23.01.2021 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

საწარმოების პირისპირ – რუსთავში ქარხნების სიახლოვეს მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კვლევას, რომელშიც გაანალიზებულია რუსთავში საწარმოთა საქმიანობის ზეგავლენა ქალების ცხოვრებაზე. ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები  თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლებისა და მსხვილი საწარმოების მიმართ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

დოკუმენტი მოამზადა ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედიამ“ პროექტის – „რუსთავში, მსხვილი საწარმოების სიახლოვეს მცხოვრები ქალების საჭიროებების კვლევის“  ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“.

კვლევის ავტორების მიერ წარმოდგენილი ხედვა და მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.

კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ „ქვემო ქართლის მედია“.

კვლევის ავტორები: ქეთევან მურღულია, მანონ ბოკუჩავა

თარგმანი: ნათია დავითაშვილი

გრაფიკული დიზაინერი: სოფია ბერიძე-სტავროგინა

დაკაბადონება: ირაკლი კორძახია

კვლევის მიგნებები:

საწარმოთა საქმიანობის უარყოფითი გავლენა გარემოზე – რესპონდენტები ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ქალაქში არსებულ  საწარმოებს ასახელებენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ საწარმოები უფრო მეტი დატვირთვით მუშაობენ ღამით, როდესაც შედარებით რთული შესამჩნევია გამონაბოლქვი; ამიტომ მოითხოვენ საწარმოების მუშაობის მონიტორინგს ღამითაც, რაც, მათი აზრით, უფრო ნათლად წარმოაჩენს მავნე ზემოქმედებას გარემოზე.

საწარმოთა საქმიანობის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ აწუხებთ საწარმოო მტვერი-გამონაბოლქვი, რაც საწარმოების მუშაობის შედეგია და მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე. აღნიშნავენ, რომ ხშირად აწუხებთ თვალების წვა, მშრალი ხველა და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ასევე, შიშობენ გახშირებული ონკოლოგიური დაავადებების გამო, რასაც, აგრეთვე, უკავშირებენ საწარმოთა საქმიანობას. რესპონდენტთა უმრავლესობა უჩივის სუსტ იმუნიტეტსა და შეძენილ ალერგიულ დაავადებებს.

გენდერული ნიშნით მოწყვლადობა – საწარმოებისგან მიყენებული ზიანი მძიმედ აისახება ქალების ცხოვრებაზე. მათთვის განსაკუთრებით რთულია მავნე გარემო პირობებთან გამკლავება, საჭირო ფინანსების უქონლობა კი ხელს უშლის, პერიოდულად გადაიმოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა და გააკონტროლონ, საწარმოების ქიმიური გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი როგორ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

საწარმოთა სოციალური ზემოქმედების ნეგატიური ასპექტები როგორც  კვლევის პროცესში გამოიკვეთა, ხშირ შემთხვევაში საწარმოები  დასაქმების ერთადერთ სფეროს წარმოადგენენ, ალტერნატივის არარსებობა კი ერთგვარი დემოტივაციაა მოსახლებისთვის ეკოაქტივიზმში ჩართვის კუთხით. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში საწარმოთა დასაქმების პოლიტიკაში იკვეთება ისეთი მძიმე სოციალური პრობლემები,როგორიცაა: არასათანადო სამუშაო სივრცე, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევა, პროფესიული დაავადებების მაღალი რისკი და სამუშაო ადგილების დაკარგვით მუდმივი მანიპულირება, დამსაქმებელთა მხრიდან პროტესტის ჩახშობის მიზნით.

სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობა და კონტროლის მექანიზმი – რესპონდენტები მოითხოვენ, სახელმწიფომ გაამკაცროს კონტროლი საწარმოების მიმართ და შეიმუშაოს მონიტორინგისა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი.

ეკოაქტივისტების რეკომენდაციები:

უფრო მკაცრი და მოქნილი გახდეს საწარმოების საქმიანობის კონტროლი;

  • მოწესრიგდეს საწარმოების ფილტრების სისტემა;
  • აღმოიფხვრას ე.წ უკონტროლო გაფრქვევა – პროცესი, როდესაც გამონაბოლქვი მილების/ფილტრების ნაცვლად საწარმოების შენობების კედლებიდან გამოდის;
  • ყოველდღიურ რეჟიმში დასუფთავდეს ქალაქის ქუჩები, სველი წესით;
  • პარლამენტმა შეიმუშაოს საწარმოების მხრიდან დარღვევების გამოვლენისა და აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმი;
  • სამოქალაქო აქტივისტებმა მოსახლეობისთვის გაააქტიურონ შემეცნებითი და საგანმანათლებლო საქმიანობა, ეკოლოგიის მიმართულებით;
  • საწარმოებმა აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა მოსახლეობისა და ქალაქის წინაშე;
  • ადგილობრივმა მთავრობამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და გადადგას კონკრეტული/ქმედითი ნაბიჯი, პრობლემის გადასაჭრელად.

იხილეთ კვლევა სრულად ქართულ და ინგლისურ ენებზე:

Related Posts

ასარჩევი პრიორიტეტები: მშიერი რუსთაველი, თუ კეთილმოწყობილი ქალაქი

რუსთავის თვითმმართველობის მისაღებში სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალქეებს. ითხოვენ მედიკამენტებით დახმარებას, უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართვას, შეშას,...

მთავრობის წინასაარჩევნო პროექტი რუსთაველების ჯიბეს ვერ მოერგო

უკვე, ორი შაბათ-კვირაა რუსთავში პატარა ბაზრობები იმართება. თეთრი კარვებისგან შემდგარ ბაზრობაზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და კონსერვები იყიდება. ,, ფასები...

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

ჩეჩნები საქართველოში – ლტოლვილის სტატუსის მნიშვნელობა ადამიანის წამებისგან დასაცავად/ Chechens in Georgia – The importance of refugee status in protecting a person from torture

რამზან ახიადოვის საქმე ეს სტატია ქალაქ რუსთავში იწერება. რამდენიმე თვის წინ ამავე ქალაქის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური...

რუსთავში საბავშო ბაღების რეაბილიტაციას ნული ლარით გეგმავენ

რუსთავის საკრებულომ, დეკემბრის ბოლოს 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტში სხვადასხვა ხარჯების გვერდით ნახსენები იყო საბავშო ბაღების რეაბილიტაციაც. თუმცა ამ საქმისთვის...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ...

ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,,...

წინწყაროს ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი...

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით...

მოქალაქემ, რუსთავის აზოტს, პროფკავშირების დახმარებით სასამართლო დავა მოუგო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას, რომ 4 წლიანი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა. „ ვ. ბ. დასაქმებული იყო...

,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!“ – სარწყავი წყლის პრობლემა ბოლნისის სოფლებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეში ქართული კინოსამყაროსთვის ცნობილი ადგილია. ,,ბაში-აჩუკი” სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე მდებარე, ქვეშის ციხესთან გადაიღეს. ციხესიმაგრე დაახლოებით...

ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები

ორგანიზაციამ „ ფრეია”  მოამზადა გზამკვლევი, ოჯახში ძალადობის რისკების შემცირებისთვის. QvemoQartli.ge გიზიარებთ ნამუშევრის ნაწილს, რომელიც მხარდამჭერ სახელმწიფო სერვისებს და სამოქალაქო საზოგადოებასთან...

„მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი“ ანტიდასავლური

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

რუსთაველებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ ელით –

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” იწყებს მუშაობას. პროექტი, რომელიც ,,ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” დაფინანსებით ხორციელდება  დემოკრატიული პროცესების ხელისშეწყობას ისახავს მიზნად. ცენტრი,...

პანდემიის დროს ქალების საშინაო შრომა გაორმაგდა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა „CRRC – საქართველო“ კვლევა ჩაატარა, საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *