“კომპანია RMG -ის დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი” – მწვანე ალტერნატივა

„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია RMG – ის მუშაობის არეალში, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ნიადაგებისა და წყლების მდგომარეობა შეისწავლა. კვლევა განხორციელდა თსუ-ს ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ-ს  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით.

წყლების და ნიადაგის ანალიზმა (2017 წელი) შედეგი აჩვენა:

„ ამ ფართო მასშტაბიანი კვლევის შედეგად, რომელიც დამატებით გამყარებულია, პროექტის მონაწილეების მიერ ჩატარებული მრავალწლიანი გამოციდლებით, კვლევებითა და მონაცემებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვემო ქართლის რეგიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად, რომელსაც აწარმოებს კომპანია “RMG” დაბინძურებისარეალიდამასშტაბებისაგანგაშომდგომარეობამდეარისგაზრდილი. აღსანიშნავიარომდაბინძურებისამდონემდეგაზრდაფიქსირედება.საყდრისყაჩაღიანისსაბადოსათვისებისშემდეგწლებში. დაბინძურებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია, დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი, თუმცა ჩვენი ვარაუდით ეს დაბინძურება მოცემული შედეგებზე დაყრდნობით უფრო დიდ ტერიტორიასაც უნდა მოიცავდეს.

დაბინძურების სრული სურათის წარმოჩენისათვის აუცილებელია კვლევამ მთელი ქვემო ქართლი მოიცვას, გარდა ამისა აუცილებელია დაბინძურების ეფექტის შესწავლა საკვებ პროდუქტებსა და განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობზე.

მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტების მიერ აუცილებლად უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და კვლევა. ასევე აუცილებელია დაინერგოს საბადოს მართვის თანამედროვე პრინციპებზე მორგებული სახელმწიფო რეგულაციათა პაკეტი და გაიზაროდს საბადოს მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის დონე.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევები შევადარეთ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს და მონაცემებზე დაყრდნობით გამოვითვალეთ რაოდენობრივი შემცველობები, რის საფუძველზეც დადგინდა ამა თუ იმ სოფელში ტოქსიკური ლითონების მატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან შედარებით.

გამოთვლებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ დავინახოთ, რამდენჯერ აღემატება თითოეულ სოფელში ლითონების შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას.

ნახიდურში ნიადაგის ზედაპირზე სპილენძის შემცველობა ნორმას 0,74-ჯერ აღემატება, მანგანუმი 0.433-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.115-ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 0,552-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 2.60-ჯერ;

მწყნეთშინიადაგის ზედაპირზე კადმიუმი მომატებულია ზედა ზღვართან მიმართებით 0.5195-ჯერ, ხოლო სიღრმეში 0.1215-ჯერ;

ფოლადაურში ნიადაგის ზედაპირზე მანგანუმი მომატებულია 0.236-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 2.98-ჯერ, სიღრმეში კი კადმიუმი ზედა ზღვარს 0,19025-ჯერ აღემატება;

ქვემობოლნისში ზედაპირზე მანგანუმი აღემატება 0.158-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვარს აღემატება 2.125- ჯერ, სიღრმეში მანგანუმი აღემატება 0.12654-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვარს აღემატება 1.80-ჯერ;

რატევანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია: მანგანუმი 0.06364-ჯერ, თუთია 2.3766-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 2.5683-ჯერ, სიღრმეში კი – სპილენძი 1.21656-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.19-ჯერ;

მუშევანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.0148-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 1.86-ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 0.50426-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 2.00-ჯერ;

აკაურთაშინიადაგის ზედაპირზე მომატებულია კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.652-ჯერ, სიღრმეში – კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.555-ჯერ; 43 გომარეთში ნიადაგის ზედაპირზე კადმიუმი მომატებულია ზედა ზღვართან მიმართებით 0.477-ჯერ, სიღრმეში კი – ზედა ზღვართან მიმართებით 0.45545-ჯერ;

განთიადშინიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.189-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.07-ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 0.1393-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 0.612-ჯერ;

ვარდისუბანშინიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.20126-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.0335-ჯერ, ტყვია 0.0272-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი მომატებულია 0.2688-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 1.4844-ჯერ, ტყვია 0.1295-ჯერ;

მამიშლოში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.04348-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 1.222-ჯერ, ტყვია 0.02125-ჯერ, სიღრმეში კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით მომატებულია 1.50-ჯერ, ტყვია 0.1732-ჯერ;

პატარადმანისში ნიადაგის ზედაპირზე კადმიუმი მომატებულია ქვედა ზღვართან მიმართებით 1.422- ჯერ, ტყვია 0.3125-ჯერ, სიღრმეში კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით მომატებულია 1.394-ჯერ, ტყვია 0.154-ჯერ; აბულბუქში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 0.38425-ჯერ, მანგანუმი 0.3468-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 2.782-ჯერ, ტყვია 1.0174 -ჯერ, სიღრმეში – სპილენძი 0.4206- ჯერ, მანგანუმი 0.502-ჯერ, თუთია 2.5847-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.2985-ჯერ, ტყვია 2.0271-ჯერ;

ბალიჭისჭალებში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 0.3949-ჯერ, მანგანუმი 0.24914-ჯერ, თუთია 0.7327-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.9827-ჯერ, ტყვია 2.3653-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.4367-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.278-ჯერ, ტყვია 1.2656-ჯერ;

ტანძიაშინიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.274-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.226-ჯერ, ტყვია 0.8084-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.1465-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.2995-ჯერ, ტყვია 0.80-ჯერ;

დარბაზშინიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.10404-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.11-ჯერ, ტყვია 0.99575-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.09692-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.05765-ჯერ, ტყვია 0.929-ჯერ;

ფოცხვერიანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.16-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 2.954-ჯერ, ტყვია 0.9929-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.105-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.227-ჯერ, ტყვია 1.2883-ჯერ; კაზრეთში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.18862-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.381-ჯერ, ტყვია 1.7128-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.2119-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.36955-ჯერ, ტყვია 1.99-ჯერ;

ბალიჭისშესასვლელთან ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 1.1014-ჯერ, მანგანუმი 0.2372- ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.2292-ჯერ, ტყვია 1.881-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.0512-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.62-ჯერ, ტყვია 0.4968-ჯერ;

ბალიჭისშუაუბანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 0.0729-ჯერ, მანგანუმი 0.1668-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.2748-ჯერ, ტყვია 1.86525-ჯერ, სიღრმეში – კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.8035-ჯერ, ტყვია 0.7153-ჯერ;

ბალიჭისზედაუბანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.32754-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 1.614-ჯერ, ტყვია 3.3337-ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 0.10958-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 1.422-ჯერ, ტყვია 0.7926-ჯერ”- ვკითხულობთ კვლევის დასკვენში.

დეტალურად დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე..

ფოტოს წყარო: მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა