ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო სექტორისთვის ტრენინგები მიმდინარეობს

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორგანიზებით მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე: ,,პროექტის ციკლის მართვა“.

ტრენინგი ხორციელდება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოქმედი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (CDP) ფარგლებში.

ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

  • განვითარების პროექტების მართვის ციკლი
  • დაინტერესებულ პირების ანალიზი და რუკა
  • პრობლემების ანალიზი და ინტერვენციის ლოგიკა
  • რისკების შეფასება და დაშვების ფორმულირება
  • პროექტის ოპერაციული გეგმა და ბიუჯეტი
  • მონიტორინგი და ანგარიშგება

ტრენინგი დღეს დაიწყო და 2 დღის მანძილზე გაგრძელდება.

ღონისძიება მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC), ქვემო ქართლის მედიასა  (KKM) და ორგანიზაცია: „პირველ ევროპელთან“ ერთად (FE).

QvemoQartli.ge