16.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

რუსთავის ბიუჯეტს მერიის ადმინისტრაციის უფროსის სამსახურიდან გაშვება შესაძლოა 45 900 ლარამდე დაუჯდეს

ოპოზიციური პარტიები, რუსთავის ამჟამად უკვე ყოფილ მერს და ადმინისტრაციას თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებაში ხშირად ადანაშაულებდნენ. ოპონენტები აღნიშნულს, არასწორ საკადრო პოლიტიკას უკავშირებდნენ და სასამართლოს ძალით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემულ სახელფასო განაცდურს და კომპენსაციებს – ამ პოლიტიკის შედეგად აფასებდნენ. მსგავსი საქმეების რიცხვს შეიძლება შეემატოს რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიხეილ თათარაძის საკითხიც.

თათარაძე რუსთავის ყოფილმა მერმა დავით ჯიქიამ ადმინისტრაციის უფროსად 2013 წელს დანიშნა. მაშინ ჯიქია ადგილობრივ  მედიაში აცხადებდა: „ჩემი მიდგომა ამ საკითხის მიმართ ასეთი იყო ადრე და ახლაც ასე იქნება – აქცენტს  მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე გავაკეთებ“.

მიხეილ თათარაძე საჯარო სამსახურამდე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა. რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას კი 2015 წლის 21 აგვისტომდე იკავებდა. გარდა საჯარო სამსახურისა, მის ბიოგრაფიაში სხვა საინტერესო დეტალებიცაა. თათარაძე 2014 წელს მონაწილეობას იღებდა რუსთავის ენმ-ს ოფისთან, „ქართული ოცნების“ აქტივისტების, ცოცხებით ხელში, მოწყობილ აქციაშიც.

დღეს თათარაძეს უკვე თავის ყოფილ დამსაქმებელთან სასამართლო დავები აქვს. მისი გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, როგორც რუსთავის საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლომ.

„გათავისუფლების რეალური მიზეზი არ უკავშირდება ჩემ მუშაობს, მიზეზი არის ქალაქის მერთან არსებული პირადი ხასიათის უთანხმოება“, – აცხადებს თათარაძე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თათარაძის აღდგენა უნდა მოხდეს, ან ადმინისტრაციის უფროსის, ან აღნიშნული სტატუსის  ტოლფას თანამდებობაზე, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან მას უნდა ჩაურიცხონ განაცდური სრული ხელფასი (1 700 ლარი) სამახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის. აღნიშნული თანხა კი 45 900 ლარამდეა. საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომაც.

კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს 2015 წელს ადმინისტრაციის უფროსი, რუსთავის მერიაში პასუხობენ, რომ მისი სამსახურიდან გაშვება „მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო” მოხდა. საჯარო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, რომ თათარაძის არაჯეროვნად მუშაობას ადასტურებს: „ადმინისტრაციის უფროსად მუშაობის პერიოდში მისთვის ქალაქის მერის მიერ გაფართოებულ თათბირზე გამოცხადებული საყვედურები, რომელიც შეტანილია ამავე თათბირების ოქმებში. საუბარია 2015 წლის 26 ნოემბერის, 2015 წლის 3 მარტის და 2015 წლის 27 ივლისის თათბირებზე“.

აღნიშნული ოქმები, ფაქტ-მეტრის მოთხოვნის მიუხედავად, რუსთავის მერიამ არ გაასაჯაროვა. უწყებაში განმარტეს, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პირის პერსონალურ მონაცემს და სჭირდებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან კონსულტაციათუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რუსთავის მერია ადასტურებს, რომ სასამართლომ აღნიშნული ოქმები ჯეროვან მტკიცებულებად არ მიიღო. თათარაძე ამ ოქმებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ისინი არ იყო სწორად შედგენილი, წინა თარიღით ქონდათ გაფორმებული და არც ერთი მათგანით არ მტკიცდება, რომ მას ოდესმე რაიმე ადმინისტრაციული გადაცდომა ჰქონდა.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ისინი აგრძელებენ დავას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მანონ ბოკუჩავა

წყარო: factcheck.ge

Related Posts

წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს  „სამართლიანი არჩევნები“. სექტემბრის თვეს ორგანიზაციამ გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7;...

ბაზარი, რომელიც რუსთაველებში ტალახის ასოციაციას იწვევს

უკვე წლებია რუსთავის მოსახლეობა ე.წ ძველი ბაზრის მიმდინარე ტერიტორიის, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. ასფალტის საფარი ქუჩის  ნაწილზე აყრილია. ორმოები წვიმიან ამინდში...

პირველად პოლიციაში – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

პრობლემა გასული წელს,  15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მოზარდი გარდაიცვალა. ტრაგიკულ  შემთხვევას წინ...

რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთიში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო

რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო. უბნის თავმჯდომარის ქეთევან მიროტაძის განცახდებით, რეგისტრატორმა ამომრჩეველს შემთხვევით...

რეპორტაჟი – ქვემო კაპანახჩი და ლელაშხა

ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში, გარდაბანშიც მოსახლეობის ძირათი შემოსახლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ამუშავენ მიწებს და ზრდიან პირუტყვს. გარდაბნის...

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით...

პანდემიის დროს ქალების საშინაო შრომა გაორმაგდა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა „CRRC – საქართველო“ კვლევა ჩაატარა, საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების...

რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყაროს საკვირაო სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს:  სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და  აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის-ახალგაზრდა სამოქალაქო  აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში. ...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

მოქალაქემ, რუსთავის აზოტს, პროფკავშირების დახმარებით სასამართლო დავა მოუგო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას, რომ 4 წლიანი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა. „ ვ. ბ. დასაქმებული იყო...

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

ენმ: „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან, ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ მგელაძე,მმართველ პარტიას ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე...

მეორე ტური – პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო უბნებთან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, სამოქალაქო სექტორის ნაწილი, შეზღუდული რესურსებით და შემცირებული სადამკვირვებლო ჯგუფებით აკვირდებოდა. ორგანიზაციების ნაწილმა კი უარი თქვა არჩევნების...

მოწონებული და დაწუნებული არქიტექტურული მიგნებები

დავინტერესდით რუსთაველების აზრით, რომელი ახალი ნაგებობა არის ქალაქის არქიტექტურაში მათთვის ყველაზე მოსაწონი. ასევე გვაინტერესებდა, რომელი არქტიტექტურული მიგნება არის რიგითი რუსთაველებისთვის...

მითები და COVID-19

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, გაჩნდა მითები, რომლებიც აბნევენ საზოგადოების ნაწილს და ართულებენ ვირუსთან ბრძოლას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, პასუხობს ყველაზე მეტად გავრცელებულ...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *