სოციალური საცხოვრისი – ჩაკეტილი წრე უსახლკარობასა და სუსტ მხარდამჭერ პროგრამებს შორის / Sosial mənzil – evsizlik və zəif dəstək proqramları arasında qapalı dairə

რუსთავში, ორი წლის წინ გახსნილ სოციალურ საცხოვრისში 52 ოჯახი ცხოვრობს. მათ საცხოვრისით სარგებლობის მინიმალურ ვადად, 2 წელი განუსაზღვრეს. შემდგომი ვადის განსაზღვრა კი, როგორც რუსთავის თვითმმართველობაში გვიხსნიან, ოჯახებთან დადებული ხელშეკრულების პირობების დაცვასთან და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული.

საცხოვრისში მყოფი ოჯახები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო კვლავ სოციალური დახმარებაა და თუ მოუწევთ თავშესაფრის დატოვება, უსახლკაროდ რჩებიან.  გვიხსნიან, რომ თავშესაფრით უზრუნველყოფის გარდა, მხარდაჭერა სხვა კუთხითაც სჭირდებოდათ.

„ ქუჩაში არ ვართ. ეს არის ჩვენი ერთადერთი შეღავათი“, – ამბობს სოციალური საცხოვრისით მოსარგებლე, ნათელა მეხრიშვილი. ის წუხს რომ შეიძლება, რამდენიმე თვეში  აღნიშნული  ფართის დატოვება მოუწიოს. ამბობს, რომ მიუხედავად „მცირე ზომის ოთახისა“, ეს მისთვის მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ აქ, ადამიანს ოთახში მობრუნების საშუალებაც არ აქვს. ელემენტარული მეზობელი რომ შემოგივიდეს და დაჯდეს შენთან, შეუძლებელია. თუმცა ღმერთს მადლობა, რომ ქუჩაში არ ვართ.

ოქტომბერში გადაწყდება რეალურად შევძლებთ თუ არა აქ დარჩენას. გვითხრეს, რომ მერე თქვენ გახვალთ-ო და თქვენზე გაჭირვებულები შემოვლენ-ო. მე გაჭირვებული რომ არ ვყოფილიყავი ისე მომცემდნენ ამ ბინას?! თან გამაფრთხილეს რომ თუ დაირიცხება ჩემს ბარათზე გარკვეული თანხა ე.ი მე არ მიჭირს და უნდა გავიდე საცხოვრისიდან“, –  ამბობს ნათელა მეხრიშვილი.

„ ვიწროდ ვარ, მაგრამ მადლობელი ვარ რომ ქირას არ ვიხდი. ყოველდღიურად ის არის ჩემი საფიქრალი, პურის ფული როგორ ვიშოვო. ამ პირობებში, მე ბინის შეძენას ვერ შევძლებ. არც მამა მყავს და არც მეუღლე, ერთი პენსიონერი დედა მყავს და მაგის იმედად ვარ. ღამე აღარ მძინავს ნერვიულობით. აქედან, რომ წასვლა მომიწიოს, არ ვიცი რა უნდა ვქნა, სად უნდა წავიდე, სხვაგან ფიზიკურად ვერ წავალ“, – საუბრობს ასევე საცხოვრისით მოსარგებლე, ირმა გოგობერიშვილი.

სოციალური საცხოვრისით მოსარგებლე კიდევ ერთი ადამიანი კი რომელსაც ვესაუბრეთ, ორი მცირეწლოვანის დედა, მარტოხელა ლამარა ზარქუაა. ამბობს, რომ იმის “ფონზე”, სადაც აქამდე უწევდა ცხოვრება – უკეთესი პირობები აქვს. თუმცა, რეალურად მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისევ იგივეა. გვიყვება, რომ საცხოვრისით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ფართის დატოვება მოუწევს, არ იცის სად იცხოვროს.

„ ორი პატარა ბავშვი მყავს, მარტო ვცხოვრობთ. მე და ჩემი შვილები მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად ვართ. საჭმელიც სასადილოდან მომაქვს და იმით ვიკვებებით მთელი დღე.  აქ, ცოტა უკეთესი პირობებია, იმასთან შედარებით, სადაც მანამდე ვცხოვრობდი. ოქტომბერში გადაწყდება ჩვენი ამბავი, იმედი მაქვს არ მომიწევს აქედან წასვლა, რადგან წასასვლელი არსად მაქვს“,  – ამბობს ზარქუა ლამარა.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახების შიში ფართების დატოვებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გამოწვეულია იმით, რომ ბევრი სხვა ოჯახია ასევე დახმარების მოლოდინში. გვიხსნიან, რომ შესახლებული ოჯახები, თუ კვლავ დააკმაყოფილებენ პირობებს, რა პირობების გათვალისწინებითაც საცხოვრისით სარგებლობის უფლება მიიღეს – იქ, ცხოვრებას კვლავ გააგრძელებენ.

„ თუ არ გვაქვს სახეზე ხელშეკრულების დარღვევა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება – ეს საფუძველია კომისიამ მოსარგებლე პირს, გაუგრძელოს გარკვეული ვადით საცხოვრისით სარგებლობის ხელშეკრულება. ის რომ ვადის გასვლის შემდეგ, მათ საცხოვრისის დატოვება მოუწევთ სიცრუეა, მუნიციპალიტეტიდან მსგავს ინფორმაციას არავინ გასცემდა. ეს, ალბათ, სავარაუდოდ საზოგადოების შიშებია, რადგან მათაც იციან რომ კიდევ ბევრი გაჭირვებული გვყავს დასაკმაყოფილებელი. არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ ოჯახებს, თუ კვლავ აკმაყოფილებენ ხელშეკრულებას“, – აცხადებს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენელი ლევან გელაშვილი.

რაც შეეხება, სოციალური საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახების, დასაქმებას ან გადამზადებას, ლევან გელაშვილი გვპასუხობს:

„ ეს პროგრამა თვითონ არ ითვალისწინებს მოსარგებლე პირთა დასაქმებას ან გადამზადებას, დასაქმების მიზნით. თუმცა მუნიციპალიტეტში არსებობს ეკონომიკური სამსახური, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, სასურველი ვაკანსიის მოძიებას. კონკრეტულად, სოციალური საცხოვრისით მოსარგებლე პირებისთვის, არ არსებობს მუნიციპალიტეტში არანაირი პროგრამა, რომელიც იზრუნებდა მათ დასაქმებაზე“, – დასძენს რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენელი.

ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიდგომა სოციალური საცხოვრისების საკითხზე არც კვალიფიციურია და არც სამართლიანი.

მათივე თქმით, მხოლოდ მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებელთა სათანადო დახმარებას და საჭიროა, ცენტრალურმა მთავრობამ, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება – მოხდეს ერთიანი სტანდარტების შემუშავება და დანერგვა ქვეყანაში.

” ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამ მიმართულებით, არის ის რომ მუნიციპალიტეტებმა უნდა გადახედონ თავიანთ კრიტერიუმებს და უნდა მოიყვანონ შედარებით ჰარმონიზაციაში ერთმანეთთან, მაგრამ ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, ცენტრალურ დონეზე არსებული პოლიტიკის არ არსებობის პირობებში. ამიტომ ორივე დონე აუცილებელია იყოს ჩართული”, – ამბობს ორგანიზაციის იურისტი, მარიამ ჯანიაშვილი.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდება ამ ადამიანების ხელშეწყობა და გაძლიერება, უსახლკარობის პრობლემა მუდმივად მოუგვარებელი დარჩება.

” მიუხედავად იმისა რომ სოციალური საცხოვრისი უფრო მყარია, სხვა სერვისებთან შედარებით, ვგულისხმობ იგივე ღამის თავშესაფარს, ბინის ქირით უზრუნველყოფას, რომელიც არის რა თქმა უნდა არასტაბილური, მაინც არის ძალიან ბევრი ხარვეზი ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ეს ბენეფიციარები, სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანად კმაყოფილდებიან საცხოვრისით, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკა და მექანიზმი, რომ ეს ადამიანები გაძლიერდნენ და უსახლკარობის მდგომარეობიდან ამოვიდნენ – ეს ოჯახები რეალურად ექცევიან მუდმივი საფრთხის წინაშე, რომ როგორც კი ეს სერვისები შეწყდება, ისინი შეიძლება ქუჩაში დარჩნენ. რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და აუცილებელია ამ ჯგუფების გაძლიერება და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი  სერვისების დანერგვა, რომელიც დღეისათვის რეალურად ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს”, –  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.“

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Sosial mənzil – evsizlik və zəif dəstək proqramları arasında qapalı dairə

Rustavidə iki il əvvəl açılmış sosial mənzildə 52 ailə yaşayır. Onların mənzildən istifadə etməsi üçün minimum 2 il vaxt müəyyən edilib. Rustavi özünüidarəsindən bildirdilər ki, sonrakı müddətin müəyyən edilməsi ailələrlə bağlanmış müqavilə şərtlərinə riayət olunmasından və sosial-iqtisadi vəziyyətdən asılıdır.

Mənzildə yaşayan ailələr deyir ki, onların yeganə gəlir yeri yenə də sosial yardımdır. Əgər sığınacağı tərk etməli olsalar evsiz qalacaqlar. Onlar bildirirlər ki, sığınacaqla təmin edilməkdən əlavə başqa baxımdan da dəstəyə ehtiyacları var.

“Küçədə deyilik. Bizim yeganə güzəştimiz budur” – sosial mənzildən yararlanan Natela Mexrişvili bildirdi. O, bir neçə aydan sonra mənzili tərk etməli olacaqlarına görə narahatdır. Natela bildirdi ki, “kiçik ölçülü otaq” olmasına baxmayaraq bu onun üçün həyati əhəmiyyət daşıyır.

“Adamın otaqda çevrilmək imkanı da yoxdur. Elementar olaraq qonşunun gəlib sənin evində oturması mümkün deyil. Ancaq şükr edirəm ki, küçədə deyilik. Oktyabr ayında burada qalıb qalmayacağımız məsələsi həll olunacaq. Bizə dedilər ki, sonra gedəcəksiniz və sizdən daha çox ehtiyacı olan ailələr gələcək. Mənim ehtiyacım olmasa bu mənzili mənə verərdilər?! Həm də xəbərdarlıq ediblər ki, əgər mənim kartıma müəyyən qədər pul köçərsə deməli mənim ehtiyacım yoxdur və mənzili tərk etməliyəm”- Natela Mexrişvili bildirdi.

“Çox darısqaldı, ancaq şükr edirəm ki, kirayə pulu ödəmirəm. Mənim gündəlik düşünməli olduğum məsələ çörək pulunu necə qazanacağımdır. Bu şəraitdə mən mənzil ala bilmərəm. Nə atam nə həyat yoldaşım var. Təqaüdçü anam var və onun ümidinə yaşayırıq. Gecə təşvişdən yata bilmirəm. Buradan getməli olsaq bilmirəm nə edəcəm, haraya gedəcəm, fiziki olaraq başqa yerə getməim mümkün deyil”- mənzilin digər istifadəçisi İrma Qoqoberişvili deyir.

Söhbət etdiyimiz, sosial mənzildən yararlanan daha bir nəfər isə iki azyaşlının anası, tək qadın Lamara Zarkuadır. O, bildirdi ki, indiyə kimi yaşamalı olduğu vəziyyətlə müqayisədə indi yaxşı şəraiti var. Ancaq real olaraq onun sosial-iqtisadi vəziyyəti yenə də eynidir. O, qeyd edir ki, mənzildən istifadə müddəti başa çatdıqdan sonra əgər buranı tərk etməli olarsa həyatına necə davam edəcəyini bilmir.

“İki kiçik uşağım var. Mən və övladlarım tək, yalnız sosial yardım ümidinə yaşayırıq. Yeməyi də yeməkxanadan gətirirəm və bütün gün onunla qidalanırıq. Burada indiyə kimi yaşadığım vəziyyətlə müqayisədə şərait bir az yaxşıdır. Oktyabrda bizim məsələmizlə bağlı qərar qəbul ediləcək. Ümid edirəm buradan getməli olmayacam. Çünki gedəcəyim yer yoxdur”- Zarkua Lamara bildirdi.

Rustavi meriyasından güman edirlər ki, ailələrin məkanı tərk etmək qorxusu onlar kimi yardım gözləntisində olan ailələrin çox olmasına görədir. Ancaq bildirdilər ki, bu ailələr mənzildən istifadə etmək hüququnu əldə etdikləri şərtləri yenidən qane edərlərsə, yenə orada yaşaya biləcəklər.

“Əgər müqavilə pozuntusu, sosial-iqtisadi vəziyyətdə yaxşılaşma yoxdursa – bu komissiyanın mənzildən yararlanan şəxsin istifadə müqaviləsinin müddətini uzatması üçün əsasdır. Vaxt başa çatdıqdan sonra onların məkanı tərk etməli olacaqları söhbəti yanlışdır. Bələdiyyədən heç kim belə məlumat verməzdi. Bu güman ki, ictimaiyyətin qorxusudur. Çünki onlar da bilirlər ki, başqa çox sayda ehtiyacı olan adamları təmin etməliyik. Əgər müqavilə şərtlərini qane edərlərsə ailələr üçün heç bir təhlükə yoxdur” – Rustavi meriyasının Sağlamlığın Müdafiəsi və Sosial Dəstək Xidmətinin nümayəndəsi Levan Qelaşvili bildirdi.

Levan Qelaşvili sosial mənzildən istifadə edən ailələrin işlə təmin edilməsi yaxud işə hazırlanması ilə bağlı suala belə cavab verdi:

“Bu proqram mənzildən yararlanan şəxslərin işlə təmin edilməsini yaxud işlə təmin etmək məqsədi ilə hazırlanmasını nəzərdə tutmur. Ancaq bələdiyyədə İqtisadi Xidmət var. Xidmət hər hansı vətəndaşın müraciəti əsasında istənilən vakansiyanın axtarılmasını həyata keçirir. Konkret olaraq, bələdiyyədə sosial mənzildən istifadə edən şəxlsər üçün, onların işlə təmin edilməsinin qayğısına qalacaq heç bir proqram yoxdur”- Rustavi özünüidarəsinin nümayəndəsi qeyd etdi.

“İnsan Hüquqları Araşdırmalar və Monitorinq Mərkəzi” (EMC) təşkilatından qeyd edirlər ki, dövlətin sosial mənzillər məsələsinə yanaşması nə ixtisaslı nə də ədalətli deyil.

Onların bildirdiyinə görə yalnız bələdiyyə sığınacaq axtaranlara müvafiq yardım göstərməyi təmin edə bilməz. Mərkəzi hökumətin siyasi icazə verməsi, vahid standartların hazırlanması və ölkədə tətbiq edilməsi lazımdır.

“Bizim bu istiqamətdə mühüm tövsiyələrimizdən biri budur ki, bələdiyyələr öz meyarlarına yenidən baxış keçirsinlər, ancaq mərkəzi səviyyədə mövcud olan siyasətin olmaması şəraitində bu mümkün deyil. Ona görə də hər iki səviyyənin qoşulması vacibdir”- təşkilatın hüquqşünası Mariam Caniaşvili bildirdi.

Onun sözlərinə görə əgər dövlət tərəfindən bu adamlara dəstək göstərilməzsə evsizlik problemi real olaraq daim həll olunmaz qalacaq.

“Sosial mənzilin daha möhkəm olmasına baxmayaraq gecə sığınacaqları, mənzil kirayəsi ilə təmin etmək kimi başqa xidmətlərlə müqayisədə əlbəttə, qeyri-stabildir. Yenə də bu istiqamətdə çox sayda başqa səhvlər var. Ona görə ki, bu benefisiarlar dövlət tərəfindən mənzillə uzunmüddətli təmin olunurlar. Ancaq dövlətin bu adamların real gücləndirilməsi, evsizlik şəraitindən çıxması üçün heç bir siyasəti və mexanizminin olmamasından irəli gələrək bu ailələr daim təhlükə qarşısında qalacaqlar. Hesab edəcəklər ki, əgər bu xidmət dayandırılarsa onlar küçədə qala bilərlər. Əlbəttə, bu düzgün deyil və bu qrupların gücləndirilməsi, müstəqil yaşam üçün onlara dəstək göstərəcək xidmətlərin yaradılması vacibdir. Bu gün bizim ölkədə real olaraq belə xidmətlər yoxdur”- “İnsan Hüquqları Araşdırmalar və Monitorinq Mərkəzi”.

Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Paylaşımın məzmununa görə “Kvemo Kartli Mediası” tam məsuliyyət daşıyır və bu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Nino Beridze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan veb-sayta istinadən istifadə edə bilərsiniz