ციფრულ სივრცეში უსაფრთხო კომუნიკაციისთვის
ეს მასალა მოგიმზადეთ „თბილისის ადამიანია უფლებათა სახლის“ გზამკვლევის დახმარებით. მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ონლაინ კომუნიკაციისას.
ამჯერად ყურადღებას მეილის დახმარებით წარმოებულ ფიშინგზე გავამახვილებთ.
ფიშინგი არის კიბერთაღლითობის ფორმა, რომლის მიზანია ინდივიდს მოჰპაროს სენსიტიური ინფორმაცია ან შეაღწიოს მის კომპიუტერში. ფიშინგის დროს გამოიყენება მეილი, რომელიც ერთი შეხედვით წარმოჩენილია, როგორც სანდო წყაროსგან მიღებული შეტყობინება, როგორიცაა კომპანია, ორგანიზაცია თუ პირი. მეილი შენიღბულია როგორც სასწრაფო შეტყობინება, რომელშიც დამატებითი სარწმუნოობისთვის მოთავსებულია ვებ-ბმულები ან მიმაგრებული დოკუმენტები.
- ფიშინგ მეილში მოთავსებულ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შედეგად, შესაძლებელია კომპიუტერში შეღწევა, ან მისგან დამატებით სენსიტიური ინფორმაციის მოთხოვნა (პაროლი, მომხმარებლის სახელი, ბარათის ინფორმაცია და სხვა).
- ფიშინგისგან თავდაცვის საუკეთესო მეთოდია კარგად დააკვირდეთ გამომგზავნის ელექტრონულ მისამართს. თუ ეჭვი გეპარებათ, ყოველთვის შეგიძლიათ გადაამოწმოთ მათი ელექტრონული მისამართი/საკონტაქტო ინფორმაცია, მათ ოფიციალურ ვერ გვერდზე მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით და შეადაროთ ის გამოგზავნილს.
QvemoQartli.ge