122 აქტივობიდან სრულად, მხოლოდ, 55 შესრულდა – საჯარო მმართველობის რეფორმა / 122 fəallıqdan yalnız 55 fəallıq tam həyata keçirilib – dövlət idarəçilik islahatı

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის ვადა ამოიწურა და საჭიროა ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობას, ეფექტიანობას და გაზრდის ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას. საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო და ექვსი მიმართულებით მიმდინარეობს. რეფორმა მოიცავს პოლიტიკის დაგეგმვის, საჯარო სამსახურის და ადამიანური რესურსების მართვის, ანგარიშვალდებულების, საჯარო ფინანსების მართვის, ადგილობრივი თვითმმართველობის და მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებისკენ მიმართულ აქტივობებს.

საჯარო მმართველობის რეფორმის ალტერნატიულ მონიტორინგს ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)” და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ახორციელებს.

IDFI-ს ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელის, მარიამ მაისურაძის განცხადებით, სამუშაო პროცესს თან ახლავს დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის რეფორმის წარმატებით განხორციელებას. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 122 აქტივობიდან 55 სრულად შესრულდა, 33 აქტივობის ძირითადი ნაწილი, 22 ნაწილობრივ, ხოლო 12 აქტივობა საერთოდ არ შესრულდა.

,,ძირითადი გამოწვევები უკავშირდება გზამკვლევის გაუმართაობას, სამოქმედო გეგმაში ამბიციური ვალდებულებების ნაკლებობას, ამოცანებისა და ინდიკატორების ხარვეზიანობას, არასათანადოდ განსაზღვრულ რისკებს და სხვა. სამოქმედო გეგმის ამბიციურობის ნაკლებობის თვალსაჩინო გამოხატულებაა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად გატარებული არასაკმარისი ღონისძიებები. ამ ამოცანის მიღწევისთვის ასზე მეტი უწყებიდან მხოლოდ სამი შეირჩა, რაც შეუძლებელს ხდის ამოცანის მიღწევას და მას სძენს ფორმალურ დატვირთვას. შერჩეული სამი უწყებისთვის ღია მონაცემების პორტალზე (www.data.gov.ge) განსათავსებელი მონაცემების სამიზნე მაჩვენებლად 30 განისაზღვრა, რაც იმდენად დაბალია, რომ ამოცანას მნიშვნელობას უკარგავს“,  – აცხადებს, IDFI-ს ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ მაისურაძე.

პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით, 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავდა პოლიტიკის დოკუმენტების ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარებას, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის, ანგარიშგების და შეფასების ხარისხის გაუმჯობესებას, ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, პოლიტიკის დოკუმენტების ელექტრონულად შემუშავების პრაქტიკის ჩამოყალიბებას და ბოლოს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების სისტემის ჩამოყალიბებას.

მარიამ მაისურაძის თქმით, საერთო სტანდარტების და მეთოდოლოგიის არ არსებობა, პოლიტიკის შემუშავების პროცესში მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა – მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის წესის დამტკიცება.

,, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ფაქტიურად ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია 2019 წლის დეკემბერში მთავრობის #629 დადგენილების მიღება, რომლითაც დამტკიცდა პოლიტიკის შემუშავების და კოორდინირების წესი.  სამწუხაროდ, დადგენილება საჯარო უწყებებს მხოლოდ მინიმალური სტანდარტების დაცვას ავალდებულებს და მეთოდოლოგიური დოკუმენტებით გათვალისწინებული წესებისა და სტანდარტების უმეტესობის შესრულება სარეკომენდაციო ხასიათისაა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრესს ამ მიმართულებით“, საუბრობს IDFI-ს წარმომადგენელი.

პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის (SIGMA) ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც მოიცავს სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობას, ეფექტური და რეგულარული მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესებას, შემუშავებული დოკუმენტების და ანგარიშების დროულ გამოქვეყნებას.  IDFI-ში აცხადებენ, რომ ამ 21 რეკომენდაციიდან მხოლოდ 7  შესრულდა სრულად, 10 არასრულად, 4 კი ჯერ კიდევ შეუსრულებელია.

,, ის ფაქტი, რომ ორი წლის განმავლობაში საქართველომ გაცემული რეკომენდაციების მხოლოდ მესამედის სრულად შესრულება მოახერხა და ამასთან, სრულად შესრულებულად მიჩნეული რეკომენდაციების შემთხვევაშიც SIGMA კვლავ მიუთითებს რიგი საკითხების გაუმჯობესების საჭიროებაზე, ცხადყოფს, რომ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ სახეზეა. განსაკუთრებით საგულისხმოა პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვის საერთო წესის არარსებობა, ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის სიმცირე“, – ამბობს მარიამ მაისურაძე.

კითხვაზე, თუ რა იყო რეფორმის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელი მთავარი ფაქტორი და რატომ არ მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება, პასუხი იყო ის, რომ სახელმწიფო უწყებები არ აღმოჩნდნენ მზად, ან მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, სრულად შეესრულებინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ეს პუბლიკაცია შექმნილია პროექტის ფარგლებში: „საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, დასახული ამოცანების შესრულების ხარისხის მონიტორინგი.“ მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.

ავტორი: ელისო ჩინჩალაძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

122 fəallıqdan yalnız 55 fəallıq tam həyata keçirilib – dövlət idarəçilik islahatı

Dövlət idarəçilik islahatnın 2019-2020-ci il fəaliyyət planının vaxtı başa çatıb və yeni strategiya hazırlamaq lazımdır. Yeni strategiya dövlət idarəçiliyinin şəffaflığına, effektivliyinə dəstək olacaq və hakimiyyətin hesabatlılıq öhdəliyini artıracaq. Avropa İttifaqı ilə Assosiasiya sazişinin imzalanmasından sonra dövlət idarəçilik islahatına başlanılıb və islahat altı istiqamətdə aparılır. İslahat siyasətin planlaşdırılması, idarəsi, hesabatlılıq, dövlət maliyyəsinin idarəsi, yerli özünüidarə və xidmətlərin göstərilməsinin təkmilləşdirilməsinə yönəlmiş fəallıqlardan ibarətdir.

Dövlət idarəçilik islahatının alternativ monitorinqini “Məlumat Azadlığının İnkişaf İnstitutu” (IDFI) və “Gürcüstan Gənc Hüquqşünaslar Assosiasiyası” həyata keçirir.

IDFI-ın rüşvətə qarşı istiqamət rəhbəri Mariam Maisuradzenin sözlərinə görə iş prosesi ilə yanaşı maneələr də var və həmin maneələr islahatın uğurla həyata keçirilməsinə mane olur. Monitorinq nəticəsində aşkarlanıb ki, 122 fəallıqdan 55 fəallıq tam, 33 fəallığın əsas hissəsi, 22-nin bir qismi həyata keçirilib. 12 fəallıq isə ümumiyyətlə həyata keçirilməyib.

“Əsas problemlər bələdçinin idarə edilməsinin dolğun olmaması, fəaliyyət planında iddialı öhdəliklərin çatışmamazlığı, məqsəd və indikatorların səhv olması, qeyri-müvafiq müəyyən edilmiş risklər və.s ilə əlaqədardır. Fəaliyyət planında iddialılığın çatışmamasının aydın səbəbi açıq göstəricilərin əlçatanlığının təkmilləşdirilməsi üçün aparılan tədbirlərin kifayət qədər olmamasıdır. Bu məqsədə nail olmaq üçün yüzdən artıq qurumdan yalnız üçü seçilib. Bu isə məqsədə nail olmağı mümkünsüz edir və ona formal şəkil verir. Seçilmiş üç qurum üçün açıq məlumat portalında (www.data.gov.ge) yerləşdirilmiş məlumatların məqsədli göstəricisi kimi 30 müəyyən edilib. Bu o dərəcədə aşağıd göstəricidir ki, məqsəd öz əhəmiyyətini itirir”- IDFI-ın rüşvətə qarşı istiqamət rəhbəri Mariam Maisuradze bildirib.

Siyasətin planlaşdırılması istiqamətində 2019-2020-ci ilin fəaliyyət planı siyasi sənədlərin keyfiyyətinə nəzarət mexanizmlərinin təkmilləşdirilməsini, dövlət məmurlarının imkanlarının inkişaf etdirilməsini, siyasətin həyata keçirilməsinin monitorinqini, hesabatların və qiymətləndirmə dərəcəsinin təkmilləşdirilməsi, rüşvətə qarşı siyasətin işlənməsi prosesinin şəffaflığı məqsədi ilə siyasi sənədlərin elektron hazırlanması təcrübəsinin, və nəhayət sübutlara əsaslanmış siyasətin həyata keçirilməsi sisteminin formalaşdırılması məqsədini daşıyır.

Mariam Maisuradzenin sözlərinə görə ümumi standartların və metodologiyanın olmaması, siyasətin işlənməsi prosesində əsas maneə təşkil edirdi. Siyasətin işlənməsi və koordinasiya qaydasının təsdiqlənməsi əhəmiyyətlidir.

“Siyasətin planlaşdırılması və koordinasiya istiqamətində dövlət tərəfindən faktiki olaraq atılmış yeganə vacib addım 2019-cu ilin dekabr ayında hökumətin #629 sərəncamını qəbul etməsidir. Bununla siyasətin işlənməsi və istiqamətləndirmə qaydası təsdiqləndi. Təəssüf ki, sərəncam dövlət qurumlarının üzərinə yalnız minimal standartları qorumaq öhdəliyi qoyur və metodoloji sənədlərlə nəzərə alınmış qaydaların, standartların əksəriyyətinin həyata keçirilməsi tövsiyə xarakteri daşıyır. Bu isə həmin istiqamətdə tərəqqiyə nail olunmasına əhəmiyyətli şəkildə mane olur”- IDFI-in nümayəndəsi bildirir.

Siyasətin planlaşdırılması və koordinasiyası istiqamətində İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf  Təşkilatı (OECD) və Avropa İttifaqı tərəfindən həyata keçirilmiş birgə layihə çərçivəsində (SİGMA) tövsiyələr işlənilib. Həmin tövsiyələr dövlət qurumları arasında koordinaisyaya dəstək olmağı, təsirli və davamlı monitorinq mexanizmlərinin təkmilləşdirilməsini, işlənmiş sənədlərin və hesabatların vaxtında yayımlanmasını əhatə edir. IDFI-dən bildirirlər ki, həmin 21 tövsiyədən yalnız 7 tam, 10 natamam həyata keçirilib. Tövsiyələrdən 4 isə hələ də həyata keçirilməyib.

“SİGMA iki il ərzində Gürcüstanın verilmiş tövsiyələrin yalnız üçdə birini həyata keçirə bilməsi faktı və bununla yanaşı tamamilə həyata keçirilməmiş hesab olunan tövsiyələrlə bağlı da yenidən bəzi məsələlərin təkmilləşdirilməsinə ehtiyac olduğunu qeyd edir. Aydındır ki, siyasətin planlaşdırılması və yönləndirilməsi istiqamətində vacib problemlər yenə də mövcuddur. Siyasətin planlaşdırılması prosesində dövlət məsləhətlərinin keçirilməsində ümumi qaydanın olmaması, hakimiyyətin mərkəzi orqanları arasında ünsiyyətin və yönləndirmənin az olması xüsusi olaraq nəzərə alınmalıdır”- Mariam Maisuradze bildirir.

İslahatın uğurla həyata keçirilməsinə mane olan əsas faktor nə idi və niyə beynəlxalq təşkilatlar tərəfindən verilmiş tövsiyələr həyata keçirilmədi sualının cavabı belə idi ki, dövlət qurumları hazır deyildilər, yaxud hökumət Avropa İttifaqı ilə Assosiasiya sazişinin verdiyi öhdəlikləri həyata keçirməyə icazə vermədi.

Bu paylaşım “Dövlət idarəçilik islahatının 2019-2020-ci illərin fəaliyyət planında, özünüidarələrin gücləndirilməsi və dövlət xidmətlərinin təkmilləşdirilməsi üçün  nəzərdə tutulmuş məqsədlərin həyata keçirilməsinin keyfiyyət monitorinqi” layihəsi çərçivəsində yaradılıb. Paylaşımın məzmununa görə “Kvemo Kartli Mediası” tam məsuliyyət daşıyır və paylaşım donorun baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Eliso Çinçaladze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan veb-səhifəyə istinad edərək istifadə edə bilərsiniz