ტრენინგი: გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ქალთა შრომითი უფლებები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge“, „ქალთა ფონდი საქართველოში“ პარტნიორობით, გიწვევთ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად თემაზე:  გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ქალთა შრომითი უფლებები.’’ 

ტრენინგი მოიცავს საკითხებს:  შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა – მექანიზმები; დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაციის ნიშნები, დისკრიმინაციის ტესტი; სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის სახე – ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები; ქალთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები.

ტრენინგი ერთდღიანია, ჩატარდება ონლაინ ფორმატით, ორ სხვადასხვა ჯგუფთან, 8 და 9 ივლისს.

      მონაწილეობა შეუძლიათ, მხოლოდ,  ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე:

  • ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს; 
  • ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა ან შრომით უფლებებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
  • ქალთა საკითხებზე მომუშავე სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ადგილობრივ ჟურნალისტებს. 

ტრენინგების შემდეგ გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, სადაც მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაესწრნენ ტრენინგს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.

მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი ორგანიზაციის/დასწრების მსურველი პირის, საკონტაქტო ინფორმაციის [ტელეფონი, ელ.მისამართი] და სასურველი დღის მითითებით [8, ან 9 ივლისი], გამოაგზავნეთ ელ.მისამართებზე:

manonbokuchava@gmail.com 

irmazurabashvili@gmail.com

განაცხადების გამოგზავნა შეგიძლიათ, 5 ივლისის 18:00 საათამდე.

საკონტაქტო პირი, მანონ ბოკუჩავა 598 508 510

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

პროექტი „თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ (ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის საქართველოში) და ორწლიანია. იგი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე – სამუშაო ადგილებზე გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის, თანაბარი ანაზღაურებისათვის, უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო პირობების შესაქმნელად.  პროექტს ახორციელებს ქალთა ფონდი საქართველოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – ქალები საერთო მომავლისთვის (WECF), ქვემო ქართლის მედია, ორგანიზაცია უფლებებისთვის და განათლებისთვის.