16.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მრავალეროვანი საქართველო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას სასამართლოში გაასაჩივრებს

მრავალეროვანი საქართველო (PMMG), სასამართლოში გაასაჩივრებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 3 ნოემბრის #59/2020 განკარგულებას, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა მარნეულის #13.22.51 და  #13.22.52, ასევე გარდაბნის #13.21.11 და #13.21.22 საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე. ორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასაჩივრებული უბნების შემაჯამებელ ოქმებში არ დგება ბალანსი და ფიქსირდება საარჩევნო ბიულეტენების მეტობა.

3 ნოემბერს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა მრავალეროვანი საქართველოს საჩივრები მარნეულის #13.22.51 და #13.22.52, ასევე გარდაბნის #13.21.11 და #13.21.22 საარჩევნო უბნებზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საოლქო საარჩევნო კომისიამ დისციპლინური პასუხისმგებლობა (შენიშვნა) შეუფარდა მარნეულის #13.22.52 და გარდაბნის #13.21.22 საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებსა და მდივნებს, თუმცა უარი თქვა ოთხი საარჩევნო უბნის სადავო შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და ამ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების გადათვლაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის განმარტებით, გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების შედგენისას დაშვებულ იქნა შეცდომა, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა შეადგინეს შესწორების ოქმები, რომლის საფუძველზეც, კომისიის წევრებმა შეიტანეს შესწორება კენჭისყრის დღის შემაჯამებელ ოქმებში. შესაბამისად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განმარტებით, არ არსებობს შემაჯამებელი ოქმების ბათილობისა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.

რაც შეეხება ორი საარჩევნო უბნის (მარნეულის #13.22.52 და გარდაბნის #13.21.22) კომისიის თავმჯდომარეებისა და მდივნებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, საოლქო საარჩევნო კომისიის განმარტებით, ამ უბნებზე შემაჯამებელი ოქმების შედგენისას არ იყო დაცული კანონით გათვალისწინებული პროცედურები. კერძოდ, მარნეულის #13.22.52 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული მისი შედგენის დრო და ასევე ოქმები არ არის სათანადოდ დამოწმებული, ხოლო გარდაბნის # 13.21.22 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში შეცდომით იქნა შეტანილი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები.

მრავალეროვანმა საქართველომ შესაბამისი საჩივრით მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას 2 ნოემბერს მიმართა. ორგანიზაციამ მარნეულის #13.22.51 და  #13.22.52, ასევე გარდაბნის #13.21.11 და #13.21.22 საარჩევნო უბნებზე შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და კენჭისყრის შედეგების გადათვლა, ასევე შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.

„ მარნეულის #13.22.51 საარჩევნო უბანი – პროპორციული და მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები დაუბალანსებელია.  პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში არის 30 ბიულეტენით მეტობა. კერძოდ, პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 432, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის  462. მარნეულის #13.22.51 საარჩევნო უბნის მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში არის 15 ბიულეტენით მეტობა. კერძოდ, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 447, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის  462.

მარნეულის #13.22.52 საარჩევნო უბანი –  პროპორციული და მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები დაუბალანსებელია.  პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში არის 27 ბიულეტენით მეტობა. პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის  515, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის  542.  მარნეულის #13.22.52 უბნის მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში არის 22 ბიულეტენით მეტობა. კერძოდ, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 515, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 537.

გარდაბნის #13.21.11 საარჩევნო უბნის პროპორციული შემაჯამებელი ოქმი დაუბალანსებელია. კერძოდ, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში არის 6 ბიულეტენით მეტობა. პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 415, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 421.

გარდაბნის #13.21.22 საარჩევნო უბნის პროპორციული შემაჯამებელი ოქმი დაუბალანსებელია. კერძოდ, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში არის 45 ბიულეტენით მეტობა. პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 388, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 433”- ვკითხულობთ მრავალეროვანი საქართველოს გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციის წყარო: მრავალეროვანი საქართველო (PMMG)

ფოტო: შერჩეულია თემატურად. მასში ასახულია „მრავალეროვანი საქართველო“-ს, 31 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, ჩატარებული ერთ-ერთი ბრიფინგი.

Related Posts

3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო

2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“

მეზობლების ახალი წელი

„Camping Azerbaijan“- არის აზერბაიჯანში მოქმედი ეკო-ტურისტული სააგენტო. ისინი იქნებოდნენ არაფრით გამორჩეულები, რომ არა მათი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. სააგენტო, რომელიც ტურებს...

დაკარგული ტრადიციები და სასუქზე დამოკიდებული ნიადაგი

თინათინ მოსიაშვილი ვახტანგისი საქართველოს სასაზღვრო სოფელია აზერბაიჯანის საზღვართან. 2014 წლის აღწერით, აქ 2375 ადამიანი ცხოვრობს. აქაურები, გარდაბნის რაიონის სხვა სოფლების...

“ქალების თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში, ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს” – პირველი ფემინისტები

რელიგიურმა ადამიანებმა იციან ხოლმე თქმა, – კამათში არ იბადება ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, საუკუნეების წინ დაიბადა – კამათში მხოლოდ წყენა იბადება-ო. მაგრამ...

“300-ზე მეტი საჩივრის უდიდესი უმრავლესობა დაუშვებლად ან უსაფუძვლოდ ცნეს, ბევრი მათგანი შესაბამისად არც განხილულა” – ეუთო [Material Azərbaycan dilində əlçatandır]

ეუთოს საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ძირითადი მიგნებები გამოაქვეყნა. ანგარისში ცალსახად უარყოფით მოვლენად არის შეფასებული, კენჭისყრის დღეს,  საჩივრების...

რუსთავში საბავშო ბაღების რეაბილიტაციას ნული ლარით გეგმავენ

რუსთავის საკრებულომ, დეკემბრის ბოლოს 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტში სხვადასხვა ხარჯების გვერდით ნახსენები იყო საბავშო ბაღების რეაბილიტაციაც. თუმცა ამ საქმისთვის...

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

წალკა ამომრჩეველთა სიის ადგილობრივი რეგისტრატორების გარეშე რჩება

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ქვემო ქართლის წარმომადგენლობა დღეს დაასრულებს რეგისტრატორთა განაცხადების მიღებას. საუბარია რეგისტრატორებზე, რომლებსაც  ამომრჩეველთა სიის დაზუსტება მოუწევთ....

წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს  „სამართლიანი არჩევნები“. სექტემბრის თვეს ორგანიზაციამ გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7;...

მნიშვნელოვანი კვლევები სასმელ წყალთან დაკავშირებით

კვლევა: საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივები განმახორციელებელი: ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების წყალსადენების საუწყებო...

მეორე ტური – პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო უბნებთან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, სამოქალაქო სექტორის ნაწილი, შეზღუდული რესურსებით და შემცირებული სადამკვირვებლო ჯგუფებით აკვირდებოდა. ორგანიზაციების ნაწილმა კი უარი თქვა არჩევნების...

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

პანდემია, თანასწორობა და შობის ღამე

რუსთავის, ღვთაებრივი გულმოწყალების სახელობის კათოლიკური ტაძრის კართან, ასეთი გაფრთხილება დაგხვდებათ: „ ტაძარში შესვლამდე გავიკეთოთ პირბადე და დავიმუშავოთ ხელები, სპეციალური ხსნარით....

რეპორტაჟი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ცურტავი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის...

28 ნოემბრიდან ძალაში ახალი შეზღუდვები შედის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან  31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *