ციფრული უსაფრთხოება – სოციალური მედია

სოციალური მედია დღეს პერსონალური მონაცემების მნიშვნელოვანი გაცვლის/ გაზიარების წყაროა. შესაბამისად ამ სივრცეში უსაფრთხო კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა.

დაცვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობებს თავად სოციალური მედიის შემქმნელი კომპანიები გთავაზობენ, რადგან კიბერდანაშაულების შესახებ, თავად მომხმარებლებზე ბევრად დიდი და კვალიფიციური ცოდნა აქვთ.

ამ შემთხვევაში გიზიარებთ სოციალური მედია Facebook-ის მიდგომას. რაც მოიცავს მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის ორეტაპიანი ავტორიზაციის ჩართვას.

Facebook-ში ორეტაპიანი ავტორიზაციის ჩართვა შევდივართ ჩვენი Facebook-ის ანგარიშში და მარჯვენა ზედა კუთხეში ვაჭერთ ჩვენი პროფილის ფოტოს. გამოსულ ფანჯარაში ვირევთ Settings & Privacy → Settings → Accounts Center → Password and Security → Two-factor Authentication → ირჩევთ Facebook-ის ანგარიშს, სადაც მოგთხოვთ პაროლის დადასტურებას. შეიყვანეთ Facebook-ის პაროლი და გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ Authentication App. იპოვეთ Add ღილაკი. მივყვებით ეკრანზე გამოსულ ინსტრუქციას და ვირჩევთ Authentication App. ტელეფონში ვრთავთ უკვე დაყენებულ აპლიკაციას Google Authenticator-ს, მარჯვენა ქვედა კუთხეში ვაჭერთ + ნიშანს და თუ Facebook-ის ანგარიშის სეთინგებში კომპიუტერიდან ვართ შესული, ვაჭერთ Scan QR Code და ვასკანერებთ ეკრანზე გამოსულ QR კოდს. ამის შემდეგ ტელეფონის აპლიკაციაში გამოჩნდება ჩანაწერი, სადაც მითითებული იქნება Facebook ქვეშ კი 6 ნიშნა კოდი, რომელიც თავის მხრივ, უნდა შეიყვანოთ Facebook-ის ანგარიშში. აპლიკაციაში კოდი გენერირდება ავტომატურად და იცვლება ყოველ 30 წამში. მას შემდეგ რაც დავამატებთ აპლიკაციას, ვბრუნდებით ერთი ნაბიჯით უკან და ვირჩევთ Additional Methods → Recovery Codes და ვაგენერირებთ ხუთ 8 ნიშნა კოდს, რომლებსაც თავის მხრივ, ვინახავთ პაროლის მენეჯერში, Facebook-ის ჩანაწერის Note-ებში. ამავე მეთოდით, ნებისმიერი ანგარიშის პარამეტრებიდან, შეგიძლიათ ჩართოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია და საგანგებო სიტუაციებისთვის დააგენერიროთ წინასწარი კოდები.

 

QvemoQartli.ge