენა კორონავირუსის პანდემიამაც მოახდინა. მათ და სოფელში მცხოვრებ სხვა ბავშვებსაც უჭირთ ინტერნეტთან წვდომა და ხშირად საგაკვეთილო, ონლაინ პროცესის, მიღმა რჩებიან.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: თინათინ მოსიაშვილი

თარგმანი: აინურა ალიევა

ფოტო: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებ-გვერდის მითითებით

Teleti – bələdiyyə nəqliyyatı və içməli su gözləntisində

2014-cü ilin göstəricilərinə əsasən, Qardabani bələdiyyəsinin Zemo Teleti (Yuxarı Teleti)  kəndində 890 nəfər yaşayır. Bütün ölkənin başqa məntəqələrində olduğu kimi bu kənddə də ölüm hallarının sayı yeni doğulanların sayını ötüb keçir. Yerli ambulatoriyanın tibb bacısı Neli Qiqaurinin sözlərinə görə bu il Zemo Teletidə 17 uşaq doğulub, 20 nəfər isə dünyasını dəyişib. Burada əhalinin bir qismi tamamilə sosial yardımdan asılı vəziyyətdə yaşayır. Digər qisminin isə özəl təsərrüfatı var və özünüməşğuldur. Yerli sakinlər bildirir ki, nəqliyyat və içməli su kimi problemlər mövcuddur. Kənd illərdir müvafiq qurumlara şikayət edir. Tbilisiyə yaxud Marneuliyə getmək üçün kənddən çıxmalı və mərkəzi yolda dayanıb gözləməli olurlar. Kəndə bələdiyyə avtobusu xidmət göstərmir. “Nəisə satmalı olsan necə aparacaqsan?! Başqasından xahiş etməlisən yaxud maşın kirayələməlisən. Bunun üçün isə heç kimin pulu yoxdur” – yerlilər bildirir.

Qardabani rəhbərliyindən bu mövzu barədə heç də yaxşı məlumat eşitmədik. Qardabani meriyasından bildirirlər ki, onların bələdiyyə nəqliyyatı təyin etmək üçün imkanı yoxdur, ona görə də özəl şirkətlərlə işləyirlər ki, əhalinin tələbi əsasında kəndə mikroavtobus təyin edilsin.

Kəndin ikinci probleminə qayıdırıq.

Kəndin mərkəzinə yığılmış su borularını görürük. Elə həmin yerdə də lövhə asılıb və ümidverici məlumat çatdırılır. İcmada içməli suyun bərpası layihəsinə başlanılıb. 2022-ci ilə qədər bu problem həll olunmalıdır. Qardabaninin bələdiyyə merinin Teleti ərazi vahidliyindəki nümayəndəsi Qiorqi Qurulişvili bildirir ki, su ilə bağlı problem yaxın vaxtlarda həll olunacaq. O, qeyd edir ki, icmanın başqa kəndlərində və Zemo Teletidə də işlər aparılır. Bu günlərdə suyun çəkilməsi üçün yeni borular quraşdırılacaq.

Obyektivliyə görə izah etməliyik ki, bu kənddə daxili yolların böyük hissəsi təmir olunub və yerli sakinlərin iddia etdiyinə görə küçə işıqlandırması da var. Kəndin yeni tikilmiş ambulatoriyası və idman meydançası da var. Ancaq əvvəlki materialda yazdığımız kimi, icmanın təcili tibbi yardım mərkəzi acınacaqlı vəziyyətdədir.

Yerli sakinlərə qayıdırıq.

“Çoxuşaqlılıq çətindir, ancaq uşaqlardan hansınınsa dünyaya gəlməsinə mane ola bilməzdim” – 7 övlad anası, 44 yaşlı Nadejda Kintsuraşvili deyir. Nadejda Zemo Teletidə, Müqəddəs Qiorqi kilsəsinin yaxınlığında yaşayır və həyat yoldaşı ilə birgə 7 övlad böyüdür. Ən böyük uşaqları 14 yaşında, ən kiçiyi, Aleksandre isə 10 aylıqdır. Dediklərinə görə yaşadıqları evi, daha doğrusu içində yaşadıqları iki kiçik otağı evin sahibi yerli hakimiyyətin vasitəçiliyi ilə, bir müddət əvvəl, təmənnasız olaraq ailəyə verib. Ailənin təbii qazı yoxdur, suyu da təxminən 100 metr məsafədən daşıyırlar. Evin dam örtüyü təmirə ehtiyac duyur və yağış yağan zaman otağa da yağır.Ancaq Nadejda, uşaqların anası minnətdarlıq edir ki, kirayə pulu ödəmirlər. O, deyir ki, minnətdardır, çünki icra hakimiyyətindən köməklik edirlər və bir neçə təşkilat da onlara hədiyyələr, ərzaqlar aparıb. Qeyd edir ki, sosial yardım alır və heç kimə qarşı etirazı yoxdur. Nadejdanın qonşuları isə deyir ki, ailənin vəziyyətinin ağır olması barədə  sosial şəbəkədə də məlumat yerləşdirilib. Məlumatdakı şəkillərdə uşaqlar da təsvir olunubmuş və bu həmyadşıları tərəfindən onların məsxərəyə qoyulmasına səbəb olub. Ona görə də onlar indi problemləri barədə danışmaq istəmirlər. QvemoQartli.ge onların yaşadığı evin fotolarını sizə təqdim edir və düşünürük ki, oxucu özü ailənin vəziyyətini başa düşəcək. Qeyd edək ki, bu və başqa ailələrin yaşam tərzinə koronavirus pandemiyası da təsir göstərib.

Onlar və kənddə yaşayan digər uşaqlar internetə qoşulmaqda çətinlik çəkirlər və əksər hallarda onlayn dərs prosesindən kənar qalırlar.

Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə həyata keçirilir. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” məsuliyyət daşıyır və məzmun  Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.

Tinatin Mosiaşvili

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz

Related Posts

დაკარგული ტრადიციები და სასუქზე დამოკიდებული ნიადაგი

თინათინ მოსიაშვილი ვახტანგისი საქართველოს სასაზღვრო სოფელია აზერბაიჯანის საზღვართან. 2014 წლის აღწერით, აქ 2375 ადამიანი ცხოვრობს. აქაურები, გარდაბნის რაიონის სხვა სოფლების...

რის ფასად დაუჯდება რუსთავს და სოფელ თაზაქენდს “რუსთავის ფოლადის” ახალი გეგმები (ვიდეო)

სულ მინდოდა პირადად მენახა ის ადამიანები, რომლებიც ისედაც მენდელეევის ფორმულად ქცეულ რუსთავის ჰაერს, კიდევ მეტად აბინძურებენ, ან გასცემენ ნებართვებს და...

მოქალაქემ, რუსთავის აზოტს, პროფკავშირების დახმარებით სასამართლო დავა მოუგო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას, რომ 4 წლიანი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა. „ ვ. ბ. დასაქმებული იყო...

#აკონტროლე – რუსთავის მუნიციპალიტეტის ტენდერები

რუსთავის პრობლემების ხუთეულში თუ არა, ათეულში მაინც შედის, ქალაქის საბავშვო ბაღებში არსებული ადგილების სიმცირე. ყოველ წელს, ბაღში ბავშვების რეგისტრაციისთვის, ონლაინ...

ბაზარი, რომელიც რუსთაველებში ტალახის ასოციაციას იწვევს

უკვე წლებია რუსთავის მოსახლეობა ე.წ ძველი ბაზრის მიმდინარე ტერიტორიის, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. ასფალტის საფარი ქუჩის  ნაწილზე აყრილია. ორმოები წვიმიან ამინდში...

სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც მედპერსონალს ხელის დაბანის შესაძლებლობა არ აქვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის თემის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პრობლემებზე საუბარი არ სურთ, მაგრამ ვერსად მალავენ, დერეფანში კუსტარულად მოწყობილ ხელსაბანს და...

თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე

პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის  გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების ...

ასურეთი – მთავარი გამოწვევა ისევ ძალაშია

თუ ოფიციალურ მონაცემებს ვენდობით, დაახლოებით ათასამდე ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის დასახლებაში.ასურეთი, თეთრიწყაროს სოფლების უმრავლესობასავით ერისა და ბერისგან დავიწყებული არ...

საწარმოების პირისპირ – რუსთავში ქარხნების სიახლოვეს მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კვლევას, რომელშიც გაანალიზებულია რუსთავში საწარმოთა საქმიანობის ზეგავლენა ქალების ცხოვრებაზე. ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები  თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლებისა და მსხვილი...

თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე...

ასარჩევი პრიორიტეტები: მშიერი რუსთაველი, თუ კეთილმოწყობილი ქალაქი

რუსთავის თვითმმართველობის მისაღებში სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალქეებს. ითხოვენ მედიკამენტებით დახმარებას, უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართვას, შეშას,...

ენმ: „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან, ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ მგელაძე,მმართველ პარტიას ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე...

,,რუსთავის საპატრულო პოლიციამ დაიცადა, სანამ კარგად გვცემდნენ და შემდეგ მათ ნაცვლად ჩვენ დაგვაკავა“ – ინციდენტი რუსთავში –

22 სექტემბერს რუსთავში ,,ქართული ოცნების” პლაკატების გასაკრავად გასულ კოალიციის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებულები იხსენებენ, მათ თავდაპირველად ბოძებზე პლაკატების გაკვრისთვის...

“როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”

კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა.

3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო

2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *