სოფელ გამარჯვებაში ნეპოტიზმი იმარჯვებს?! / Qamarcveba kəndində nepotizm qələbə çalır?!
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 4 670 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული. ზოგი კი მუნიციპალურ თუ კერძო სამსახურშია დასაქმებული. ადგილობრივების ნაწილი აღნიშნავს, რომ სოფელში საჯარო სექტორში დასაქმებისას ადგილი აქვს ნეპოტიზმს.
„ გარდაბნის რაიონს არაფერი ეშველება, სანამ სისტემა არ შეიცვლება. ტყუილად ზის მთავრობა და გამგეობა! გამარჯვებაში ყველაფერი პრობლემაა, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს და შიშით, საუბარიც არავის უნდა“, – ეს სიტყვები სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ ერთ-ერთ ადგილობრივს ეკუთვნის.
გამარჯვებაში მცხოვრები მაია ფიცხელაური, ნეპოტიზმზე საუბრობს. ამბობს, რომ გამგეობა უბრალო მოსახლეობისთვის არაფერს აკეთებს.
„ შიშის ფაქტორია, არ უნდათ სამსახურის დაკარგვა, ამიტომ არაფერს ამბობენ. აქ, უბრალო ადამიანი ვერ დასაქმდება. ცოტახნის წინ, ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, სადაც მხოლოდ ის ადამიანები დაასაქმეს, რომლებიც გამგეობაში მომუშავეთა ნათესავები არიან.
ამას რომ შევეშვათ, მე პირადად ბევრჯერ ვყოფილვარ გამგეობაში დახმარების თხოვნით, მაგრამ არავინ დამეხმარა. მაგალითისთვის, 2-3 წლის წინ, აქ ისეთ ქარი იყო, რომ სახურავები გადაგვიხადა. მივედით გამგეობაში და გადახურვაზე უარი გვითხრეს“, – ამბობს, მაია ფიცხელაური.
კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს გვიყვება, რომ სოფელში მხოლოდ იმ ადამიანების პრობლემები გვარდება, რომელთა ახლობლებიც გამგეობაში მუშაობენ.
„ პატრონი არ ჰყავს ჯერ საქართველოს და გამარჯვებას ხომ საერთოდ. სოფელში რომ პრობლემაა გარდაბნამდე არც ჩადის, აქვე გამარჯვებაში რჩება.. რომ გინდა ადამიანს შენი გაჭირვება თქვა და დახმარება ითხოვო, ეს აქ შეუძლებელია.
გარდაბნიდან როდესაც ჩამოდიან წარმომადგენლები, იქ მიჰყავთ სადაც გაკეთებულია ყველაფერი და რეალური პრობლემები უყურადღებოდ რჩება. მხოლოდ ის ადგილები კეთდება და იმ ადამიანების პრობლემები გვარდება, რომლებიც მთავრობაში მომუშავეთა ახლობლები არიან“, – გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
უმუშევრობაზე საუბრობს 72 წლის რეზო ნონიაშვილი. ის 50 წელზე მეტია სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.
„ უმუშევრობაა სოფელში. პენსიონერი კაცი ვარ და უნდა წავიდე სხვას ვემსახურო, რომ ვიარსებო. არსად მღებულობენ. ადრე აქ, ფაბრიკა იყო სადაც მეც ვიყავი დასაქმებული. ყველა მთავრობა მოდის საარჩევნოდ, მე ამირჩიეთ-ო და გეშველებათ-ო, მაგრამ რეალურად არავინ არაფერს აკეთებს“ ,- ადგილობრივი რეზო ნონიაშვილი.
სოფელში სარწყავი წყლის პრობლემაზე გვიყვება 66 წლის მაყვალა სითიკაური. ამბობს, რომ გამარჯვებაში ყველა ყოფითი პრობლემა მოგვარებულია – გარდა სარწყავი წყლისა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში არის სარწყავი წყალი – იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.
„ სარწყავი წყალი არ გვაქვს, განსაკუთრებით არსენას ქუჩის მაცხოვრებლებს. შარშანაც დავწერეთ განცხადება გამგეობაში, მაგრამ შედეგი არ არის“, – ამბობს მაყვალა სითიკაური.
გამარჯვებაში ელექტროენერგიის ხშირ „ წასვლაზეც“ წუხან.
„ შუქი ძალიან მალ-მალე გვეთიშება, კვირაში ორჯერ, ან სამჯერ. მოგვდის მესიჯები, რომ მიმდინარეობს სამუშაოები. ეს ხშირად ხდება, განსაკუთრებით ცუდ ამინდებში“, – ამბობს ადგილობრივი ლალი ბერაძე.
ელექტროენერგიის და სარწყავი წყლის პრობლემაზე, გამარჯვების გამგებელი გიორგი მახათაძე ამბობს, რომ საკითხები მათ კომპეტენციაში არ შედის. ნეპოტიზმთან დაკავშირებით კი გვპასუხობს:
„ მე რაც აქ ვმუშაობ, ისევ ის თანამშრომლები მუშაობენ. მუშაობენ თუ არა, ეგ მეორე საკითხია.
საბავშვო ბაღში იყო რამდენიმე, 7 კაცი მიიღეს თუ რაღაც. დანარჩენი სად დასაქმდა და რა ორგანიზაცია გვაქვს, რომ ვინმე დაგვესაქმებინა?! მე რაც ვმუშაობ, ჩვენთან მუშაობს ერთიდაიგივე ხალხი. რაც მე აქ ვმუშაობ გამარჯვებაში, დაახლოებით დახარჯულია 15 მილიონამდე და სახლში არ წამიღია ნამდვილად. 4 მილიონამდე გზებზეა დახარჯული, ასევე ახალი საბავშვო ბაღი ავაშენეთ. მხოლოდ გამგეობის შენობა არ გამირემონტებია. ცოტა უხერხულია გამარჯვების შემთხვევაში.. სხვა სოფლებთან შედარებით. მარტყოფში 4 დღეში ერთხელ აქვთ წყალი, მართალია ახლა კეთდება, მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ“, – აცხადებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი მახათაძე.
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ავტორი: ნინო ბერიძე
თარგმანი: აინურა ალიევა
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
Qamarcveba kəndində nepotizm qələbə çalır?!
Qardabani bələdiyyəsinin Qamarcveba kəndində 4 670 adam yaşayır. Onların əksəriyyəti kənd təsərrüfatı ilə məşğuldur. Bəzisi isə bələdiyyə yaxud özəl işdə işləyir. Yerli sakinlərin bir qismi qeyd edir ki, yerində ictimai sektorda işlə təmin olunmaq nepotizmlə baş tutur.
“Sistem dəyişməsə Qardabani rayonuna heç nə kömək edə bilməyəcək. Hökumət və icra hakimiyyəti yalandan mövcuddur! Qamarcvebada hər şey problemdir. Ancaq heç kim heç nə etmir. Qorxudan heç kim danışmaq da istəmir”, – bu sözlər Qamarcvebada yaşayan yerli sakinlərdən birinə məxsusdur.
51 yaşlı Maia Pitsxelauri kənddə mövcud olan nepotizmdən danışır və deyir ki, icra hakimiyyəti sadə əhali üçün heç nə etmir.
“Əhalidə qorxu faktoru var. İşlərini itirmək istəmirlər. Ona görə də heç nə demirlər. Burada sadə adamlar işlə təmin oluna bilməz. Bir az əvvəl yeni uşaq bağçası tikildi. Yalnız icra hakimiyyətində işləyənlərin qohumları işlə təmin olundular. Bunu bir kənara qoyaq, mən özüm dəfələrlə yardım tələbi ilə icra hakimiyyətinə getmişəm. Ancaq heç kim mənə kömək etməyib. Misal üçün qeyd edim, 2-3 il əvvəl burada elə külək var idi ki, dam örtüklərini uçurmuşdu. İcra hakimiyyətinə getdik və dam örtüklərinin düzəldilməsinə görə bizə rədd cavabı verdilər”, – Maia Pitsxelauri bildirdi.
Kimliyinin bilinməsini istəməyən daha bir yerli sakin bildirdi ki, kənddə yalnız yaxınları icra hakimiyyətində işləyənlərin problemləri həll olunur.
“Gürcüstanın yiyəsi yoxdur. Qardabanini ümumiyyətlə demirəm. Kənddə problem varsa Qardabaniyə qədər gedib çıxmır, elə Qamarcvebada qalır. Öz ehtiyacını bildirib yardım istəmək burada mümkün deyil. Qardabanidən nümayəndələr gələndə hər şeyin təmir olunduğu yerə aparırlar və real problemlər diqqətdən kənar qalır. Yalnız hökumətdə işləyənlərin yaxınlarının problemləri həll olunur” – yerli sakinlərdən biri dedi.
72 yaşlı Rezo Noniaşvili işsizlikdən danışır. O, 50 ildən artıqdır ki, Qamarcveba kəndində yaşayır. Qeyd edir ki, bu qədər vaxt ərzində yaxşılığa doğru heç nə dəyişməyib.
“Kənddə işsizlikdir. Təqaüdçü adamam və gedib başqasına xidmət göstərməliyəm ki, yaşayım. Başqa heç yerə qəbul etmirlər. Əvvəl burada fabrika var idi və mən də işləyirdim. Bütün hökumətlər seçkiqabağı gəlir deyir məni seçin və sizə kömək edəcəyik. Ancaq real olaraq heç kim heç nə etmir”- yerli sakin Rezo Noniaşvili bildirdi.
66 yaşlı Mağvala Sitikauri kənddə mövcud olan suvarma suyu problemi barədə danışır. O, deyir ki, Qamarcvebada bütün məişət problemləri həll olunub, yalnız suvarma suyu qalıb. Onun sözlərinə görə kənddə suvarma suyu olsa da hamı üçün əlçatan deyil.
“Suvarma suyumuz yoxdur. Xüsusən Arsena küçəsinin sakinləri bundan əziyyət çəkirik. Ötən il də icra hakimiyyətinə ərizə yazdıq ancaq nəticəsi yoxdur”- Mağvala Sitikauri bildirdi.
Qamarcvebada tez-tez elektrik enerjisinin sönməsindən narahatdırlar.
“İşıq çox tez-tez, həftədə iki, üç dəfə sönür. Mesajlar gəlir ki, təmir işləri aparılır. Bu tez-tez, əsasən pis havalarda baş verir”- yerli sakin Lali Beradze bildirdi.
Qamarcvebanın müvəkkili Qiorqi Maxatadze elektrik enerjisi və suvarma suyu problemi barədə bildirir ki, məsələ onun səlahiyyətinə daxil deyil. Nepotizmlə əlaqədar isə cavab verir ki:
“Mən orada işlədiyim müddətdən bu günə qədər orada həmin əməkdaşlar çalışır. İşləyirlər ya yox o başqa məsələdir. Bir neçəsi uşaq bağçasında idi, 7 nəfər qəbul etdilər. Qalanı harada işləməyə başlasın. Hansı təşkilatımız var ki, kimisə işlə təmin edək?! Mən işləyən gündən bizimlə eyni əməkdaşlar çalışır. Mən Qamarcvebada işləyəndən indiyə kimi 15 milyon lariyə yaxın pul xərclənib və həmin pulu həqiqətən evə aparmamışam. 4 milyona yaxın yollara xərclənib, eləcə də yeni uşaq bağçası inşa etdik. Yalnız icra hakimiyyəti binasını təmir etməmişəm. Başqa kəndlərlə müqayisədə Qamarcvebada bir az çətindir. Martğopidə 4 gündən bir su gəlir, ancaq onlar səslərini çıxarmırlar”- Qardabani bələdiyyə merinin Qamarcveba ərazi vahidliyindəki nümayəndəsi Qiorqi Maxatadze bildirdi.
Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Paylaşımın məzmununa görə “Kvemo Kartli Mediası” tam məsuliyyət daşıyır və bu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.
Müəllif: Nino Beridze
Təercümə: Aynurə Əliyeva
QvemoQartli.ge
Materialdan veb-sayta istinadən istifadə edə bilərsiniz