ციფრულ სივრცეში უსაფრთხო კომუნიკაციისთვის

ეს მასალა მოგიმზადეთ „თბილისის ადამიანია უფლებათა სახლის“ გზამკვლევის დახმარებით. მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ონლაინ კომუნიკაციისას.

ამჯერად ყურადღებას პაროლების მნიშვნელობაზე გავამახვილებთ.

პაროლთან დაკავშირებული, ციფრული სფეროს ექსპერტების რჩევები ასე გამოიყურება:

  1. გამოიყენეთ მხოლოდ ძლიერი პაროლი – შეარჩიეთ გრძელი პაროლი. ეცადეთ შეარჩიოთ 10 ან მეტი სიმბოლოსგან შემდგარი პაროლი. შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე სიტყვა. გრძელი პაროლი ახანგრძლივებს თქვენი პაროლის გატეხვის დროს.
  2. შეარჩიეთ რთული პაროლი. პაროლს დაამატეთ სიმბოლოები, შეურიეთ დიდი და პატარა ასოები, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოტოვება სიტყვებს შორის და ა.შ. დაიმახსოვრეთ, თქვენი პაროლის სირთულე მისი გატეხვის სისწრაფის პირდაპირპროპორციულია: მარტივი პაროლი – ნაკლები დრო, რთული პაროლი- მეტი დრო.
  3. ყველა ტექნიკისთვის/აპლიკაციისთვის/ანგარიშისთვის შექმენით უნიკალური პაროლი. ერთი შეხედვით, შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ რთული პაროლების დამახსოვრება, თუმცა არსებობს დამხმარე საშუალებები. შეგიძლიათ პაროლები შექმნათ თქვენთვის კარგად ნაცნობი და ადვილად დასამახსოვრებელი სიტყვებიდან (თუმცა, არა პერსონალიზებული და თქვენთან ადვილად დასაკავშირებელი სიტყვებისგან), ამისთვის შეგიძლიათ ამ სიტყვებში გადაათამაშოთ დიდი და პატარა ასოები, სიმბოლოები, ციფრები და ამგვარად გაართულოთ ისინი.
  4. შეგიძლიათ გამოიყენოთ პაროლების გენერატორი (მაგ. Keepass, Lastpass) Keepass ქმნის და უსაფრთხოდ ინახავს თქვენს პაროლებს მოწყობილობაზე და შეუძლია სინქრონიზება ბევრ მოწყობილობასთან პაროლის შენახვა- გამოყენებისთვის. Lastpass, ქმნის და ინახავს დაცულ და სანდო პაროლებს, აქვს ულიმიტო მოწყობილობების რაოდენობაზე ულიმიტოდ პაროლების მხარდაჭერის ფუნქცია. Lastpass-ის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ გააჩნია რამდენიმესაფეხურიანი ავტორიზაციის სისტემა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმეს თქვენს პაროლზე წვდომა ექნება, მის გამოყენებას მაინც ვერ შეძლებს საავტორიზაციო მოწყობილობის გარეშე.
  5. პაროლზე ზრუნვა ასევე გულისხმობს მის პერიოდულ განახლებას. არაა სასურველი პაროლის ხშირი ცვლილება, რაც ხშირად ხელს უწყობს პაროლის დავიწყებას. იქონიეთ რთული პაროლი, რომელზე წვდომაც გექნებათ მხოლოდ თქვენ, ან რამდენიმე პირს, რომელსაც თქვენ ენდობით. გამოცვალეთ პაროლი 6 თვეში ერთხელ.

QvemoQartli.ge