23.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების შესრულება და მოლაპარაკებების დაწყება არ მოხდა. შედეგად  ოპოზიციამ  ცესკოს შენობასთან გადაინაცვლა და განაცხადა, რომ არავის მისცემდა შენობაში  შესვლის ან გამოსვლის უფლებას.

ოპოზიციის ლიდერებზე ადრე, ცესკოს შენობასთან აქციის მონაწილეების ნაწილი მივიდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. ცესკოსთან დაიწყო დაპირისპირებები, რომელსაც დღეს ოპოზიცია და მთავრობა სხვადასხვაგვარად აფასებს.

QvemoQartli.ge დაინტერესდა, როგორ აფასებს მომხდარს, პროცესების ნეიტრალური დამკვირვებელი მხარე, სამოქალაქო სექტორი.  

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადგილზე აკვირდებოდა მიმდინარე პროცესებს. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარი შეფასებები საზოგადოებას გააცნო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები 2020 წლის 8 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს პარლამენტის და შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ მოქალაქეთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სრულ მიმდინარეობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, მათი დაშლის მიზნით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს სპეციალური საშუალებები – წყლის ჭავლი და უცნობი სახის (სავარაუდოდ – ცრემლსადენი) აირი“- ადამიანის უფლებათა ცენტრი.

პროცესები სახალხო დამცველმაც, მსგავსი აცენტებით შეაფასა და განაცხადა, რომ ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

“უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ”- აცხადებს სახალხო დამცველი.

აქციის მონაწილეთა ძალისმიერ დაშლას ესხმაურება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებულ პირობებში შეკრების დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა:

“მით უფრო, ჭავლის გამოყენებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება და შესაძლებლობა, თავისუფლად დაეტოვებინათ შეკრების ადგილი. წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციამ ასევე არ სცადა ვითარების განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების გზით. აგრეთვე არგუმენტს მოკლებულია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ საპოლიციო ძალის გამოყენების წინ შეუძლებელი იყო შეკრების მონაწილეების გაფრთხილება, რადგან არ არსებობდა არანაირი მყისიერი და გადაუდებელი საფრთხე, რომლის გამოც პოლიციის მხრიდან გაფრთხილების ვალდებულების შესრულება არსებით საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ინტერესებს, ან საზოგადოებრივ წესრიგს”, – EMC

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით ცესკოსთან პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს. TI-ს განცხადებით, პოლიციამ ხალხის გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მათივე თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

“ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად”, – საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

ფოტოს წყარო: ფოტოკადრი „ფორმულას“ პირდაპირი ეთერიდან.

QvemoQartli.ge

Related Posts

ივანიშვილთან ახლობლობა კერძო სკოლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმი” აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად ,, მილენიუმის ” 152 მოსწავლე...

თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე...

„ბორკილები“ ციხის პერსონალისთვის

კვლევა „პენიტენციური სისტემის პერსონალი“ მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის.“ [ავტორი ნატალია ცაგარელი] კვლების ძირითადი მიგნებები: კანონმდებლობაში აქცენტი კეთდება მხოლოდ...

“როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”

კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა.

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით...

ასურეთი – მთავარი გამოწვევა ისევ ძალაშია

თუ ოფიციალურ მონაცემებს ვენდობით, დაახლოებით ათასამდე ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის დასახლებაში.ასურეთი, თეთრიწყაროს სოფლების უმრავლესობასავით ერისა და ბერისგან დავიწყებული არ...

თვითმმართველობის მთავარი პრინციპი სისტემატიურად ირღვევა

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა არაერთხელ მოამზადეს სტატიები იმის თაობაზე, რომ რუსთავის თვითმმართველობა საკარებულოს სხდომის თარიღს თავის ოფიციალურ საიტზე არ აქვეყნებს...

რა არის ახალი კორონავირუსი? Yeni koronavirus nədir? (COVID-19

რეკომენდაციები მშობლებისთვის, აღმზრდელებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის COVID-19 კორონავირუსების ახალი შტამია, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება პირველად 2019 წელს ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში...

მრავალეროვანი საქართველო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას სასამართლოში გაასაჩივრებს

მრავალეროვანი საქართველო (PMMG), სასამართლოში გაასაჩივრებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 3 ნოემბრის #59/2020 განკარგულებას, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა მარნეულის #13.22.51 და ...

საწარმოების პირისპირ – რუსთავში ქარხნების სიახლოვეს მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კვლევას, რომელშიც გაანალიზებულია რუსთავში საწარმოთა საქმიანობის ზეგავლენა ქალების ცხოვრებაზე. ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები  თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლებისა და მსხვილი...

ენმ: „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან, ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ მგელაძე,მმართველ პარტიას ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე...

გოგონები დაბა კაზრეთში პოზიტიური ცვლილებებისთვის

პროექტის მიზანია დაბაში მცხოვრები გოგონების/ქალების გააქტიურება - ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებებისთვის. პროექტის მონაწილეებს უტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები:

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტების და სოფლის რწმუნებულების ხელფასები იზრდება

,, ჩვენ შეპირებისამებრ ვზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასებს” – გამოუცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა საკრებულოს წევრებს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა,...

28 ნოემბრიდან ძალაში ახალი შეზღუდვები შედის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან  31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *