19.09.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

COVID-19 და დეზინფორმაცია/COVID-19 və yanlış məlumat

დეზინფორმაცია, თანამედროვე სამყაროში, ვირუსულად ვრცელდება და იგი COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა ასპექტს შეეხო: საიდან და როგორ წარმოიქმნება ვირუსი, როგორ გადადის, თუ რა გზით შეიძლება მკურნალობა. ამგვარი ინფორმაცია განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როდესაც მისი ფართოდ გავრცელება ხდება და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები თუ კომპანიები აზიარებენ მათ.

კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია მოიცავს მრავალ ცრუ ამბავს: ნიკოტონის მოხმარება ვირუსისგან დაგვიცავს, ალკოჰოლის მოხმარება ვირუსის პრევენციას ახდენს, წვნიან საჭმელში წიწაკის დამატებით ვირუსს თავიდან ავიცილებთ, ძალიან ცხელი აბაზანის მიღებით ვირუსი მოკვდება, ცხვირს თუ მარილიანი წყლით გამოვირეცხავთ ვირუსისგან დაცული ვიქნებით, 25 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, ან ძალიან დაბალ ტემპერატურაზე თუ გავჩერდებით ვირუსი მოკვდება, 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას იწვევს და სხვა. დეზინფორმაციის გავრცელებას შესაძლოა მრავალი განსხვავებული მოტივი ჰქონდეს, მათ შორის პოლიტიკური, ბიზნეს თუ ინდივიდუალური სარგებლის მიღება. თუმცა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება კეთილისმსურველი მოქალაქეების მიერაც შეიძლება მოხდეს, მისი გავრცელებისთვის ხელშეწყობით, ან აფიშირებით.

გაერო გვაფრთხილებს, რომ მასობრივი შიშისა და გაურკვევლობის დროს, ძალიან მარტივია ცრუ ამბების გავრცელება, რაც საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

დღესდღეობით მრავალი ფაქტი არსებობს, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ცრუ ამბების გადაუმოწმებლად ტირაჟირებას. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ისევე როგორც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის შესახებ ვებ-გვერდზე სივრცე დაუთმო ცრუ მითების გაქარწყლებას, რათა ადამიანებს მარტივი ხელმისაწვდომობა ჰქოდენთ სწორ და სანდო ინფორმაციაზე და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო საკითხები.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ:

1.ნიკოტინის მოხმარება ჯანმრთელობის პრობლემებს ცალსახად ზრდის და არ ამცირებს.

  • თამბაქო წლიურად 8 მილიონ ადამიანს კლავს, აქედან 7 მილიონზე მეტი თამბაქოს პირდაპირი მოხმარებით არის გამოწვეული, ხოლო 1.2 მილიონამდე სიკვდილი მეორად ზემოქმედებას უკავშირდება. ეს საერთო სიკვდილიანობის 12-14%-ია, ხოლო საქართველოში (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიხედვით) თამბაქო სიკვდილიანობის 22%-ის მიზეზია.
    • თამბაქო მომხმარებლების ნახევარს კლავს.
    • დღესდღეობით მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელია დაახლოებით 1.3 მილიარდი ადამიანი, აქედან 80%-ზე მეტი დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობენ.
    • თამბაქოს ნებისმიერი ფორმა (სიგარა, გასახვევი სიგარეტი, ჩილიმი, ელექტრონული სიგარეტი, ა.შ.) არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი, და არ არსებობს თამბაქოს უსაფრთხო დოზა. ისინი უარყოფითად მოქმედებენ ფილტვებზე, სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე, რაზეც ასევე მოქმედებს კოვიდ-19.

2.5G მობილური ინტერნეტით, სხვა სხვა სხვა სხვა რადიო თუ ინტერნეტ ქსელით არ გადადის ვირუსი

სოციალურ ქსელებში, მათ შორის ქართულში, ვხვდებით დეზინფორმაციას, რომლის მიხედვით 5G ინტერნეტით განზრახ ხდება კორონავირუსის გავრცელება და გლობალურად ადამიანების ინფიცირება. ამგვარი ცრუ ამბები გვამცნობს, რომ მეხუთე თაობის ინტერნეტ ანძების დამონტაჟებისთვის გამოცხადდა კარანტინი და ამგვარი ინტერნეტ ქსელი განსაკუთრებით საშიში, ანუ უფრო სწორად, ჭკვიანია, რადგან კონტროლის უნარი აქვს.

აღნიშნული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუეა. 5G რადიო ტალღა (ქსელი), როგორც 3G, 4G სხვა ნებისმიერი მობილური ქსელი, დაკავშირებულია ინტერნეტის სისწრაფესა და ტექნიკურ შესაძლებლობებთან, იგი არის უსადენო, და ამგვარი ხერხით კორონავირუსის გავრცელება შეუძლებელია. კორონავირუსი არ გადადის არანაირი მობილურის, ინტერნეტის თუ რადიო ქსელით. კოვიდ-19-ის გავრცელება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, როდესაც დაინფიცირებული ადამიანი დაახველებს, დააცემინებს და დაილაპარაკებს. ასევე, დაინფიცირება შესაძლოა მოხდეს ვირუსით დაბინძურებული ზედაპირის შეხებით და შემდეგ, ამ ხელის სახეზე, პირზე ან თვალებზე შეხებით.

3.როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია

დღეს ინტერნეტისა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს გარკვეული აკადემიური და მეცნიერული მიდგომა სჭირდებათ, რომ ფართოდ გავრცელებული და მიზანმიმართული დეზინფორმაციის მსხვერპლი არ გახდნენ.

  • ქვემოთ მოცემული მოცემული მოცემული მოცემული რჩევები ინფორმაციის სანდოობის შეფასებაში დაგვეხმარება.
  • ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციაა განცხადება, რომელიც ანეკდოტური ან ძალიან მარტივია. (მაგალითად: გოგონა 7 დღე კიტრის მარილწყალს სვამდა და სპორტული სპაზმებისგან განიკურნა. სუფთა ალოე, თაფლში და სპირტში აურიეთ და კიბოსგან განიკურნებით, ა.შ.)
  • გადავამოწმოთ არის თუ არა იგივე ინფორმაცია სხვა ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული და რა სახით.
  • გადავამოწმოთ წყაროს ავტორის ვინაობა, მოვიძიოთ ინფორმაცია მის შესახებ.
  • გადავამოწმოთ აქვს თუ არა ავტორს რაიმე პირადი ინტერესი კონკრეტული თემის ტირაჟირებასთან და რა სახის არის ეს ინტერესი.

4.რატომ ვრცელდება დეზინფორმაცია ასე მარტივად?

დეზინფორმაციის ეფექტიანად და ფართოდ გავრცელებას მრავალი მიზეზი აქვს. პროპაგანდა მრავალ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღია, და მის გავრცელებას კონკრეტული ფსიქოლოგიური ფაქტორებიც უწყობს ხელს.

  • რუსეთის ფედერაცია – ცნობილია რუსეთის ტროლებისა და ბოტების ქარხანა, მაგალითად ,,ინტერნეტის კვლევის ინსტიტუტი” (The Internet Research Agency IRA; Агентство интернет-исследований), რომელიც სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს და 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების, საზოგადოების პოლარიზების, სოციალური დაპირისპირების და რუსეთის ფედერაციისთვის ხელსაყრელი ადგილობრივი მოვლენების გამოსაწვევად. ფართოდ ცნობილი და დამტკიცებულია, რუსეთის ტროლებისა და ბოტების ქარხნის აქტიური ჩართულობა ამერიკის 2016 წლის არჩევნებში, რუსეთის ფედერაცია არა მხოლოდ აშშ -ში , არამედ მის სამეზობლოშიც ძალიან აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას, ამგვარი დეზინფორმაციის ერთ -ერთი ნათელი მაგალითია მითი, რომ ვაქცინა ადამიანის დაავადებას ან ე.წ. ,, დაჩიპვას “ უწყობს ხელს. ოღონდ ცხადია , არა ცნობილი ბცჟ (კალმენტისა და გერენის ბაცილის ვაქცინაცია, BCG), რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, ისევე როგორც თანამედროვე რუსეთის ფედერაციაში ახალშობილებს რეგულარულად უკეთებდნენ.

საქართველოფეისბუქის მიერ 2019, 2020 წლებში ჩატარებულმა ოპერაციებმა გამოავლინა, რომ ქართული მოსახლეობა ოფიციალური ხელისუფლებისა და ოპოზიციური ძალის მიერ მიმართული დეზინფორმაციის მსხვერპლიც არის.

2019 წლის 20 დეკემბერს ფეისბუქმა ოფიციალური განცხადებ აგამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ რომ ფეისბუქმა ქართულ ოცნების მთავრობასა, დამასთან დაკავშირებული სარეკლამოსააგენტო ,,პანდა”-ს ასობით დეზინფორმაციული გვერდი გააუქმა: 38 ფეისბუქ ექაუნთი, 344 გვერდი, 13 ჯგუფიდა 22 ინსტაგრამ ექაუნთი, აღნიშნულ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ გვერდებსა და რეკლამებში, ფეისბუქის განცხადებით $316,000. აღნიშნული ექაუნთების მიზანი იყო ადგილობრივი მომხმარებლზე გათვლილი დეზინფორმაციის გავრცელება: არჩევნების, სამთავრობო პოლიტიკის, საჯარო მოხელეების შესახებ სასურველი ინფორმაციის გავრცელება, და ადგილობრივი აქტივისტებისა და ოპოზიციიის კრიტიკა.

2020 წლის აპრილში, ფეისბუქმა კვლავ ჩაატარა მსგავსი ოპერაცია და დაშვება გაუუქმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ და კოკა ყანდიაშვილის მიერ მართულ ,,S პერსონა”-. ფეისბუქმა წაშლა ესპერსონასთან დაკავშირებული 101 ფეისბუქ ექაუნთი, 511 გვერდი, 122 ჯგუფიდა 56 ინსტაგრამ ექაუნთი. აპრილის ოპერაციაში, ფეისბუქმა ასევე გამოავლინა ოპოზიციურ პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანდაკავშირებული დეზინფორმაციული გვერდები: 23 ფეისბუქ ექაუნთი, 80 გვერდი, 41 ჯგუფიდა 9 ინსტაგრამ ექაუნთი.

ამგვარი დეზინფორმაციის საზოგადოებაში მარტივად ფეხის მოკიდებას ეხმარება ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომელთა წინააღმდეგაც, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ საჭიროა ,,საკუთარი თავისგან თავის დაცვა”:

  • დადასტურებისადმი წინასწარი მიკერძოებულობა (confirmation bias): იმ ინფორმაციის მოძიების ტენდენცია, რომელიც ამყარებს ჩვენს იდეებს, რწმენას და იმ ინფორმაციის უარყოფა ან დამახინჯება, რომელიც ჩვენს იდეებს ეწინააღმდეგება ან ეჭვქვეშ აყენებს.
  • რწმენის დაჟინებულობა (Belief perseverance): ტენდენცია, როდესაც პირველად რწმენას, იდეებს არ ვიცვლით, მაშინაც კი, როდესაც მტკიცებულება მათ ეწინააღმდეგება.

Müasir dünyada yanlış məlumat virus kimi yayılır və yayılan məlumat COVİD-19-la bağlı bütün aspektlərə toxunub: virus necə yaranıb, neçə keçir, hansı yolla müalicə olmaq mümkündür. Bu kimi məlumatlar əsasən geniş yayılan zaman və ictimaiyyətin tanınmış simaları və şirkətləri tərəfindən təqdim olunduqda təhlükəli olur.

Koronavirusla bağlı yanlış məlumatlar, çox sayda yalan xəbər verilir: Nikotindən istifadə etmək bizi virusdan qoruyacaq, spirtli içkidən istifadə etmək virusu aradan qaldırır, sulu yeməyə bibər əlavə etməklə virusdan qorunacağıq, çox isti duş qəbul edəcəyik və virus öləcək, burnumuzu duzlu su ilə yuyarsaq virusdan qorunmuş olacağıq, 25 dərəcədən yuxarı temperaturda, yaxud çox aşağı temperaturda qalarsaq virus öləcək, 5G internet koronavirusun yayılmasına səbəb olur və.s

Yanlış məlumat yaymağın çox, həmçinin, siyasi, biznes yaxud fərdi gəlir əldə etmək kimi səbəbi ola bilər. Ancaq yanlış məlumat yaymaq məlumatın yayılmasına dəstək olmaqla yaxud elan etməklə xoşniyyətli vətəndaşlar tərəfindən də ola bilər.

BMT xəbərdarlıq edir ki, kütləvi qorxu və qeyri-müəyyənlik zamanı insan sağlamlığına və həyatına təhlükə yaradan yanlış məlumat yayımlamaq çox asandır.

Yanlış məlumatın yoxlanılmadan paylaşılmasının verə biləcəyi nəticələrlə bağlı bu gün də çox sayda faktlar var. Beynəlxalq Səhiyyə təşkilatı, eləcə də Gürcüstan hökuməti koronavirusla bağlı veb-səhifədə yalan mitlərin aradan qaldırılmasına xüsusi yer ayırıb ki, düzgün və etibarlı məlumat vətəndaşlara asan şəkildə əlçatan olsun və onlara maraqlı olan məsələləri yoxlasınlar.

Bilməyimiz vacibdir:

  1. Nikotindən istifadə etmək sağlamlıq problemlərini birmənalı şəkildəazaltmır hətta artırır.
  • Tütün hər il 8 milyon adamın ölümünə səbəb olur. Bunun 7 milyondan artığı tütünü birbaşa istifadə etməkdən yaranır. 1,2 milyona qədər ölüm halları isə ikinci təsirlə bağlıdır. Bu ümumi ölüm hallarının 12-14%-dir. Gürcüstanda isə (Xəstəliklərə Nəzarət və İctimai Sağlamlıq Milli Mərkəzinə əsasən) tütün 22%-in ölümünə səbəb olur.
  • Tütün istifadəçilərin yarısını öldürür.
  • Bu gün dünyada təxminən 1,3 milyard adam tütün istifadəçisidir. Bunun 80%-dən artığı aşağı və orta gəlirli ölkələrdə yaşayır.
  • Tütünün hər hansı forması (siqara, eşmə siqaret, qəlyan, elektron siqaret və.s) sağlamlıq üçün zərərlidir və tütünün təhlükəsiz dozası yoxdur. Onlar ağciyərə, tənəffüs yollarına və ürək-damar sistemlərinə mənfi təsir göstərir. Qeyd olunanlara covid-19 da təsir edir.

2.5G mobil internet, digər radio yaxud internet şəbəkəsi ilə virus keçmir

 Sosial şəbəkədə, gürcü dilində yanlış məlumatlara rast gəlirik və məlumatda qeyd olunur ki, 5G interneti ilə qəsdən koronavirus yayılır və insanlar qlobal şəkildə virusa yoluxur.Bu kimi yanlış məlumatlar bizə göstərir ki, karantin beşinci nəsil internet dirəklərinin montajı üçün elan edilib və bu kimi internet şəbəkəsi daha da təhlükəlidir, yəni daha doğrusu ağıllıdır, çünki nəzarət bacarığına malikdir.

Qeyd olunan məlumat məqsədyönlü yalandır. 5G radio dalğası (şəbəkə), 3G, 4G və başqa hər hansı mobil şəbəkə internetin sürəti ilə və texniki imkanlarla əlaqədardır. Şəbəkə simsiz qoşulur və bu üsulla koronavisurun yayılması mümkün deyil. Koronavirus heç bir mobil telefon, internet yaxud radio şəbəkə ilə keçmir. COVİD-19 hava damcı yolu ilə keçə bilir. İnfeksiyaya yoluxmuş adam öskürən, asqıran və söhbət edən zaman başqaları da virusa yoluxa bilər. Eləcə də viruslu səthə toxunub sonra həmin əllə üzə, ağıza yaxud gözlərə toxunan zaman da yoluxma baş verə bilər.

3.Yanlış məlumatı necə tanıyaq

Bu gün internet və sosial şəbəkə istifadəçilərinə müəyyən akademik və elmi yanaşma lazımdır ki, geniş yayılmış və məqsədyönlü şəkildə yayılmış yanlış məlumatların qurbanı olmasınlar.

Aşağıda verilmiş tövsiyələr məlumatın etibarlılığını qiymətləndirməkdə bizə kömək edəcək.

  • Əksər hallarda lətifəyə bənzər və ya asan bəyanatlar yanlış məlumatdır.(Məsələn: qız 7 gün duzlu xiyar suyu içirmiş və idman spazmalarından müalicə olunub. Təmiz aloyu bal və spirtlə qarışdırın xərçəngdən müalicə olunacaqsınız və.s).
  • Həmin məlumatın başqa veb-səhifədə yayımlanıb yayımlanmadığını yoxlayaq.
  • Mənbə müəllifinin kimliyini yoxlayaq, onun haqqında məlumat axtaraq.
  • Müəllifin konkret mövzunu yayımlamaqda hər hansı şəxsi marağının olub olmamasını yoxlayaq və bu marağın nə olduğunu öyrənək.

4.Yanlış məlumat niyə belə asan yayılır?

Yanlış məlumatın effektiv və geniş yayımlanmasının çox sayda səbəbi var. Təxribat çox ölkələrdə siyasi məqsədə nail olmaq üçün silahdır və onun yayımlanmasına konkret psixoloji faktorlar da dəstək olur.

  • Rusiya Federasiyası – Troll və Bot fabriki məşhurdur, məsələn, Sank-Peterburqda yerləşən və 24 saat ərzində ictimaiyyəti qütbləşdirmək, sosial qarşıdurma yaratmaq və Rusiya Federasiyasına əlverişli olan yerli hadisələri qaldırmaq üçün saxta məlumat yaymaqla məşğul olan “İnternet araşdırmalar institutu” (The Internet Research Agency IRA; Агентство интернет-исследований).  Rusiyanın Troll və Bot fabrikinin Amerikanın 2016-cı il seçkilərinə fəal qoşulması geniş şəkildə tanınıb və təsdiqlənib. Rusiya Federasiyası yalnız ABŞ-dadeyil həm də onun qonşularında da fəal şəkildə yanlış məlumatlar yayır. Bu kimi məlumatlardan birinə aydın nümunə vaksinin insanın xəstələnməsinə yaxud “çipləşdirilməsinə” dəstək olmasıdır. Ancaq aydındır ki, söhbət hələ Sovet Şurası dövründə, eləcə də müasir Rusiya Federasiyasında yeni doğulanlara vurulan BCG-dən getmir.
  • Gürcüstan – Facebook tərəfindən 2019, 2020-ci illərdə aparılan əməliyyatlar müəyyən etdi ki, gürcü əhalisi rəsmi hakimiyyət və rəsmi qüvvələr tərəfindən yanlış məlumatın da qurbanıdır.

2019-cu ilin 20 dekabr tarixində Facebook rəsmi bəyanat yayımladı. Bəyanatda qeyd olunur ki, Facebook “Gürcü Arzusu” hökuməti və onunla əlaqədar olan reklam agentliyi “Panda”nın yaratdığı yanlış məlumat yayan yüzlərlə səhifəsini ləğv edib: 38 facebbok hesabı, 344 səhifə, 13 qrup və 22 instaqram hesabı. Facebookun bəyanatına görə qeyd olunan yanlış məlumatı yayan səhifə və reklamlara $316,000 xərclənib. Qeyd olunan hesabların məqsədi yerli istifadəçilər üçün nəzərdə tutulmuş yanlış məlumatın yayılması idi: seçkilər, hökumət siyasəti, dövlət məmurları haqqında istənilən məlumatın yayımlanması, yerli fəalları və müxalifəti tənqid etmək.

2020-ci ilin aprel ayında Facebook yenidən buna oxşar əməliyyat apardı. “Gürcü Arzusu” ilə əlaqədar olan və Koka Kandiaşviliyə qarşı aparılan “eS persona”nı ləğv etdi. Facebook es-persona ilə əlaqədar 101 facebook hesabı, 511 səhifə, 122 qrup və 56 instaqram hesabını sildi. Aprel əməliyyatında facebook eləcə də müxalifət partiyası “Vahid Milli Hərəkatla” əlaqədar yanlış məlumat yayan 23 hesab, 80 səhifə, 41 qrup və 9 instaqram səhifəsi aşkarladı.

Bu kimi yanlış məlumatların ictimaiyyətdə asan yayılmasına psixoloji xüsusiyyətlər dəstək olur. Həmin xüsusiyyətlərə qarşı isə psixoloqların da dediyi kimi “özünü özündən qorumaq” lazımdır:

  • Təsdiqlənmə ilə bağlı əvvəlcədən qərəzlilik (confirmation bias): bizim ideyalarımızı, inamımızı möhkəmlədən məlumatın əldə olunması tendensiyası və bizim ideyalarımıza qarşı çıxan yaxud onları şübhə altına salan məlumatı inkar etmək və çirkinləşdirmək.
  • İnamın davamlılığı (Belief perseverance): sübutlar qarşı çıxdığı halda belə ilkin inamı, ideayaları dəyişmədiyimiz tendensiya.
Related Posts

სოლიდარობას ვუცხადებთ მედიაჯგუფს ,, აჭარა p.s”

6 აპრილს მედიაჯგუფ ,,აჭარა p.s”-მა გამოქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ აღნიშნული მედიაგამოცემის ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას ხელს...

გოგონები დაბა კაზრეთში პოზიტიური ცვლილებებისთვის

პროექტის მიზანია დაბაში მცხოვრები გოგონების/ქალების გააქტიურება - ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებებისთვის. პროექტის მონაწილეებს უტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები:

43 წლის ფატიმა შაიბაზოვა დახმარებას ითხოვს

რუსთავში, ინტერნატების დასახლების ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში 43 წლის ფატიმა შაიბაზოვა ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. შაიბაზოვას საცხოვრებელი ,,ბინა”  3კვ.მეტრია....

პირველად პოლიციაში – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

პრობლემა გასული წელს,  15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მოზარდი გარდაიცვალა. ტრაგიკულ  შემთხვევას წინ...

3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო

2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია...

გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს

დღეს, თბილისი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორუმს მასპინძლობდა ბიზნესფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები – ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი, შაჰინ მუსტაფაევი და ბიზნეს საზოგადოება...

დმანისის 2012 წლის ბიუჯეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 3650,0 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტიდან თანხები შემდეგი მიმართიულებებით დაიხარჯება: 1აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა – 2467.5...

წინწყაროში მოქმედი საწარმო – ყველის წარმოება და სოციალური პასუხისმგებლობა

წელიწადი და 4 თვე, სწორედ, ეს დრო დასჭირდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მოქმედ,  შპს „წინწყარო +“-ს ევროპული სტანდარტის ყველის გადამამუშავებლი...

თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე...

ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,,...

იმერაში წყლის პრობლემა, განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, სრულად მაინც ვერ მოგვარდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერაში  72 ოჯახი ცხოვრობს.  ადგილობრივების თქმით, მათ სასმელი წყალი ორი წლის წინ „მიუყვანეს“, მაგრამ იმ გარემოების გამო,...

რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყაროს საკვირაო სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს:  სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და  აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის-ახალგაზრდა სამოქალაქო  აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში. ...

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *