ქვემო ქართლში ქალთა შრომით უფლებებზე ტრენინგები ჩატარდა

8-9 ივლისს, ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორისთვის, ქალთა შრომით უფლებებზე და გენდერულ დისკრიმინაციაზე შრომით ურთიერთობებში, ონლაინ ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგები მოიცავდა საკითხებს:  შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა – მექანიზმები; დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაციის ნიშნები, დისკრიმინაციის ტესტი; სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის სახე – ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები; ქალთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში.“ პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ (ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის საქართველოში) და ორწლიანია. იგი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე – სამუშაო ადგილებზე გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის, თანაბარი ანაზღაურებისათვის, უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო პირობების შესაქმნელად.  

პროექტს ახორციელებს ქალთა ფონდი საქართველოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – ქალები საერთო მომავლისთვის (WECF), ქვემო ქართლის მედია, ორგანიზაცია უფლებებისთვის და განათლებისთვის.