04.06.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

“როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”

ინფორმაციის კვლევის შესახებ

ორგანიზაცია: ქვემო ქართლის მედია/ მკვლევარი: მანონ ბოკუჩავა

პროექტი, რომლის ფარგლებში მომზადდა კვლევა, დააფინანსა ორგანიზაციამ „ქალთა ფონდი საქართელოში.“კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა. 

კვლევის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის 15 თებერვლიდან 31 ივლისის ჩათვლით. 

კვლევის ჩატარების არეალი: დაბა კაზრეთი

კვლევის თემატიკა:

  • დაბაში მცხოვრები ქალების შრომა ოჯახში (household);  
  • მათი შრომა საარსებო რესურსის შექმნაში (livehood) 
  •  დასაქმება; 
  • RMG-ში მომუშავე ქალების შემთხვევაში ვინტერესდებით, მათი შრომის პირობებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, მათ მიმართ არსებული დამოკიდებულებით, ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურებისადმი მიდგომებით; 
  • რა და როგორ შეიცვალა მათ დაბაში RMG -ის მუშაობით; 
  • როგორია ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობა; 
  • თავად როგორ ფიქრობენ, რა ზეგავლენას ახდენს მათზე საწარმოს მუშაობა; 
  • მათი შეფასებით, იჩენს თუ არა საწარმო სოციალურ პასუხისმგებლობას მოსახლეობის მიმართ; 
  • რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, რა სახის სირთულეები შეექმნათ საწარმოს მუშაობის შედეგად;
  • როგორ ფიქრობენ, რამდენად უსაფრთხოა დაბაში ბავშვების გაზრდა; 
  • რა ძირითადი ყოველდღიური პრობლემების წინაშე დგანან; 
  • რომ შეეძლოთ, RMG-ის მიდგომების (დასაქმების კუთხით, პასუხისმგებლობა მუშახელის მიმართ  და ა.შ) რას შეცვლიდნენ;
  •  როგორ შეაფასებენ მათი პრობლემების მიმართ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებას.                                           

მეთოდოლოგიავიყენებთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდს. კითხვარი შედგება ღია და დახურული კითხვებისგან. რესპონდენტები არიან ქალები: 18-55 წლამდე ასაკის. კვლევის ცდომილება 3%. რესპონდენტების რაოდენობა 100.  შერჩევის ასპექტები: ტერიტორიული – ასაკობრივი.

ველის კონტროლი:  ველის დასრულების შემდეგ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა გადასამოწმებელი ანკეტები, რამაც წარმოადგინა საერთო რაოდენობის 7%. გადამოწმება განხორციელდა  ანკეტებში მითითებულ მისამართებზე ვიზიტით. კვლევაში ასევე წარმოდგენლია, საკითხის გარშემო, ადგილობრივ სამოქალაქო სექტორის ნაწილის  შეფასებები, რა მიზნითაც ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი ქალაქ ბოლნისში. კვლევის თემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოვითხოვეთ შემდეგი სახელმწიფო და კერძო უწყებებისგან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბოლნისის გამგეობა, საწარმო (Rich Metals Group). შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ერთვის კვლევას.

არსებული ვითარების მიმოხილვა:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერით, 4 340 მოქალაქე ცხოვრობს. მათ შორის 2 119 კაცი და 2 221 ქალი.  დაბა კაზრეთში  1975 წლიდან ფუნქციონირებს ოქროსა და სპილენძის საბადო და კომბინატი, რომელსაც წლების განმავლობაში სს „მადნეული“ მართავდა. 2012 წელს კი  საწარმოს მფლობელი რუსული კომპანია Rich Metals Group (RMG) გახდა. 

წარსულში მადნეულის, ამჟამად კი  RMG მიმართ, ნეგატიური ინფორმაცია საზოგადოებაში ორი მიმართულებით ვრცელდება. პირველი, საწარმოს მიერ გარემოსთვის ეკოლოგიური ზიანის მიყენება, მეორე კი თანამშრომელთა რთული სამუშაო გარემო და დაბალი ხელფასებია. საწარმოს მუშები, რომელთა მხოლოდ ნაწილია ადგილობრივი მცხოვრები, პერიოდულად აქციებსაც აწყობს. ამ აქციებიდან ყველაზე მასშტაბური, რომელსაც დაბაში გაფიცვა მოჰყვა, 2014 წელს გაიმართა. დაბაში გაიფიცნენ მაღაზიები, სკოლა, საბავშვო ბაღი. უშუალოდ აქციებზე მყოფი თუ დაბის  ქუჩებში შემხვედრი ადამიანები, მედიასთან საუბრისას  აღნიშნავდნენ, რომ კაზრეთში მთავარი პრობლემა საწარმოში რთული სამუშაო პირობები, მთავრობისგან უყურადღებობა  და სოციალური უთანასწორობაა. აქციის მონაწილეთა კომენტარები; “აქ გადიან მადნით დატვირთული დიდი მანქანები, კირით დატვირთული. მოაქვს საშინელი მტვერი სიცხეში.”; “ვინც მოვიდა, თავისი მოიყვანა და ადგილობრივი დარჩა დაჩაგრული”; “რომელი შვილიც დედამ დაწყევლა, ყველა კაზრეთში მოვიდა”; ასევე ყურადღებს ცენტრშია  RMG-ის საქმიანობის ზეგავლენა გარემოზე. „მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმის“ უახლესი კვლევით, რომელიც ამ მიმართულებით შეისწავლის საკითხს, ვკითხულობთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილის  ნიადაგში არის ტოქსიკური ლითონების მატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან შედარებით. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მიმართულებით არსებულ ვითარებას ეხმიანება სახალხო დამცველიც,  2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში  ჩასატარებელია საფუძვლიანი ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული რისკ ფაქტორების გამოვლენა და მათი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტების დადგენა.

კვლევის მიმდინარებისას გამოვლენილი სირთულეები:

  • კვლევის დაწყებისას, ორმა ინტერვიურმა უარი თქვა ჩვენთან თანამშრომლობაზე, წინასწარი შეთანხმების არსებობის მიუხედავად. ერთ-ერთმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრი მუშაობს საწარმოში RMG და მას შესაძლოა პრობლემები შეექმნას. მსგავსი არგუმენტი [ნათესავი მუშაობს RMG -ში] ჰქონდა მეორე ინტერვიუერსაც. შესაბამისად მოხდა მათი შეცვლა. 
  • როგორც კითხვარის გატესტვის, ასევე უშუალოდ ველზე მათი შევსებისას, გამოიკვეთა რესპონდენტების შიში, რომ მოხდება ინდენტიფიცირება და საწარმო  RMG შეიტყობს მათ შეფასებებს და ვინაობას. საველე სამუშაოზე მომუშავე ჯგუფს დასჭირდა დიდი ძალისხმევა, რესპონდენტების ნდობის მოსაპოვებლად.

კვლევის მიგნებები

  • დაბა კაზრეთში გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა [რესპონდენტების 80%] მის გარშემო არსებულ გარემოს საზიანოდ მიიჩნევს. ფიქრობენ, რომ ამ გარემოში ბავშვების გაზრდა სახიფათოა  მათი ჯანმრთელობისთვის. აღნიშნავენ, რომ საწარმო აზიანებს გარემოს და შესაბამისად ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას. საზოგადოების ეს ნაწილი ვერ გრძნობს სათანადო მხარდაჭერას ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლებისგან.
  • ერთი მხრივ, საწარმო RMG  წარმოადგენს მათთვის ერთადერთ დამსაქმებელს, მაგრამ მეორე მხრივ, ართმევს მათ მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობას. გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჰაერი, რომლითაც სუნთქავს დაბინძურებულია, დაბინძურებულია ნაიდაგიც, მაგრამ ვერ ხედავს მის გვერდით სახელმწიფოს, რომელიც ჩაატარებს შესაბამის სრულფასოვან კვლევას და მიმართავს ზომებს პრობლემის გამოსასწორებლად. [თავად გამოკითხულთა სრული უმრავლეობა ვერ იტარებს სისტემატიურად სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევებს. დაბას, ამასთან ერთად, არ აქვს სასწრაფო სამედიცინო ცენტრი და სამშობიარო სახლი]
  • ასევე, რესპოდენტების ნაწილი ითხოვს საწარმოს მუშაობის შედეგად მეტი სარგებელი მიიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი მოთხოვნას ლეგიტიმურად მიიჩნევენ,  რადგან ფიქრობენ, რომ საწარმოს მუშაობის შედეგად ადგილობრივები ყველაზე მეტად ზიანდებიან. 
  • ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობის განწყობებს/შეფასებებს სრულად ასახავს სახალხო დამცველის რეკომენდაციებიც. ქვეყნის პირველი უფლებადამცველი მოითხოვს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდეს ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული რისკ ფაქტორების გამოვლენა. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით დღემდე გატარებულ ღონისძიებებს არაფექტურს უწოდებს  და ადამიანის ფუნდამენტური უფლების, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში, შემლახველს.

QvemoQartli.ge

Related Posts

,,კარდაკარმა” ბინა რუსთავის მერიაში დაიდო

დღეს, რუსთავში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა. კომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო.  ,, ქვემო ქართლი რთული რეგიონია,...

#გავიგუდეთ

მსხვილი საწარმოები რუსთავის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოები ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან, ამ მედალს ორი მხარე აქვს. ამ მეორე...

რუსთაველ ნაციონალებს ახალი სლოგანი აქვთ: ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრიცაა და ხელახლადაცაა“

რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა. მოედანი საბიუჯეტო თანხებით გაკეთდა და ახლა ირკვევა, რომ ,,გასაკეთებელი კიდევ...

რატომ 0,75-ით ? – ბანკები წყლის და ბუნებრივი აირის გადასახადზე საკომისიოებს საკუთარი ნება-სურვილით აწესებენ

კომერციული ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან საყოფაცხოვრებო გადასახადების საკომისიოების ზრდაში. ეს სიახლე ყველაზე მეტად ,,ლიბერთი ბანკს” შეეტყო. თუ ახლო წასრულში თითქმის ყველა...

რეპორტაჟი – ქვემო კაპანახჩი და ლელაშხა

ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში, გარდაბანშიც მოსახლეობის ძირათი შემოსახლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ამუშავენ მიწებს და ზრდიან პირუტყვს. გარდაბნის...

ბაზარი, რომელიც რუსთაველებში ტალახის ასოციაციას იწვევს

უკვე წლებია რუსთავის მოსახლეობა ე.წ ძველი ბაზრის მიმდინარე ტერიტორიის, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. ასფალტის საფარი ქუჩის  ნაწილზე აყრილია. ორმოები წვიმიან ამინდში...

რუსთავში ჯანდაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დღეს, რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, სოციალური სამსახურების თანამშრომლებს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის თემა...

ასარჩევი პრიორიტეტები: მშიერი რუსთაველი, თუ კეთილმოწყობილი ქალაქი

რუსთავის თვითმმართველობის მისაღებში სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალქეებს. ითხოვენ მედიკამენტებით დახმარებას, უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართვას, შეშას,...

პირველად პოლიციაში – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

პრობლემა გასული წელს,  15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მოზარდი გარდაიცვალა. ტრაგიკულ  შემთხვევას წინ...

ბაღების გაერთიანება ,,მოწონებული“ დირექტორის წასვლას, თუ გაშვებას მისტირის

რუსთავის ბაღების გაერთიანებას სულ, რაღაც სამი  თვით ყავდა ახალი ხელმძღვანლი, ირმა მესხი. მესხმა გაერთიანების  დირექტორი, ზაქრო დათუაშვილი შეცვალა. დღეს კი...

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით...

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

„წინწყაროს საკვირაო სკოლას“ თეთრიწყაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ სათემო ფონდ “კოდორი 2013”-თან პარტნიორობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: „სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა...

დაკარგული ტრადიციები და სასუქზე დამოკიდებული ნიადაგი

თინათინ მოსიაშვილი ვახტანგისი საქართველოს სასაზღვრო სოფელია აზერბაიჯანის საზღვართან. 2014 წლის აღწერით, აქ 2375 ადამიანი ცხოვრობს. აქაურები, გარდაბნის რაიონის სხვა სოფლების...

43 წლის ფატიმა შაიბაზოვა დახმარებას ითხოვს

რუსთავში, ინტერნატების დასახლების ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში 43 წლის ფატიმა შაიბაზოვა ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. შაიბაზოვას საცხოვრებელი ,,ბინა”  3კვ.მეტრია....

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *