16.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ხატისოფელი: სოფლად მცხოვრები ქალები და კოვიდპანდემია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხატისოფელში 420 ადამიანი სახლობს, აქედან 105 პენსიონერია, 18 წლამდე მოზარდი კი – 87.  სოფელი ორ ნაწილად არის გაყოფილი: ძველი სოფელი და აჭარლების უბანი, სადაც 80-იან წლების ბოლოს, მთიანი აჭარიდან, სტიქიას გამორიდებული ადამიანები ცხოვრობენ.

გაზაფხულზე სოფელში ინფექციის ერთეული შემთხვევა დადასტურდა, საკარნტინო სივრცეებში კი, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ბევრი  გადაიყვანეს.  

ბოლო ერთ კვირაში სოფელში სამი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ორი – კოვიდინფექციით. კიდევ ერთი მამაკაცი, ამ დიაგნოზით, მარნეულში კლინიკაში წევს. როგორც სოფლის მედდა ლუდა ანდიაშვილია ამბობს, სამივე პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო [ორი, დიალიზზე იყო] სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი და იქ დაინფიცირდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აჭარლების უბანში, სადაც მიცვალებულია დასვენებული, იმ სახლში სამძმარზე არ უშვებენ. გვიხსნიან, რომ არც ქელეხი და არც თავყრილობა არ იქნება, მაგრამ აჭარიდან, დაკრძალვაზე ჩამოსულ, ნათესავებს მშიერს ვერ გაუშვებენ.

ალბათ არ ვიქნებით მიკერძოებული, თუ ვიტყვით, რომ პანდემია ყველას შეეხო, მაგრამ სოფლად მცხოვრებ ქალებს მაინც, ყველაზე მეტად.

19 წლის თაკო გელაძის შვილი ივლისში დაიბადა. გაზაფხულზე, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი და ხატისოფელი რომ ჩაიკეტა, თაკო ფეხმძიმედ იყო, რთული ფეხმძიმობა ჰქონდა, თუმცა იმ უტრანსპორტობის გამო ექიმთან სიარულსაც ვერ ახერხებდა.

 „ონლაინკონსულტაციის გვერდი ვიპოვეთ ფეისბუკში და ასე ვეკონტაქტებოდი ექიმს. რამდენჯერმე წამალი დაგვჭირდა, საბედნიეროდ, მოგვაწოდეს“, – საუბრობს  თაკო გელაძე.

„ურთულესი პერიოდი გადავიტანეთ: უტრანსპორტობა,  ჩაკეტვა,  ფეხმძიმე რძალი. მეორე ბიჭიც ექიმთან დადიოდა და მკურნალობა შეწყვიტა. ჩემი ქმარი თბილისში მუშაობდა და კარანტინში აღმოჩნდა, კარგა ხანს ვეღარ ჩამოვიდა სოფელში.  ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დავრჩით, მერე მეუღლეს კომპენსაციას, 200 ლარს აძლევდნენ და ამ თანხით ვცხოვრობდით ამხელა ოჯახი. ხან თითო თავი ყველის გაყიდვით გაგვქონდა თავი. რძეც როგორ უნდა გადამენახა, როცა ამდენი ვართ“, – საუბრობს თაკოს დედამთილი, ვარდო შაინიძე.

ადგილობრივი მარიკა ღორჯომელიძეს კი მაშინ მივუსწარით, როდესაც  საქონელს ყანისკენ მიერეკებოდა.

„ახლა ჩემს ქმარსაც სიცხე აქვს, თუმცა ანალიზი არ გაუკეთებია. ჩემი მამამთილი დიალიზზეა. პერიოდულად დადიოდა მარნეულში კლინიკაში. მას კოვიდი დაუდასტურდა.

ჯერ სახლში გვყავდა. ორჯერ მოვიდა სასწრაფო, თუმცა სახლში არ შემოვიდნენ და არც პაციენტი გადაიყვანეს.

მეუღლემ წაიყვანა მამა მანქანით მარნეულში. კლინიკაში არ იღებდნენ, მაგრამ ექიმს უთხრა: რა ვქნა, ეზოში დავტოვო-ო?! ბოლოს, როგორც იქნა, აიყვანეს პალატაში“, – ამბობს მარიკა ღორჯომელიძე.  

ხატისოფელში ერთი წლის წინ აშენდა ამბულატორია, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი შემოღობვა, წყლის შეყვანა და აღჭურვა. სოფლის მედდა ლუდა ანდიაშვილიც ადასტურებს, რომ  იძულებულია, ძველებურად კარდაკარ იაროს. ეს კი გართულებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში დამატებით რისკებს უქმნის, მასაც და სოფლის მოსახლეობასაც.

მართალია მედპერსონალს ორ კვირაში ერთხელ უკეთებენ ტესტს, მაგრამ რიგით მოქალაქეებს, ან 70-140 ლარის გადახდა უწევთ ტესტისთვის ან რიგებში დგომა.

ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას, ხელს უწყობა სოფლის კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა  – უწყლობა. მართალია, ბოლო წლებში თანხები დაიხარჯა სოფლის წყალმომარაგებისთვის, მაგრამ ამან, პრობლემა ვერ მოაგვარა.

„ხშირად დაიბანეთ ხელები, დალიეთ მეტი წყალი, მეტი სითხე“, – პირველი შემთხვევების გამოჩენისთანავე გვაფრთხილებდნენ ეპიდემიოლოგები.

უწყლობითაც განსაკუთრებით ქალების შრომა იზრდება:

„წყალი ორ დღეში ერთხელ მოდის ასე 1-2 საათით. განა რამდენი უნდა ავიღოთ მარაგი?!“ – გვეუბნებიან სოფელში.

ეს პრობლემა თითქმის ყველა უბანში დგას.     

„ეს წყალი დასალევად არც ვარგა, საჭმელშიც ვერ ვიყენებ. ორ-სამ დღეში ერთხელ ბოლნისიდან მოგვაქვს წყაროს წყალი. ჩაკეტილობის დროს ძალიან გაგვიჭირდა. აბა, ხომ ხვდებით, ამხელა ოჯახს რამდენი წყალი სჭირდება?! – ამბობს ვარდო შაინიძე.

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

თინათინ მოსიაშვილი

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებ-გვერდის მითითებით

Related Posts

პირველად პოლიციაში – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

პრობლემა გასული წელს,  15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მოზარდი გარდაიცვალა. ტრაგიკულ  შემთხვევას წინ...

ჩეჩნები საქართველოში – ლტოლვილის სტატუსის მნიშვნელობა ადამიანის წამებისგან დასაცავად/ Chechens in Georgia – The importance of refugee status in protecting a person from torture

რამზან ახიადოვის საქმე ეს სტატია ქალაქ რუსთავში იწერება. რამდენიმე თვის წინ ამავე ქალაქის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური...

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერის ხიბლი

რუსთავის მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე 208 000 ლარი დახარჯა. მან საჭირო საქონელი და მომსახურება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“ და შპს „ჯეოტურისტ+“.

პანდემიასთან დაკავშირებით რეგულაციების ნაწილი შეიცვალა

მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კოვიდ-უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები, დამატებითი...

საწარმოების პირისპირ – რუსთავში ქარხნების სიახლოვეს მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კვლევას, რომელშიც გაანალიზებულია რუსთავში საწარმოთა საქმიანობის ზეგავლენა ქალების ცხოვრებაზე. ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები  თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლებისა და მსხვილი...

COVID-19 და დეზინფორმაცია/COVID-19 və yanlış məlumat

დეზინფორმაცია, თანამედროვე სამყაროში, ვირუსულად ვრცელდება და იგი COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა ასპექტს შეეხო: საიდან და როგორ წარმოიქმნება ვირუსი, როგორ გადადის, თუ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იმსჯელეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake...

ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ბედი გაურკვეველია

2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რუსთავის მერიის მიერ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. ითქვა, რომ...

„ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო ყველაზე და ყველაფერზე“

თეთრიწყაროში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: სკოლა, სახლი, ცეკვა, ფორტეპიანოს გაკვეთილები, … სანამ რამდენიმე ახალგაზრდის ძალისხმევით 2016 წლის 16...

მითები და COVID-19

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, გაჩნდა მითები, რომლებიც აბნევენ საზოგადოების ნაწილს და ართულებენ ვირუსთან ბრძოლას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, პასუხობს ყველაზე მეტად გავრცელებულ...

„წინწყაროს საკვირაო სკოლას“ თეთრიწყაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ სათემო ფონდ “კოდორი 2013”-თან პარტნიორობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: „სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა...

იმერაში წყლის პრობლემა, განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, სრულად მაინც ვერ მოგვარდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერაში  72 ოჯახი ცხოვრობს.  ადგილობრივების თქმით, მათ სასმელი წყალი ორი წლის წინ „მიუყვანეს“, მაგრამ იმ გარემოების გამო,...

„წყალი, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება“ – ტრენინგი მარნეულისა და დმანისის უფროსკლასელებისთვის

UNICEF-ისა და ევროკავშირისა მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი...

თელეთი – მუნიციპალური ტრანსპორტის და სასმელი წყლის მოლოდინში/Teleti – bələdiyyə nəqliyyatı və içməli su gözləntisində

2014 წლის აღწერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში 890 ადამიანი ცხოვრობს.  ამ სოფელშიც, ისევე, როგორც ქვეყნის არა ერთ დასახლებაში,  სიკვდილიანობის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *