80 000 ლარი – რუსთავის მერია სატელევიზიო მომსახურების შესყიდვას ცდილობს

რუსთავის მერიამ „ სატელევიზიო და რადიო მომსახურებისთვის“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა აუქციონის გარეშე. შესყიდვის სავარაუდო წინასწარი ღირებულება 80 000 ლარია.

ტენდერის ძირითადი პირობების თანახმად პრეტენდენტს 2022-2024 წლების განმავლობაში უნდა ჰქონდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის არანაკლებ 160 000 ლარის ოდენობის გამოცდილება. ასევე, 2022-2024 წლების განმავლობაში უნდა გააჩნდეს ორენოვანი საინფორმაციო გადაცემების/ვიდეორგოლების მომზადებისა და გაშუქების გამოცდილება.

ტენდერის შედეგად რუსთავის მერია შემდეგ მომსახურებას მიიღებს:

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით დამკვეთის მიერ მიწოდებული ვიდეოს განთავსება ტელე-რადიოკომპანიის ეთერში და Facebook გვერდზე;

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამსახველი ლაივის ჩართვა ტელე- რადიოკომპანიის ეთერში და ტელერადიოკომპანიის ფბ გვერდზე –  დამკვეთის მიერ მიწოდებული სიგნალის გამოყენებით. ასევე, სიგნალის ჩართვის უზრუნველყოფა რუსთავის მერიის ფბ გვერდზე და დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, სტრიმის მიწოდება სხვა მედიასაშუალების ეთერში, ან ფბ გვერდზე ლაივის გასაშვებად.

მომსახურების გაწევის პერიოდია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით –  შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

QvemoQartli.ge