ფორუმ თეატრი მნიშვნელოვან გამოწვევებზე მსჯელობისთვის
პროექტის „ეკოფემინიზმი მოქმედებისთვის“ ფარგლებში ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან 17 გოგონა შეირჩა ბანაკში მონაწილეობისთვის. 3 დღიან ბანაკში გოგონებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ თემებზე – კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე. მიღებული ცოდნის საფუძველზე, ერთობლივად დაწერეს ფორუმ-თეატრის სცენარი და დადგეს მინი სპექტაკლი.
ფორუმ თეატრი უკვე ჩატარდა ქალაქ ბოლნისში, სოფელ კოდასა და სოფელ სამშვილდეში, მთლიანობაში შეხვედრებს 50 -ზე მეტი ადამიანი დაესწრო
პროექტის ფარგლებში ასევე გამოცხადებულია პოსტერებისა და ნახატების კონკურსი, ნამუშევრების მიღების დედლაინი 7 ივნისი.
პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.