16.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

IRI – არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული

IRI – არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახორციელებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებას ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საშუალებით. წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს მეორე დოკუმენტს, სადაც გაანალიზებულია საარჩევნო პროცესები, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდი. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას, რომელიც მოიპოვა ექვსმა გრძელვადიანმა ანალიტიკოსმა,რომლებიც განთავსებულნი იყვნენ თბილისში და აწარმოებდნენ შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების წარმომადგენლებთან.

წინასაარჩევნო გარემო

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს, რომლებსაც IRI-ს ანალიტიკოსები გაესაუბრნენ, აქვს ეჭვები ცესკო-ს, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნეიტრალიტეტსა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის აღმასრულებელ თანამდებობებზე არჩეულია 1483 ქართული ოცნების მიერ ნომინირებული წევრი მაშინ, როდესაც უბნის თავმჯდომარეებად, მოადგილეებად და მდივნებად ოპოზიციური წევრებიდან, ჯამურად, დანიშნულია მხოლოდ 13.“

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სერიოზული დარღვევა, თუმცა, მათი რიცხვი არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 40-მა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა თავდასხმა კამპანიის აქტივისტებზე, კამპანიისთვის განკუთვნილი ნივთების/ქონების დაზიანება და სხვა პროვოკაციული ქმედებები, მაგალითად, ე.წ “ათლეტების” რეკრუტირება ამომრჩევლის დასაშინებლად. ასევე, ანგარიშებში ხშირად იყო აღწერილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები, სამუშაო საათებში კამპანიაში საჯარო მოხელეების ჩართვის პრეცედენტები, სოციალური დახმარებით მანიპულირების ფაქტები და ადგილობრივი ძალოვანი ორგანოების მიერ დაშინების შემთხვევები.“

„2020 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, სავარაუდოდ, ფინანსურ რესურსებსრუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული წყაროებიდან იღებდა. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ფინანსები მოსკოვის POLITSECRETS-ისგანაც მიიღო, თუმცა, ამ ინფორმაციას ქართული მხარე არ ადასტურებს.4 შედეგად, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ცესკო-ს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა და საქართველოს პროკურატურას ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. თუმცა, ამ საკითხზე სადამსჯელო ქმედებები არ განხორციელებულა. 30 ოქტომბრის შუალედურ ანგარიშში საერთაშორისო გამჭვირვალობამ (TI) აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია უფლებამოსილება და იურიდიული რესურსი პოლიტიკური პარტიების მიერ უცხოური დაფინანსების მიღების სავარაუდო ფაქტების გამოსაძიებლად.5 წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელია კამპანიის დაფინანსების მონიტორინგზე, შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რვა ოქმი და კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევის ფაქტების გამო, ზოგიერთ სუბიექტს სანქციები დააკისრა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა დადებითად ფასდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ორგანოს არ გააჩნია საკმარისი რესურსები ეფექტური გამოძიებების წარმოებისათვის.“

„ISFED-ის მედია მონიტორებმა, 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გააანალიზეს 700 Facebook გვერდი, ხოლო 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით – 900. ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა 69 გვერდი, რომელიც ავრცელებდა ევროკავშირის საწინააღმდეგო, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ რიტორიკას და ამავდროულად, პრო-რუსულ კანდიდატებს უჭერდა მხარს. 2020 წლის ოქტომბერში Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქმედების გამო 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და 21 ინსტაგრამის ანგარიში დაბლოკა. ეს პროფილები ორ პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს პატრიოტთა ალინასსა და ქართულ არჩევანს უკავშირდებოდა. Facebook- მა დაადასტურა, რომ აღნიშნული გვერდების დაბლოკვა ISFED-ის ანგარიშებზე დაყრდნობით მოხდა. გარდა ამისა, Facebook-მა დაბლოკა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი და 8 ღონისძიება, რომელიც ალტ-ინფოსთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული წყარო ადგილობრივი მონიტორების მიერ არაერთხელ არის მხილებული მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებაში. Facebook-მა ალტ-ინფო საკუთარი პლატფორმიდან სრულიად დაბლოკა.“

„მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტმა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ყურადღება მიიქცია. აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში უარყო ადგილობრივი მოსახლეობის შეთავაზებები, ჩართულიყვნენ შეიარაღებულ კონფლიქტში. ადგილობრივმა სომხებმა შეძლეს დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება და ფართომასშტაბიანი პოლიტიკური შეხვედრები გააუქმეს. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამცხე-ჯავახეთში კამპანია წინა წლებთან შედარებით უფრო მშვიდად მიმდინარეობდა, არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვემო ქართლში დაფიქსირდა მრავალი ინციდენტი, მათ შორის, თავდასხმა, მუქარა და ქონებისდაზიანება.“

„როგორც ჩანს, მძიმე ეპიდემიოლოგიურმა სურათმა ხელი არ შეუშალა ამომრჩევლისაქტივობას, რომელმაც შეადგინა 56.11%, რაც 2016 წლის არჩევნებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. ძირითადად, არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩატარდა, იზოლირებული ინციდენტები დაფიქსირდა გლდანსა და მარნეულში. თუმცა, სანდო დამკვირვებელი ორგანიზაციების მონაცემებით ადგილი ჰქონდა სერიოზულ პროცედურულ ხარვეზებს, როგორიცაა მარკირების პროცესის დარღვევა, ამომრჩევლისთვის საარჩევნო ჯიხურთან ფოტოს გადაღების ფაქტები, რაც ხმის ფარულობის დარღვევაა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილებებში ბუნდოვანება, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სუსტი დაცვა და შემაჯამებელ ოქმების მანიპულაციების ფაქტები. დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებულისხვა დარღვევები მოიცავდა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ტენდენციებს: უბანზე პარტიის წარმომადგენლების ზედმეტად დიდი რაოდენობა; როგორც უბანზე, ასევე უბნის გარეთ პარტიის კოორდინატორების ჭარბი რაოდენობა, რომლებიც ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობასა და ხმის მიცემის პროცესში; ხმის მოსყიდვის შესახებარსებული მტკიცებები; ე.წ. „კარუსელის“ სქემის გამოყენება და სხვა სახის დარღვევები, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების დღეს რეგისტრირებული იყო საარჩევნო სუბიექტების 80,819 წარმომადგენელი, ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების 46,981 დამკვირვებელი და მედიის 5,971 წარმომადგენელი, რაც განაპირობებდა ხმის მიცემის ქაოტურ პროცესს. არსებობს ეჭვი, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხშირად ჟურნალისტებად რეგისტრირდებიან, რათა უბნებზე დაშვებულზე მეტი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი.“

„უნებლიე შეცდომები არსებობს ყველა არჩევნების დროს. თუმცა, ცესკოს მონაცემებით, შესწორებული ოქმების რაოდენობა შეადგენს 1,167- (537 პროპორციული და 594 მაჟორიტარული) – დაახლოებით, ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე დაფიქსირდა 2016 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ოქმების ნაწილი შესწორებულ იქნა კანონიერი  მიზეზით, მაგალითად, არასწორი დროის, ხელმოწერის ან მცირე მათემატიკური შეცდომის გამო, დარჩენილი ნაწილის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. არჩევნების დღის შემდგომ, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა შენიშნა რომ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასებით, ცესკო-ს არჩევნების შედეგების შეჯამების სისტემა – მათ შორის, შემაჯამებელი ოქმების განხილვა, ცესკო-ს ინსტრუქციები არჩევნების დღის პროცედურებზე, ცესკო-ს სახელმძღვანელო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის და საარჩევნო კოდექსის დებულებები – მოიცავს სუსტ მექანიზმებს იმისთვის, რომ მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგების ჯვარედინი შემოწმება, მათემატიკური სიზუსტის უზრუნველყოფა და გადამოწმება, შედეგების საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნამდე.“

ანგარიში სულად იხილეთ ბმულზე

ფოტო: ვიდეოკადრი, საზოგადოებრივი მაუწყებელი

QvemoQartli.ge

Related Posts

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერი და ტექნიკური მოთხოვნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია გაუმკლავდა

QvemoQartli.ge რუსთავის მერიას ორი კითხვით მიმართა, პირველი რატომ ჩაატარა ორ მილიონზე მეტის ღირებულების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი აუქციონის გარეშე? და რა ლოგიკით გამოთვალა სატენდერო პირობებში ჩაწერილი 7 925

რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია...

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

რეკომენდაციები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, კორონავირუსიის პანდემიასთან დაკავშირებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის. დამსაქმებლის...

რუსთაველი მძღოლები გზებზე ტექნიკური მარილის ნაკლებობაზე საუბრობენ

7-8 თებერვალი ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის რუსთავისთვისაც უხვნალექიანი იყო. თოვლი, ქალაქის საფეხმავლო მონაკვეთებთან ერთად, გზის საავტომობილო ნაწილზეც დაიდო. ,, ისეთი...

წინწყაროს ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი...

“როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”

კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა.

მარნეული – საქართველოს მასშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა

საქართველოში მაშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა მარნეულის მუნიციპალიტეტშია. რეგიონის ყველა რაიონში იციან, რომ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ცხენების მყიდველები,...

“კომპანია RMG -ის დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი” – მწვანე ალტერნატივა

„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია RMG – ის მუშაობის არეალში, ბოლნისისა და...

თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე...

ბაზარი, რომელიც რუსთაველებში ტალახის ასოციაციას იწვევს

უკვე წლებია რუსთავის მოსახლეობა ე.წ ძველი ბაზრის მიმდინარე ტერიტორიის, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. ასფალტის საფარი ქუჩის  ნაწილზე აყრილია. ორმოები წვიმიან ამინდში...

28 ნოემბრიდან ძალაში ახალი შეზღუდვები შედის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან  31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე...

“ქალების თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში, ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს” – პირველი ფემინისტები

რელიგიურმა ადამიანებმა იციან ხოლმე თქმა, – კამათში არ იბადება ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, საუკუნეების წინ დაიბადა – კამათში მხოლოდ წყენა იბადება-ო. მაგრამ...

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *