„ ჩემი ძმა, თავისი მეგობრები და მათთვის უსაყვარლესი დეკანი დღეს დაკავებულები არიან“
მოქალაქე სესილი დავითაძე, ჯგუფ დაიტოვეში წერს: „ მეგობრებო! დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! ჩემი ძმა, თავისი მეგობრები და მათთვის უსაყვარლესი დეკანი დღეს დაკავებულები არიან. მათ თავისუფლებას ვერავინ აღუკვეთს. ეს ბიჭები დაბრუნდებიან და მკლავებ გადაშლილი ჩაიკრავს სამშობლო თბილ გულში. ბრძოლა გრძელდება ჩვენი უმაგრესი თაობის გასათავისუფლებლად!“
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს მამუკა ჯორბენაძეს და მასთან ერთად დაკავებულ ოთხ სტუდენტს, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს 12:30 წუთზე გაიმართება.
შსს-ს თანახმად, 3 დეკემბერს ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, რის საშუალებაც მათ არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თ.ც.-მ. ამის გამო უნივერსიტეტის დეკანმა მ.ჯ.-მ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებული დეკანის ადვოკატი დავით ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
QvemoQartli.ge