16.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

რუსთავს ახალი წლის “ლამაზად” შეხვედრა 114 482 ლარი დაუჯდა

საახალწლო სამზადისის დაწყებისას, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსთაველები „ლამაზად“ შეხვდნენ ახალ წელს.

ახლა, როდესაც დასასრულს უახლოვდება, სადღესასწაულო  პერიოდი, დავინტერესდით, რა დაუჯდა ეს „სილამაზე“ ადგილობრივ ბიუჯეტს.

ახალი წლის საზეიმოდ შეხვედრისთვის რუსთავის ხელისუფლებამ, გასული წლის მიწურულს ორი ხელშეკრულება დადო. ერთი მათგანი გაფორმდა ინდივიდუალურ მეწარმე ლაშა კვარაცხელიასთან. ხელშეკრულების საგანი იყო მუნიციპალიტეტისთვის შემდეგი მომსახურებების 63 482 ლარად გაწევა: კონცერტის ჩატარება, საცირკო წარმოდგენა, თოჯინების სპეკტაკლი, ანიმატორები, ღონისძიების წამყვანებით უზრუნველყოფა, მომღერლები, სცენა, განათება, გახმოვანება, საჩუქრები. ვრცელ ჩამონათვალში მოხვდა ასევე 2000 მოსაწვევი (საერთო ღირებულებით 400 ლარი), 6 საახალწლო კოტეჯი (საერთო ღორებულებით 5 400 ლარი), მარხილი (ღირებულება 800 ლარი), ირემის ორი ფიგურა (საერთო ღირებულებით 800 ლარი) თივის 150 ტუკი (საერთო ღირებულებით 450 ლარი) – აღნიშნული ჩამონათვალი არაა სრული.

ეს ხელშეკრულება, თუ უშუალოდ სადღესასწაულო დღეებში ჩასატარებელ აქტივობებს ეხებოდა,  ქალაქის საახალწლოდ განათებისთვის დაიდო მეორე ხელშეკრულება, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის თანხით, შპს „სითი ლაითთან.“ ამ უკანასკნელს, რუსთავის საახალწლო გარე განათების უზრუნველყოფისთვის ჩაურიცხეს 51 000 ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა დეკორატიული განათებების მოწყობას.

შესაბამისად, რუსთავის ბიუჯეტს ახალი წლის „ლამაზად“ შეხვედრა 114 482 ლარი დაუჯდა.

Related Posts

მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც...

დმანისი – ქვემო ოროზმანის პრობლემები [ვიდეო]

დმანისის რაიონ სოფელ ქვემო ოროზმანში ბუნებრივი აირის, სატრანსპორტი გზის და სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ. სოფლის მოსახლეობის თქმით, მათთვის პრობლემას საძოვრებიც...

3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო

2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“

წალკის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ტენდერებს ამავე უწყებების დირექტორის სიძის კომპანია იგებდა

მალხაზ ზოიძე ააიპ წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორია.  წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში მოსვლამდე,  2012-2015 წლებში, მალხაზ ზოიძე წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურის...

გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა რაოდენობა კრიტიკულად დაბალია

საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე რიგით მესამე – 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა”. რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს...

წალკა ამომრჩეველთა სიის ადგილობრივი რეგისტრატორების გარეშე რჩება

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ქვემო ქართლის წარმომადგენლობა დღეს დაასრულებს რეგისტრატორთა განაცხადების მიღებას. საუბარია რეგისტრატორებზე, რომლებსაც  ამომრჩეველთა სიის დაზუსტება მოუწევთ....

გოგონები დაბა კაზრეთში პოზიტიური ცვლილებებისთვის

პროექტის მიზანია დაბაში მცხოვრები გოგონების/ქალების გააქტიურება - ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებებისთვის. პროექტის მონაწილეებს უტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები:

კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქრება

საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა....

რეპორტაჟი: ბოლნისის რაიონის სოფელი ცურტავი

ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის...

რა არის ახალი კორონავირუსი? Yeni koronavirus nədir? (COVID-19

რეკომენდაციები მშობლებისთვის, აღმზრდელებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის COVID-19 კორონავირუსების ახალი შტამია, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება პირველად 2019 წელს ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში...

მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტების ხარისხი

ქვემო   ქართლში  მუნიციპალიტეტების  საშუალოვადიანი  განვითარებისა  და  პრიორიტეტების   დოკუმენტების  ხარისხის  მონიტორინგის ანგარიში

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

“როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”

კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა.

რუსთაველები ,,რუსთავის წყალს“ დაუპირისპირდნენ

გასული წლის აპრილში ,,რუსთავის წყალმა” საზოგადოებას ამცნო, რომ წყლის მრიცხველების სადარბაზოში გატანა დაიგეგმა. ასევე ითქვა, რომ  რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *